Friday, November 14, 2014

გუდამაყრის დღე! გიწვევთ სამებაში!





მეგობრებო, შაბათს, 15 ნოემბერს, 15.00 საათზე, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში უკვე მეხუთედ ტარდება ტრადიციული "გუდამაყრის დღე",რომელშიც მონაწილეობის მიღება და დასწრება ყველას შეგიძლიათ. ამ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ გუდამაყრის ხეობაზე არსებულ ერთადერთი სკოლის 12 მოსწავლეს. ეს 12 ბავშვია მთელი გუდამაყრის სიმდიდრე. ჩამოვლენ,თავიანთ მასწავლებლებთან ერთად, წარმოგიდგენენ თავიანთივე მომზადებულ მხატვრულ პროგრამას,ჩვენც ჩვენისმხრივ აქ დავუმატებთ ლაზათიან ნომრებს, დავხვდებით იმით,რითაც შევძლებთ:შეგიძლიათ ეს იყოს ფულადი შეწიტრულობა, წიგნები, სასკოლო ნივთები, ნუგბარი თუ ნებისმიერი რამ,რასაც ჩათვლით საჭიროდ. შეგიძლიათ, ხელცარიელიც მოხვიდეთ და უბრალოდ დახვდეთ მათ. ყველა ვინც გუდამაყრის ხეობიდანაა წარმოშობით, ისინიც აქ გვეყოლებიან :ტარიელ ხარხელაურის თამადობით, სტუმრად გვეყოლება მანანა ჩიტიშვილიც, კარგი მომღერლებიც გაგვილამაზებენ საღამოს. გავიხსენებთ გოდერძი ჩოხელს,მამუკა წიკლაურს. მობრძანდით, ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივაზე ვისაუბრებთ იქ. საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია ადამ ბექაური. "გუდამაყრის დღის" დაარსების იდეაც მას ეკუთვნის და მადლობა ადამს ამისათვის! აბა, დაუდექით გვერდში გუდამაყრელ ბავშვებს და მასწავლებლებს! გავახაროთ ისინი და გავიხაროთ ჩვენც!

აი,ამ დღის ამსახველი ფოტოები:


















































No comments:

Post a Comment