სკოლა: ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა.
ლიტერატურული წრე
,,სამოთხის გვრიტები”.
მოსწავლეები:გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი,ნინო ებრალიძე.
პედაგოგები:ნელი ჭელიძე,ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე.
2013
ექვთიმე თაყაიშვილის ფათერაკებით სავსე ცხოვრება
საქართველოს კუთვნილებაა,მისი ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელია.შეუძლებელია ჩამოთვალო
ყველა ის რეგალია,რაც მის სახელს უკავშირდება:პირველი ქართველი არქეოლოგი,მკვლევარი
ისტორიკოსი,ეთნოგრაფი,წყაროთმცოდნე,ნუმიზმატი,ფოლკლორისტი, განძეულის გუშაგი,....არ
დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელსაც სწავლულის ხელი არ შეხებია.
უამრავი
ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და
მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის
შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ
თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად
სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.
კვლევის მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი ღვაწლის წარმოჩენა
მე-20 საუკუნის დასაწყისში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი ადამიანისა ,ილია ჭავჭავაძესთან ერთად.
ილია ჭავჭავაძემ 1905 წელს შეადგინა პარტიის პირველი
პროგრამა,მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა.
იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევს დაეფუძნადა,არსებითად,საქართველოს
თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე გზა განაგრძო.ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილეა
ამ პოლიტიკური წიაღსვლებისა.
კვლევის დაწყებამდე ვესაუბრეთ
№ 32 საჰარო სკოლის პედაგოგს,ისტორიკოს ნელიჭელიძეს.ის გვესაუბრა ექვთიმეს ღვაწლსა
და დამსახურებაზე,გაგვიღვივა ინტერესი მომავალი კვლევისათვის.ისტორიკოსი,ქალბატონი ნელი ჭელიძე:,,ჩემთვის ექვთიმეს გზა არის ტანჯვის,ღირსებისა და კაცურკაცობის,უკვდავებისა
და სიმართლის გზა...გზა,რომლითაც უნდა იაროს მომავალმა თაობამ”.,,მართლაც საინტერესოა
ექვთიმე,როგორც პოლიტიკოსი.შეგიძლიათ ჩაატაროთ მინი-კვლევა ამ საკითხზე...”
ამის შემდეგ გეზი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისისაკენ ავიღეთ.21 თებერვალი იყო,ექვთიმეს გარდაცვალების
დღე.ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა.ჩვენც გავთამამდით და რესპონდენტის კეთილგანწყობით
ვისარგებლეთ.ბევრი რამ გავიგეთ და მასალებიც მოვიპოვეთ.ჩვენი კვლევაც,ფაქტობრივად,მათ
მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ავაგეთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის
სათავეებთან ორი უდიდესი წმინდანი დგას:წმინდა ილია მართალი და წმინდა ევთიმე ღვთისკაცი.ილია მივიდა იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური
პარტიის დაარსება და 1905 წელს იგი ეროვნილ-დემოკრატიულ
პარტიას აარსებს.მას აზრად აქვს ამ პარტიის მხრებზე გადმოასვენოს ის ტვირთი,რომელსაც
საქართველო ერქვა და რომელიც მან მთელი ორმოცდაათი წელიწადი მარტოდმარტო ზიდა და ატარა,როგორც
ერის ბელადმა.”
შეიქმნა ქართული დემოკრატიული პარტია,ამასთან საქართველოს
ავტონომიის მოთხოვნა წამოყენებულია,როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი.არჩეულია
პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომელშიც შევიდნენ ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
ექვთიმე ამბობს:,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს
საქართველოში მას აქეთ,რაც საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად
პროტექტორატისა და დაცვისა,მოახდინა ანექსია საქართველოსი.”
,ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია,ის ყველას მტერია
და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას
ძირს უთხრის,უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
ამ პარტის რიგებში თავი მოიყარეს ინტელიგენცის წარმომადგენლებმა.ნიკო
ნიკოლაძე,უკანასკნელი სამოციანელი,იყო პარტიის უხუცესი წევრი.ექვთიმე ამ დროს 54 წლის
გახდათ.მას გავლილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სკოლაც,პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1887
წლიდან სამშობლოში დაბრუნებული სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იწყებს,მაგრამ
ავლებს რა თვალს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას,ილიას გვერდით დგება და უერთდება მის
თანამებრძოლთა წრეს.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს
ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი
ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს
ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს
ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი
ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს
ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
ნიშანდობლივია,რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ამშვენებს
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს,რომლითაც საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და
რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან აღდგა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული
რესპუბლიკის სახით.
1919 წ.თებერვალი-საქართველოს
დამფუძნებელი კრების არჩევნები.ამ არჩევნებზე ედპ-მ 8 მანდატი მიღო,ერთი მანდატი ექვთიმეს
ერგო.მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ და
პრეზიდიუმის წევრად.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვლავ დატოვეს ამ თანამდებობაზე.იყო აგრეთვე განათლებისა
და ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი.მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო
კომისია.რა თქმა უნდა,თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ,ამ საქმეში დიდი გამოცდილების
გამო.
სამწუხაროდ,საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა.1921 წლის თებერვალში საბჭოთა
რუსეთის ჯარის ნაწილებმა დამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ექვთიმე თაყაიშვილი
ეროვნული განძეულის მცველად და საპატრონოდ საფრანგეთში გაემგზავრა.ლევილის მამულში
დაიდეს ბინა ემიგრანტებმა.ეროვნულ-დემოკრატები მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას
,პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,რომელიც ფრაქციათა
წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა.ექვთიმე თაყაიშვილი კვლავ
მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს
ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა
საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში,
მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა
ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა:
ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები,
ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება,
თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე.ეს მკაფიოდ
გამოჩნდა 1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე,რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში
აჯანყების საკითხი.ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე.1924 წელს
მაინც მოხდა აჯანყება,მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ რეპრესიებს
მიმართა.,,ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!-”ასე აფრთხილებდა ექვთიმე საზოგადოებას.
ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა პარიზში ჩატარებულ
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე,რომელზედაც მომავალი კონფერენციის
დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები შეიმუშავეს(1921წ.18 დეკემბერი).
ექვთიმე კონფერენციის დელეგატია,მოხდა
ინტერპარტიული შეთანხმება,რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული გამოსვლისათვის
ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.პოლიტიკურმა ემიგრაციამ კარგად
იცოდა,რომ გადამწყვეტი სიტყვა თავად ხალხს უნდა ეთქვა(1922წ.თებერვალ-მარტი).
ექვთიმე დღესაც
ამხნევებს ქართველ ერს:ერი არ შეიძლება შედრკეს,ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს(1922წ.26 მაისი).
,,ერი ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს,მისი გუშაგი
უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდის!
”მთაწმინდის მიწამ ჩაიკრა გულში ერის საამაყო შვილი,განძის
მცველი და თავად უდიდესი სიმდიდრე და განძი,სინდისი და ნამუსი,ღირსება და პატიოსნება,სიმართლე
და უბრალოება, სიწმინდე და სათნოება-წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.
No comments:
Post a Comment