Sunday, November 17, 2013

წიგნი თუ კომპიუტერი?



დიდი ხანია გაჩნდა კითხვა:წიგნი თუ კომპიუტერი?
ამ კითხვამ ჩვენც ჩაგვაფიქრა,მოზარდები.ხან ვფიქრობთ,რომ კომპიუტერი ჯობია,ხან კი წიგნის აუცილებლობაზე ვაჩერებთ  ყურადღებას.სადაა სიმართლე?რას ფიქრობენ ადამიანები? ჩვენი საკვლევი თემის ჩამოსაყალიბებლად,უმჯობესად ჩავთვალეთ,ისეთ ადამიანებთან აგვეღო ინტერვიუ, კომპიუტერთანაც რომ ექნებოდათ უშუალო კავშირი და წიგნთანაც.ამისათვის შევარჩიეთ ჩვენი სკოლის მენეჯერი-სიდონია ჟიჟილაშვილი და ბიბლიოთეკარი-ნელი ბუთურიშვილი.
ინტერვიუ ბიბლიოთეკართან,ქალბატონ ნელი  ბუთურიშვილთან:
-ქალბატონო ნელი! თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ სკოლაში-მომავალი თაობა დააახლოვოთ წიგნთან,ასწავლოთ წიგნის სიყვარული,მისი მოვლა.როგორ ახერხებთ ამას?რას გვეტყოდით თქვენს მკითხველებზე ?
-მთელი ჩემი ენერგია მოვახმარე ,როგორ ვასწავლო წიგნის ყადრი მოსწავლეებს.წიგნი რომ ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ეს ანბანური ჭეშმარიტება მას შემდეგ არსებობს,რაც პირველი წიგნი გაჩნდა ქვეყნად,ხელნაწერი იქნებოდა ის თუ გუტენბერგის მიერ- გზა-გაკვალული.
წიგნის სასიკეთო პროპაგანდას ზიანი არასოდეს მოაქვს.მოსწავლეებს ვეხმარებისაჭირო წიგნის შერჩევაში.ვცდილობ ყველა ბავშვს შევაყვარო წიგნი.შეკითხვით ვამოწმებ,თუ წაიკითხა და როგორ გაიგო წაკითხული.მოსწავლეების დასახმარებლად ვადგენ საძიებლებს ჟურნალ-გაზეთებიდან და გაკეთებული მაქვსსარეკომენდაციო სია კლასების მიხედვით.მოსწავლეებს ვაფრთხილებ,დააბრუნონ წიგნი დროზე,მას სხვა მკითხველი ელოდება.
მშობლებს ვესაუბრები საოჯახო ბიბლიოთეკის მოწყობის შესახებ,ხოლო მოსწავლეებთან ვსაუბრობ კლასგარეშე კითხვის მნიშვნელობის შესახებ.კითხვადობა გაიზარდა და კითხვით დაინტერესება ეს 2 წელია.ბავშვებს ვუხსნი,რომ წიგნი სათამაშო ნივთი არ არის,მას ფაქიზად უნდა მოექცნენ.მოსწავლეებს საოჯახო ბიბლიოთეკიდანაც მოაქვთ წიგნები და ურჩევენ ერთმანეთს მათ წაკითხვას.ბავშვები წაკითხვასთან ერთად ცვევიან წიგნის მოვლას.კარგ მკითხველებად ითვლებიან მე-6,მე-7,მე-8 კლასის მოსწავლეები,მაგრამ გვყავს აქტიური მკითხველი მასწავლებლებიც:ბუაჩიძე ნინო,ჯმუხაძე ამირან,ჩხაიძე ლია,ხურციძე იზა,ჩაჩუა ნათელა და სხვები.ისინი ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურით ინტერესდებიან.
-ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი?
-ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას,რადგან მიმაჩნია,რომ წიგნი ისევე სეუცვლელია,როგორც ისტორია ჩვენი ქვეყნისა.წიგნმა შემოგვინახა ჩვენი სიმდიდრე,ამდენად ის ჩვენი შეუცვლელი განძია.
-რა პრობლემა გაწუხებთ ყველაზე მეტად?
-ბიბლიოთეკა არ მარაგდება წიგნებით,განვიცდით წიგნების ნაკლებობას.არადა მოსწავლეებს ძალიან ჭირდებათ თანამედროვედ გაფორმებული,ილუსტრირებული,მაღალი ხარისხის ლიტერატურა.უნდა შევუწყოთ ხელი მოზარდებს,რომ არ დავუკარგოთ წიგნისადმი სიყვარული.
ინტერვიუ ისტ მენეჯერთან,ქალბატონ სიდონია ჟიჟილაშვილთან:
-თქვენ ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით იმ მხრივ ,რომ მოსწავლეებს ძალიან უყვართ კომპიუტერი.გვაინტერესებს,რა მხრივ ვლინდება ეს ინტერესი,რა მიზნით შემოდიან კომპიუტერულ ლაბორატორიაში და ვისთან ერთად?
-მოსწავლეები,რომლებსაც შეხება არა აქვთ კომპიუტერთან,როგორც სათამაშო მანქანასთან, უფრო ინტერესდებიან ამ მისი შესწავლით,ვიდრე უფროსკლასელები.ვიდრე უშუალოდ საგნის თემატიკას შევეხებოდეთ,მოსწავლეები ინტერესდებიან თამაშებით,სოციალურ ქსელებში მოწერ-მოწერით,საუბარია მე5,მე-6 კლასელებზე.უფროსკლასელები ტექნოლოგიებს იყენებენ ინფორმაციის მოსაძიებლად,სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისათვის,სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გასაცნობად და ,,გასარობად”.
-ამბობენ,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი.როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თვალსაზრისის მიმართ?
-ჩემი აზრით,კომპიუტერი წიგნს ვერასდროს სეცვლის.თუმცა გავრცელდა ასეთი აზრიც,რადგან მოსწავლეები უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან,ვიდრე წიგნთან.თუმცა მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი,რადგან ეს ორი არასოდეს გამორიცხავს ერთმანეთს.მოსწავლეთა ერთი ნაწილი კარგად ჩასწვდა ამ აზრს და ცდილობს წიგნით მიღებული ცოდნაგაავრცელოს კომპიუტერის მეშვეობით.
-პრობლემა,რომელიც გვხვდებათ პრაქტიკაში?
-პრობლემაა,რომ ჩვენი საგანი ისწავლება მხოლოდ მე-5,მე-6 კლასში,ხოლო ბლოგების კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის,ამ დროს ისინი ინფორმატიკას,როგორც საგანს,არ სწავლობენ და,მაშასადამე,საფუძვლიანად ვერ ფლობენ ტექნოლოგიებს.კარგი იქნება ,თუ ეს საკითხი მოგვარდება ზემდგომი ორგანოების მიერ.
-რას უსურვებთ პროექტის მონაწილე ბავშვებს?
-აღებული ტემპის შენარჩუნებას,ზურგის ქარს,ტრადიციების გაგრძელებასა და გამარჯვებით დაგვირგვინებას.
P.S. მგონი ყველაფერი ნათქვამია.ბავშვებს გვიყვარს კომპიუტერი,რადგან ცოდნასთან ერთად იგი გართობის საშუალებაცაა. აბა, სხვანაირად როგორ გავერთოთ?! იშვიათად,რომ კარგი სპექტაკლი ნახო ან კინოფილმი იხილო.იშვიათად,რომ იმოგზაურო....მაგრამ კომპიუტერი მთელ მსოფლიოს მოივლი,იმოგზაურებ კიდეც და კინო-ფილმებსაც ნახავ.მაგრამ წიგნიც ხომ საოცრებათა სამყაროში სამოგზაუროდ გვიწვევს. სად იყო კომპიუტერი,ადამიანი პირველ ასოებს რომ წერდა?! სად იყო ეს ჯადოსნური ყუთი, როცა ქართველი მელექსე ,, ვეფხისა  და მოყმის ამბავს“ თხზავდა?!
პირადად მე,წიგნის კითხვაც დიდი სიამოვნებას მგვრის,დიდტანიანი ნაწარმოებების კითხვა კომპიუტერიტ ნამდვილად არ შემიძლია,
ასე რომ, მშობლებო,შეგვიძინეთ შვილებს ლამაზი და შინაარსიანი წიგნები!
                                 ინტერვიუ ჩაიწერა მე-11 კლასის მოსწავლემ ნინი ებრალიძემ.


თემქა-ერთ-ერთი უმშვენიერესი უბანი,მონუმენტი-,,საქართველოს მატიანე",ავტორი ზურაბ წერეთელი


უცნაური სახელი აქვს-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას..........არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........







Thursday, November 14, 2013

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი:,,ჩემი ქალაქი,რაიონი,სოფელი"


   პროექტი

,,საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში“
პროექტის ხელმძღვანელები:
პედაგოგები:
ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე.
თბილისის N 32 საჯარო სკოლა

მონაწილეები
ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები“-საშუალო  საფეხური

მომზადების დრო:
ნოემბერი.2013 წელი.


მიზანი:
·         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი ქალაქის,უბნის ,რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ;
·         ჩაიწერენ ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით;
·         შეისწავლიან ქალაქში არსებულ ტრადიციებს და შეადარებენ დღევანდელ ადათ-წესებთან;
·         მოპოვებულ მასალებს დაახარისხებენ და მოამზადებენ ბლოგზე განსათავსებლად;
·         იმუშავებენ ტექსტის კორექტურაზე;
·         გადაიღებენ ფოტოსურათებს;
·         ნანახსა და განცდილს გადმოსცემენ შთაბეჭდილების დღიურის სახით ან გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას ლიტერატურულ სალონში.
·         ახალი მასალით შეავსებენ პროექტისადმი მიძღვნილ  ბლოგს

პრობლემა ანუ
არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეები დაკავებულები არიან,გაკვეტილების შემდეგაც ცოტა დრო აქვტ,მაგრამ მაინც ახერხებენ პროექტზე მუშაობას.



განსახორციელებელი ამოცანები:
·         ჯგუფის შექმნა
·         მოტივაციის განსაზღვრა
·         სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
·         ინტერნეტსაიტებზე მასალის მოძებნა,გაცნობა.
·         მოძიებული მასალის დახარისხება,დალაგება,ნაშრომისათვის საბოლოო სახის მიცემა.
·         ბლოგის შევსება ახალი მასალებით







შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას
ცხოვრებაში;
·         ბლოგს შეავსებენ ახალი მასალებით.
·         გააკეთებენ პრეზენტაციას ლიტერატურული წრის წევრებთან.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • გაკეთებული სლაიდშოუ.
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

რესურსები:
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.


ყეენის მთა



უცნაური სახელი აქვს-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას..........არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........


 ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მალე დასრულდება,სულ მინანქრითაა მოხატული....დიდი შრომაა ჩადებული....კიდევ კარგი,რომ ერს გამოუჩნდებიან დროდადრო მოამაგე ადამიანები........სიყვარულს ქვაში აცოცხლებენ და ,,ჟღერს ქვის ჰარმონია..."




ყეენობა და ბერიკაობა ისეთი ქართული ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის ერთად მოიხსენება. ყეენობა ბერიკაობის საფუძველზე ჩამოყალიბებული დღესასწაულია. ისინი განაყოფიერების და მიწათმოქმედების კულტის სადიდებლად იმართებოდა. თუმცა, ბერიკაობა ხალხური სანახაობიდან დროთა განმავლობაში ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრად ჩამოყალიბდა, რომელშიც ბერიკები დგამდნენ სპექტაკლებს თაობიდან თაობისთვის გადმოცემულ სიუჟეტზე დაყრდნობით.


ბერიკაობა გაზაფხულის დამდეგს იწყებოდა და მისი ხანგრძლივობა ყველიერის კვირას უკავშირდებოდა. მასში 40-დან 100-მდე ბერიკა მონაწილეობდა, მონაწილეები, მხოლოდ კაცები იყვნენ და ქალის როლსაც, ქალად გადაცმული მამაკაცი ასრულებდა.


ცხვრის, თხის და ხარის ტყავებში გამოწყობილი ბერიკები ნიღბებად ცხოველების რქებს, ფრინველების ფრთებს, ნახშირს, სიმინდს, გოგრას და სხვადასხვა პროდუქტებს იყენებდნენ. ბერიკების ტრადიციული ნიღბები - მეფის, კეკელას, მაჭანკალის, გლეხის, თავადის, ექიმის, მოსამართლის, თათრის, ასევე თხის, ტახის, დათვის და სხვა ცხოველების ნიღბები იყო. მთავარი ბერიკა, რომელსაც თამადას უწოდებდნენ წელზე ქამარს ატარებდა. ქამარი ძვლის ან ხის ფალოსით იყო გაფორმებული, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონდა.

კონკურსი ,,ჩემი ქალაქი,ჩემი სოფელი,ჩემი რაიონი"







თბილისის ზღვა დასასვენებელი,გასაკაჟებელი,სასიამოვნო და განსატვირთავი ადგილია თბილისელთათვის...............ღელავს ცხოვრება,მშვიდია ზღვა....და პირიქით,მშვიდია ცხოვრება, ღელავს ზღვა.......
თბილისის ზღვას წყალი მდინარეს იორიდან და მდინარე არაგვიან მიეწოდება. ის პირველი კატეგორიის წყალსაცავია, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის ნაწილი მარაგდება.