Saturday, September 18, 2010

ვემზადებით მკითხველთა კონფერენციისათვის!

აბა,გვრიტებო!
ვნახოთ,რა წაიკითხეთ ზაფხულში!როგორ წაიკითხეთ!
როგორ მოიტანეთ ჩვენამდე!
 სასურველია მოხსენება გააკეთოთ შემდეგი მითითების მიხედვით:
  • წაკითხული წიგნის ან ნაწარმოების  ავტორი და სათაური.
  • არჩევანის საფუძველი (რამ გადაგაწყვეტინათ ამ წიგნის წაკითხვა?).
  •  მოკლე მიმოხილვა (რა თემაზეა დაწერილი წიგნი?)
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ტექსტში.რითაა გამორჩეული იგი?
  • რომელი გმირი მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და რატომ?
  • გაუზიარეთ აუდიტორიას თქვენი შთაბეჭდილება ამ წიგნის შესახებ და დაარწმუნეთ,რომ ეს   საუკეთესო წიგნია და სასურველია წაიკითხოს!

ლიტერატურული სალონის სამუშაო გეგმა

I  სემესტრის სამუშაო გეგმა:

  • ,,სამოთხის გვრიტებთან” შეხვედრა და ახალი სასწავლო წლის მილოცვა.

  • ა)მოსწავლეთა სურვილებისა და წინადადებების განხილვა.
       ბ)წრის სამუშაო გეგმის შედგენა. 

  • მკითხველთა კონფერენციისათვის მზადება(მოხსენების დაწერა,მოსმენა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა).


  •  მკითხველთა კონფერენცია(დასკვნითი ეტაპი)    
   
  •   2 ოქტომბერი-გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე.
              (გახსენება). 
  • აკაკი წერეთლის საიუბილეო წელი-170 წლისთავი. 
      თხზულებების კონკურსი თემაზე:

        ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,
                                თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”
          ნახატების გამოფენა-კონკურსი 

  • ვაზისა და ღვინის დღესასწაული        (ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია).   

  • 16 ნოემბერი-გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღე(ფილმის ჩვენება) 
  • ერთი ლექსის საღამო!-გალაკტიონ ტაბიძე.
        17 ნოემბერი -პოეტის დაბადების დღე. 


    •  ექსკურსია ბუნებაში.

    • დისკუსია თემაზე:,,ვარ თუ არა თავისუფალი?”

    • შეხვედრა საფიხვნოში.

    •  პროექტი:,,რა მიტაცებს მე?”
              ნახატების,თხზულებების,ლექსებისა და                                  ჩანახატების,აპლიკაციების,ნაქარგების            
              წარმოდგენა. 

    • დებატები.

    • საახალწლო კარნავალი ლიტერატურულ სალონში. 
                                                               

    Wednesday, September 15, 2010

    2010-2011 სასწავლო წელი დადგა



    გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, ჩვენო ,,სამოთხის გვრიტებო”!



    • ჩვენი ლიტერატურული სალონი კვლავაც განაახლებს  მუშაობას....ამჯერადაც ისევ დავგეგმავთ ჩვენს მომავალ მუშაობას და...წინ ბევრი საინტერესო დღე გველის საწიგნეთში, საზღაპრეთში,საძეგლეთსა და სამოთხეში სამოგზაუროდ...............