VIII ს.70-80-იანი წლები,
საქართველოს ეკლესიის წმინდანი,
მიჩნეულია თბილისის მფარველად.
ხსენების დღე _ 8/21 იანვარი.
აბო წარმოშობით იყო არაბი, მაჰმადიანური ოჯახიდან.მისი ოჯახი - დედ-მამა და და-
ძმები ცხოვრობდნენ ქალაქ ბაღდადში. აბო კარგად იყო დახელოვნებული ნელსაცხებლების
შემზადებაში, შესწავლილი ჰქონდა არაბული მწიგნობრობა.
775 წელს არაბთა ხალიფამ, მაჰდიმ, ტახტზე ასვლის შემდეგ გაათავისუფლა ბაღდადის ციხეში დამწყვდეული ნერსექართლის ერისთავი, რომელსაც ბრალად არაბების წინააღმდეგეობა ედებოდა. სამწლიანი ტყვეობიდან თავდახსნილი, თავისუფლებებში აღდგენილი ნერსე ერისთავი საქართველოსაკენ გაემგზავრა. მას თან გაჰყვა ბაღდადელი მენელსაცხებლე ჭაბუკიაბო, რომელიც იმ დროს 17-18 წლისა იქნებოდა.
ქართლში ჩამოსული აბო ნერსე ერისთავის კარზე დამკვიდრდა საცხოვრებლად და თავისი სათნოებით ყველასშეაყვარა თავი. მალე იგი უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად, კარგად შეისწავლა ქართული მწიგნობრობაც. აქვეგაეცნო აბო ქრისტეს მოძღვრებას და მთელი გულით შეიყვარა იესო. არაბმა ჭაბუკმა გულდასმით წაიკითხა წმინდა წერილი,რთულად გასაგები ადგილების გაგების მიზნით იგი შჯულის მეცნიერებთან დადიოდა საკითხავად. Aაბოს ძლიერ უნდოდა,მონათლულიყო ქრისტიანულ რჯულზე, მაგრამ ეშინოდა თავისი თანამოძმე არაბებისა.
არაბებთან ხელახალი დაპირისპირების გამო Nნერსე ერისთავი იძულებული გახდა
ხაზარეთში გახიზნულიყო.Mხაზარეთში ერისთავს თან გაჰყვა მრავალრიცხოვანი ამალა, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო არაბი აბო. ხაზარეთში ყოფნისა აბომ, რაკი არაბებისაგან შორს
დაიგულა თავი, აისრულა დიდი ხნის სურვილი და მოინათლა.
აბო თან გაჰყვა ხაზარეთიდან აფხაზეთში გადასულ ნესრე ერისთავს; შემდეგ კი,როდესაც ნერსე ერისთავს არაბებმა ქართლში დაბრუნების ნება დართეს, თბილისშიცგაჰყვა მას. გამგზავრების წინ აბოს თავად აფხაზეთის მთავარმა ურჩია აფხაზეთშიდარჩენა _ მთავარი შიშობდა, ქართლში დაბრუნების შემდეგ არაბებს არგადაებირებინათ თავის მხარეზე ახლადგაქრისტიანებული ჭაბუკი. აბომ არ მიიღომთავრის რჩევა, რადგან სურდა, ყველასათვის საცნაური გაეხადა მის სულშიდამკვიდრებული რწმენა; აღარ ერიდებოდა თავისი თანამოძმე არაბებისაც.
თბილისში დაბრუნებული აბო არ მალავდა თავის რწმენას და ყველას დასანახად
ქრისტიანული წესით ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში. მრავალჯერ შეეცადნენ აბოსთანამოძმე არაბები, ხელახლა მოექციათ მამაპაპეულ რჯულზე გაქრისტიანებული ჭაბუკი,მაგრამ ვერაფერს გახდნენ – აბოზე არ ჭრიდა არც ტკბილი ლაპარაკი, არც მუქარისსიტყვები თუ დაშინება.
არაბებმა აბო ამირასთან - ქართლის არაბ მმართველთან დააბეზღეს. Aამირამდააპატიმრა მამაპაპეული სარწმუნოების უარმყოფელი არაბი ჭაბუკი, მაგრამ საქმეშიჩაერია ნერსე ერისმთავრის დისწული, სტეფანოზ ქართლის ერისმთავარი და აბოგაათავისუფლეს.
ამ დროს არაბებმა ქართლში ახალი ამირა გამოაგზავნეს. ახლადდანიშნულ ამირასთან შევიდნენ აბოს დამბეზღებლებიდა მას გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკის სამაგალითო დასჯა მოსთხოვეს. ქრისტიანებმა აბო გააფრთხილეს მოსალოდნელიგანსაცდელის შესახებ, მიმალვა ურჩიეს, მაგრამ აბომ ყურად არ იღო მათი რჩევა – იგი მზად იყო, მოწამეობრივი სიკვდილიმიეღო ქრისტეს სახელით. აბო ახალ ამირასთან მიიყვანეს, ამირა გაესაუბრა ჭაბუკს, ურჩია, დაბრუნებოდა მამაპაპეულსარწმუნოებას და როცა წინააღმდეგობას წააწყდა აბოს მხრიდან, ბრძანა, ბორკილები დაედოთ ურჩისათვის და საპატიმროშიჩაეგდოთ.
საპატიმროში აბომ ცხრა დღე გაატარა. Aამ ხნის განმავლობაში მრავალმა ცრუ კეთილისმყოფელმა მოინახულაპატიმარი და ურჩია, დაჰყოლოდა ამირას ნებას, მაგრამ აბო არც კი უსმენდა მათ ლაპარაკს. ციხეში აბო ლოცულობდა,მარხულობდა, მატერიალურად ეხმარებოდა მასთან ერთად დაპატიმრებულ უპოვარ ხალხს. მეცხრე დღეს, როდესაც გათენდანათლიღების დღე, აბო ხელახლა მიიყვანეს ამირასთან. აბოსთან გასაუბრების დროს ამირა დარწმუნდა აბოს ურყევობაში დაბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის.
ამირას განაჩენი ჯალათმა სასახლის ეზოშივე აღასრულა. აბო მტკიცედ, გულუშიშრად შეეგება სიკვდილს. ეს მოხდა 786წლის 6 იანვარს.
არაბებს არ სურდათ, ქრისტიანებს დარჩენოდათ აბოს ცხედარი, ამიტომ მათ აბოს Aგვამი ქალაქგარეთ, მტკვრის კბოდეზემდებარე სასაფლაოზე წაიღეს და დაწვეს, ძვლები კი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
აბოს მოწამეობრივი სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ თბილისელი მოქალაქეები იმ ადგილისაკენ გაეშურნენ, სადაცარაბებმა აბოს გვამი დაწვეს. აქ მრავალი დავრდომილი და სნეული განიკურნა იმ დღეს; დაღამებისას კი, ყველამ იხილასასწაული ამ ადგილის ზემოთ დამდგარი, ცეცხლივით მოკაშკაშე ვარსკვლავის სახით. მეორე ღამეს უკვე მტკვრის წყალიგამოსცემდა სასწაულებრივ ნათელს, რომელიც ანათებდა ნაპირზე აღმართულ კლდესა და მდინარეზე გადებულ ხიდს.
აბოს სულიერ ღვაწლსა და მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება `წამებაÁწმიდისა და ნეტარისა ჰაბოÁსი~. ნაწარმოების ავტორია იოვანე საბანისძე, რომელიც თავის დროზე კარგად იცნობდა აბოს.
ნაწარმოები დაიწერა ქართლის კათალიკოსის, სამოელის დაკვეთით 786-790 წლებში.
ამ თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი X საუკუნით თარიღდება.
წმ. აბოს ეძღვნება სამი სვინაქსარული (მოკლე) რედაქცია მისი `ცხოვრებისა~ (XIV, XVII, XVIII სს.), აგრეთვე ანტონკათალიკოსის მიერ დაწერილი მეტაფრასული `ცხოვრება~ (1768-69 წწ.).
No comments:
Post a Comment