უცნაური სახელი აქვს-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას..........არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........
ყეენობა და ბერიკაობა ისეთი ქართული ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის ერთად მოიხსენება. ყეენობა ბერიკაობის საფუძველზე ჩამოყალიბებული დღესასწაულია. ისინი განაყოფიერების და მიწათმოქმედების კულტის სადიდებლად იმართებოდა. თუმცა, ბერიკაობა ხალხური სანახაობიდან დროთა განმავლობაში ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრად ჩამოყალიბდა, რომელშიც ბერიკები დგამდნენ სპექტაკლებს თაობიდან თაობისთვის გადმოცემულ სიუჟეტზე დაყრდნობით.
ბერიკაობა გაზაფხულის დამდეგს იწყებოდა და მისი ხანგრძლივობა ყველიერის კვირას უკავშირდებოდა. მასში 40-დან 100-მდე ბერიკა მონაწილეობდა, მონაწილეები, მხოლოდ კაცები იყვნენ და ქალის როლსაც, ქალად გადაცმული მამაკაცი ასრულებდა.
ცხვრის, თხის და ხარის ტყავებში გამოწყობილი ბერიკები ნიღბებად ცხოველების რქებს, ფრინველების ფრთებს, ნახშირს, სიმინდს, გოგრას და სხვადასხვა პროდუქტებს იყენებდნენ. ბერიკების ტრადიციული ნიღბები - მეფის, კეკელას, მაჭანკალის, გლეხის, თავადის, ექიმის, მოსამართლის, თათრის, ასევე თხის, ტახის, დათვის და სხვა ცხოველების ნიღბები იყო. მთავარი ბერიკა, რომელსაც თამადას უწოდებდნენ წელზე ქამარს ატარებდა. ქამარი ძვლის ან ხის ფალოსით იყო გაფორმებული, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონდა.
No comments:
Post a Comment