Tuesday, May 18, 2021


ეროვნული სამოსის დღე
(კონცეფცია)
საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული კერა, სასურველია, აღნიშნავდეს ეროვნული სამოსის დღეს. აღნიშნული პროექტი სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, იქნა შერჩეული ღონისძიების სახელი „ეროვნული სამოსის დღე“. გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ვინაიდან და რადგანაც, საქართველო ზრუნავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და თუ ჯგუფის ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებებს, მიგვაჩნია, რომ მოცემულ ღონიძიებაში ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეთ კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლება. ეს პასუხობს დემოკრატიულ პრინციპებს, იუნესკოს 1982 წლის დეკლარაციაში მოცემულ კულტურული განსაზღვრების საკითხებს, რომელიც მოიცავს ადამიანთა ცხოვრების წესებს, ღირებულებათა სისტემას, ტრადიციებს, ცხოვრების წესებს და ა.შ.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად მიღწეული ისტორიული ღირებულების ნებისმიერი ქმნილება, ეს იქნება მხატვრულ-ესთეტიკური, სოციალური თუ სხვა. პროექტის ფარგლებში, პოპულარიზაცია გაეწევა პირველ რიგში, ეროვნულ სამოსს, როგორც ისტორიულ ქმნილებას, რომლის თითოეულ განვითარების საფეხურს თან ახლავს ისტორიული მნიშვნელობა. ის გამოხატავს ერის ისტორიას და უშუალოდ საზოგადოების ფორმირების ისტორიას, დროთა მანძილზე. თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს, საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით, რომელშიც იკითხება უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები გარკვეული ეპოქის შესაბამისად. თუმცა ამ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი - სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ, პოპულარიზებული იქნას ის მოსახლეობაში და უმთავრესად ახალგაზრდებში. კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების სრულად წარმოსაჩენად კი საჭიროა მისი პოპულარიზაცია და მომავალი თაობების, ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდა, რაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დიდ როლს შეასრულებს.
გათვალისწინებით იმისა, რომ ხელოვნება სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსია, ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს ნებისმიერ მსურველს, რომელიც მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში, სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა პროექტში, თუ მათი შექმნილი ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში არ შეურაცხჰყოფს სხვა რომელიმე ადამიანს/ერს/რელიგიას და ა.შ.
ეროვნული სამოსის დღე, დროთა განმავლობაში, შესაძლოა გახდეს კულტურათაშორისი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი პულსი. ის ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და შესაბამისად გაზრდის დაინტერესებას ქვეყნის კულტურისადმი, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია კულთურათაშორისი დიალოგისთვის, არამარტო საერთაშორისო მასშტაბით, არამედ ქვეყნის შიგნით, ეთნიკურ ჯგუფებთანაც. ერთობლივი ძალებით ეს მიღწევადი პროცესია. კულტურათაშორისი დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულებისთვის და კულტურათა ურთიერთგამდიდრებისთვის, რასაც პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ნამდვილად პასუხობს.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზეც, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. რეგიონს მიეცემა საშუალება, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები და პოპულარიზაცია გაეწიოს რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებს, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში მოღავაწე ადამიანებს. გააქტიურდნენ ახალგაზრდები და მათშიც გაიზარდოს ინტერესი ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და აიმაღლონ/მიიღონ ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის საერთაშორისო განვითარებას. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ტარდება აღნიშნული დღე, ცხადჰყოფს, რომ იზრდება დაინტერესება ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი და ხელი ეწყობა მის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით, ასევე ინტერესდება უამრავი ტურისტი ამ დღით, თითოეული ტურისტი კი მეტად მომგებიანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
გამომდინარე აქედან, მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ გადაწყვეტილება ეროვნული სამოსის დღის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შევიდეს დამატება საქართველოს შრომის კოდექსის IV თავის მე-20 მუხლში, ამ დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ 18 მაისს. სტატისტიკური გამოთვლის თანახმად, აღნიშნული დღე დაახლოებით, 60 წლის მანძილზე 18-ჯერ მეორდებ შაბათს და კვირას, ასევე მიახლოებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, რომელიც 26 მაისს აღინიშნება და არცერთ სხვა უქმე დღეს არ ემთხვევა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული დღესასწაული შექმნის შესაფერის პატრიოტულ განწყობას/გარემოს.

 დღევანდელი დღე სხვათაგან გამოჩეული იმითაც იყო, რომ პანდემიით დაზაფრული გული გათბა და სიხარული გარეთ გამოიტანა.

ეროვნული სამოსის დღე ჩოხაახალუხიანმა ბიჭებმა დაგვიმშვენეს.ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ქართული სუფრის ტრადიციაც გაიხსენეს და ინსცენირებაც მოაწყვეს.გულით იხალისეს.მონატრებიათ გულღიად სიცილი...
გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს!
იცინეთ და იხალისეთ, ჩვენო მოსწავლეებო!

















 სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პანდემიისა, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. შექმნილი პროექტი „სათოფურიდან წინაპრები გვითვალთვალებენ“. პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო კაშია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ზრუნავს მომავალი თაობის ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე.

დღეს ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესასწაულმა გააერთიანა მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, თემის წარმომადგენლები... რეგულაციების დაცვით, მაგრამ პატრიოტული სულის კვეთებით აღვსილი ახალგაზრდები აღნიშნავენ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვაჟები დადიოდნენ და ულოცავდნენ თემს ჩვენი იდენტობის, კულტურის, ღირსებისა და მეობის აღმნიშვნელ დღეს. მათაც საოცრად უხდებოდათ ქართული სამოსი. სკოლის ეზოში გამოფენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი იწვევდა აღფრთოვანებას, ბედნიერებას, მადლიერებას დღევანდღელი დღის ორგანიზატორების მიმართ.






Monday, May 17, 2021

კულტურული მემკვიდრეობის კვირეული


                                          კვირეულის გეგმა:

17.05.21 - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის:

         ) ვიდეორგოლების ჩვენება   ) გაკვეთილების ჩატარება

18.05.21 -ფილმების ჩვენება -განხილვა კვირეულის განმავლობაში ეროვნული სამოსის დღის მილოცვა

18.05.21-ეროვნული სამოსის გამოფენა

18.05.21  -ნორჩი მხატვრების თვალით დანახული ქართული ეროვნული შესამოსელი

 19.05.21-პოდიუმი-წითელ ხალიჩაზე ეროვნული სამოსის წარდგენა

 19.05.21- კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის მოწყობდა და გამოფენა

20.05.21 -ნორჩი მხატვრების თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა

20.05.21 -მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნა- სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

20.05.21 -შეხვედრა-ვებინარი კართული ვიკიპედიის რედაქტორ ჯაბა ჯაბა ლაბაძესთან

21.05.21- ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი ლელა გაფრინდაშვილისაგან და შეხვედრა მხატვარ-კალიგრაფ ქალბატონ ლელა მესხთან

22.05.21 -საფეხმალო ტური თბილისის ზღვაზე: ხალხური ტრადიციული დღესასწაულის- ბერიკაობის იმიტაცია ყეენის მთაზე

22.05.21 -ზურაბ წერეთლის მონუმენტის- ,, საქართველოს მატიანედათვარიელება

24.05.21-შთაბეჭდილებების დღიური- კვირეულის ანალიზი

                                                 საპროექტო ჯგუფი