ჩვენი უბანი
სან-ზონის ადგილმდებარეობა
სან-ზონა მდებარეობს თბილისის ნაძალადევის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაძალადევსა და თემქას შორის, იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო “სარაჯიშვილთან”. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილო განედის 41 გრადუსი და 45 მინუტი, აღმოსავლეთ გრძედის 44 გრადუსი და 47 მინუტი. სან-ზონის ჩრდ. აღმოსავლეთით მდებარეობს თბილისის ზღვა, რომელიც წარმოადგენს ხელოვნურ წყალსაცავბს. მიდი თავდაპირველი დანიშნულება იყო სარწყავი და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამჟამად იგი ზაფხულის პერიოდში თბილისელთა დასასვენებელი ადგილია თავისის მწვანე საფარით.
უბანი, სადაც ახლა მეტრო “ღრმაღელე”, ბაზარი და ჩვენი სკოლაა (#32 საჯარო, ყოფილი მესამე გიმნაზია) ადრე დამშვენებული ყოფილა ხეხილის ბაღებით, რომელთაც საუკეთესო მებაღეები უვლიდნენ. აქვე ყოფილა წყალსადენიც, რომლის უსაფრთხოებას სამხედროები იცავდნენ, დაუსახლებელი ადგილები, კერძოდ, ამჟამინდელი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იყო ექთნებისა და სანიტრების საწვრთნელ ზონად, აქ წვრთნიდნენ და ავარჯიშებდნენ ადამიანებს, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში დახმარება უნდა აღმოეჩინათ ომში დაჭრილი მეომრებისათვის. ეს ადგილი გამოცხადებული იყო სანიტარულ ზონად, სახელის შესაბამისი შეირჩა და ეწოდა “სან-ზონა”მ პირველი საერთო საცხოვრებელი აქ აშენდა გასული საუკუნის 40-50-იან წლებში “პლატონას დუქანთან” მაღაზიის ტიპის სავაჭრო სახლთან (დუქანთან). მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და უბანმა სახე იცვალა, ამ ადგილს დღესაც “პლატონას დუქანი” ჰქვია. სან-ზონის განაშენიანება, ხეების გაკაფვა თანამედროვე ცხოვრების ტიპს გამოუწვევია,, დაწყებულა ბინათმშენებლობა, რასაც მოჰყოლია გზების გაყვანა, ტრანსპორტის, ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელი ობიექტების და კულტურული ობიექტების სიმრავლე, ამჟამად სან-ზონის მოსახლეობა 8300-მდე აღწევს, მათ შორის ზრდასრულია 4000-მდე მოსახლე, 3500-მდე სკოლის მოსწავლე, ხოლო სკოლამდელი ასაკისაა 800-მდე.
სან-ზონის რელიეფი, ჰავა, ბუნებრივი რესურსები, ფლორა და ფაუნა
სან-ზონა ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით,, მკაცრი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით აგრომეტეოლოგიური სადგურის მონაცემებით, სან-ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 130 C, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურაა 0,90C. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ტოლია 560 მმ, ნალექების მაქსიმუმი მოდის მაის-ივნისში, თოვლის საფარი არამდგრადია, თოვლიან დღეთა რიცხვი უმნიშვნელოა და შეადგენს 10-12 დღეს.
ჰაერის საშუალო წლიური ტენიანობა 66%-ია, ზონაში გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთის ქარები, რომელთა საშუალო წლიური სიჩქარე ტოლია 2,5 მ/წმ.
სან-ზონის აღმოსავლეთით მდებარე თბილისის ზღვაში ხელოვნურად მოშენებულია სხვადასხვა სახეობის თევზი, კერძოდ, კალმახი, სარკისებრი კორბი, შავწარბა, მტკვრის ციმორი, კავკასიის ღორჯო, გველანა, ხრამული, მურწა და იორს გამოყოლილი თევზები.
ლეგენდადაა ქცეული სან-ზონის ბუნება, ვიდრე აქ საცხოვრებელი კომპლექსები აშენდებოდა იგი ითვლებოდა თბილისის გარეუბნად, რომელიც ხეხილის ბაღებით იყო დამშვენებული. აქაური მებაღეები თავს იწონებდნენ საუცხოო ჯიშის ვაშლის,, მსხლის, ბლის, ალუბლისა და ატმის ხეებით, ამჟამადაც სან-ზონის მწვანე საფარი, ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია, აქ იზზრდება და კარგად ხარობს : ჭადრის, ალვის, ცაცხვის, ფიჭვის, ნაძვის, ტყემმლის, ჭერმის, ბლისა და ალუბლის ხეები, დასასვენებლად ბაღებში, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში გვხვდება წაბლის, კოპიტის, აკაციის თხილის, კაკლის,, ლეღვის, კკომშის ხეები, ბროწეულის ბუჩქები, მარადმწვანე დაფნის, წყავი,ს პალმის ხეები და ლამაზი ყვავილებით მორთული ბაღები. საოცარ სურნელს აფრქვევენ ცოდნის კერებისა და სხვადასხვა კულტურული დაწესებულების (თეატრი, კინო) ეზოებში მთელ სიგრძეზე გადაჭიმული ადესის ხეივნები. განსაკუთრებული ხიბლი და სურნელი აქვთ მათ სექტემბრის მეორე ნახევარში, გიშერ-ზურმუხტის ფერია მწვანე ფოთლებში ჩამალული მტევნები.
ალვისა და ფიჭვის ხეებზე ხშირად შეიძლება დაინახოთ კუდბუთქუნა ნაცრისფერი და ყავისფერი ციყვები, მრავლადაა ნაირნაირი ფრინველი: მტრედი, ჩხიკვი, კოდალა, ბეღურა მერცხალი, ყვავი. თუ ყურადღებით იქნებით ბუჩქებში შენიშნავთ ჭაყელებს, ჭიანჭველებს, მინდვრის თაგვებსა და ვირთხებს, ქვიან ადგილებში შეხვდებით რუხ და მწვანე ხვლიკებს და ღამით ბუს ხმაც დაარღვევს მყუდროებას.
თბილისის ზღვა
თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.
წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.
ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.
სან-ზონის კულტურული ძეგლები
ჩვენი სკოლის გვერდით, ჩარგლის ქ. N34 მდებარეობს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ბელაშვილი.) ტაძრის მშენებლობა 2000 წელს დაიწყო და 2008 წლის 16 ოქტომბერს დასრულდა. ტაძრის გახსნაზე ბრძანდებოდა უწმინდეს და უნეტარესი ილია II.
მეტრო “ღრმაღელე”
გაიხსნა 1985 წლის 28 ნოემბერს, ადგილი, სადაც ახლა მეტრო ღრმაღელეა ადრე დაბლობი, მეტად ჩავარდნილი, ტალახიანი “ლენჭყობი” ჭაობიანი ღელე ყოფილა. ეს ადგილი უნდა გაევლოთ მეურმეებს, რომელთაც პროდუქტით დატვირთული ურმები მოჰყავდათ ქალაქის ძველ ბაზრებში.. ურმები ჭაობში ეფლობოდნენ და მეურმეებს ძალიან უჭირდათ საფლობიდან მათი გამოყვანა, ამიტომ იძულებული ხდებოდნენ ერთმანეთს დალოდებოდნენ, რომ ურთიერთს დახმარებოდნენ და ეს ადგილები უსაფრთხოდ გაევლოთ, სახელი “ღრმაღელე” ამ ადგილს დღემდე შემორჩა, მოსაცდელ დარბაზში კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებებია.
სან-ზონის მთავარ გამზირს ადრე ავჭალის გზატკეცილს უწოდებდნენ, მე-20 საუკუნის ბოლო წლებში ამ გზას დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დავით გურამიშვილის სახელი ეწოდა. გურამიშვილის გამზირი სან-ზონას აკავშირებს ავჭალასთან, დიდ დიღომთან, დიდუბესა და ვაგზლის მოედანთან.
ჩვენ უბანში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა ამჟამინდელი მე-4 კლინიკური (ყოფილი მე-8) საავადმყოფო, რომელიც 1963 წელს გაიხსნა.
თეატრი “სახიობა”
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი – მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე და ა.შ.უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას ადასტურებს ქართული ხალხური პოეზია და მხატვრული ლიტერატურა. ქართული თეატრის ფესვები ძალზე შორეულია და მისი საწყისები დაკავშირებულია მოსავლის აღების რიტუალურ დღესასწაულებთან. ძვ. წ. აღ. VI-III სს-ში კოლხეთის სამეფოში, ქუთაისის მახლობლად, აშენებული იყო არენა1, სადაც ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები და სხვა სანახაობები. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუში2 იყო თეატრის შენობა და იპოდრომი3. ქართლში კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეშიც (ძვ. წ. აღ. III-II სს) ყოფილა სცენა, მუსიკოსთათვის განკუთვნილი ადგილი და მაყურებელთა დარბაზი.
ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის თეატრალური ნიღაბი, რომლის ერთი მხარე სიცილის გამომხატველია, მეორე კი – სერიოზული გამომეტყველებისა. ნიღბების მსგავსება ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ნიღბებთან მოწმობს, რომ საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობათა კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენ „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“. ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი – ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენ „სპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ შუა საუკუნეებში გაჩნდა სახალხო თეატრიც, რომელსაც „სახიობა“ ეწოდებოდა. თეატრში მაყურებელს სთავაზობდნენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს, პატრიოტულ სცენებს. ამ თეატრის მსახიობები მოცეკვავეები და მომღერლებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ ნიღბებს. სახიობის თეატრს სათავეში ედგა დავით მაჩაბელი, ამავე დასში იყო საიათნოვაც. XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6. XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა. ქართული თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასი. ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილები იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, ოჯახური წარმოდგენები, შეკრება-საღამოები. ლიტერატურულ სალონთა შორის ცნობილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის, მამია გურიელის, მელიტონ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონები. ნიადაგი მუდმივმოქმედი თეატრალური დასისათვის უკვე შემზადებული იყო. ამ დროისათვის არსებობდა ოცზე მეტი, როგორც ქართული, ისე ნათარგმნი პიესა. 1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული. გიორგის ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვს წელს იარსება, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში.
ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
ძველ ქართულ სანახაობებს შორის მკაფიო თეატრალობით გამოირჩევა ნიღბოსანთა იმპროვიზებული თეატრი – ბერიკაობა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულის – ყველიერის დროს იმართებოდა. არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა – ყეენობა, რომელიც მასობრივ სახალხო-საკარნავალო დღესასწაულს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა თეატრალური ხელოვნების კიდევ ერთი სახეობა – სახალხო თეატრი «სახიობა» (მითოლოგიური და სამიჯნურო-ყოფითი სიუჟეტებით). XVII ს-დან თბილისსა და თელავში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი. XVIII სს-ის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სამეფო კარზე შეიქმნა საერო თეატრი (ხელმძღვანელობდა გიორგი ავალიშვილი). განსაკუთრებული მოვლენა ქართული თეატრის ისტორიაში იყო 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ ქართული პროფესიული თეატრის დაარსება. პირველი წარმოდგენის დღე 14 იანვარი (გიორგი ერისთავის კომედია «გაყრა») ქართული თეატრის დღედ დაწესდა. ქართულმა თეატრმა ძიების, აღმავლობის, მიღწევების რთული და საინტერესო გზა განვლო. უნიჭიერესი რეჟისორებისა და მსახიობების (კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე და მრავალი სხვ.) ძალისხმევით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში.
სან-ზონის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
დიდი ხანი არ არის რაც გურამიშვილის გამზირმა სახე იცვალა. გამოიცვალა ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ფართო და ლამაზმა მოასფალტებულმა გზამ გაამშვენიერა და გაალამაზა ჩვენი უბანი, მოძრაობა ცალმხრივი გახდა, შუა ნაწილში ლამპიონები ჩაამწკრივეს და ამზადებენ გაზონებისთვის, კეთილმოეწყო ზოგიერთი ქუჩაც. დაიგო ასფალტი ქსნის, ჩარგლის, ვარდისუბნის, არგოს, მუხრანის ქუჩებზე. იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუიოლდეთ მმეტროს შენობაშივე გაიხსნა საბანკო ფილიალები, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადახდა, შეკეთდა და გაახლდა მეტროს სამგზავრო ვაგონებიც, მეტრო ღრმაღელესთან შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი “ახალი ღრმაღელე”, რომელსაც აშენებს კომპანია “სასკო”. გალამაზდა და კეთილმოეწყო დასასვენებელი ბაღები, სპორტული მოედნები,, სადაც უამრავი მოზარდი ეუფლება სპორტის სხვადასხვა სახეობას, ხშირად ტარდება რაიონული სასკოლო შეჯიბრებები. გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე უმსხვილესი ბანკების ფილიალებია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობას ადგილზევე მიიღონ საბანკო მომსახურება.
ხალხური რეწვა
სან-ზონა თბილისის შედარებით ადრინდელი ეგრეთწოდებული “მუშათა უბანია”, რომლის ჩამოყალიბება სამრწეველო საწარმოების შექმნის პარალელურად, განსაკუთრებით ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. აქ აღსანიშნავია ქალაქ თბილისის საწარმოო გაერთიანება “ელმავალმშენებელი”, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ელეტროტექნიკური საწარმოთა გაერთიანებაა, ის 1975 წელს შეიქმნა, მასში შედის ელმავალმშენებელი ქარხანაა “თემქა თბილისისა” და “ახალციხის ქარხნები” – ელექტრო ძრავა და სპეციალური საპროექტო საკონსტრუქტორო ბიურო.
No comments:
Post a Comment