Tuesday, June 8, 2021
32-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება არჩევითი საგანი ,,ფოლკლორი და მითოლოგია.“ ,,ბერიკაობით“ დაინტერესებული მოსწავლეები გაერთიანდნენ და თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს, თავად დაამზადეს ნიღბები,სამოსი და იმპროვიზებულად წარმოადგინეს ის, რასაც წინაპრები დიდი გულმოდგინებით ატარებდნენ ხოლმე.პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სამაგიეროდ ინფორმირებულები არიან ამ სახალხო დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ.
Sunday, June 6, 2021
Saturday, June 5, 2021
ქართული ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე N 32 საჯარო სკოლაში
სპმთპ-ის დანიურ-ქართული თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ექსპერტ-მასწავლებლები, ლიკა ჩხაიძე და ჯაბა ლაბაძე განაგრძობენ სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
2021 წლის 4 ივნისს, ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლას, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, ლიკა ჩხაიძისა და ასმათ ჭარელიძის ორგანიზებით, ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბების დამფუძნებელი, სურამის N:2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ჯაბა ლაბაძე სტუმრობდა.
სტუმრობამდე, ჯაბა ლაბაძემ N:32 სკოლის საპროექტო ჯგუფის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჩაუტარა ვებინარი თემაზე ,,ქართული ვიკიპედია და კულტურული მემკვიდრეობა”. მან შესთავაზე ვიკი-კლუბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მათი სკოლის საპროექტო ჯგუფის წევრი მოსწავლეების ჩართულობით.
ქ. თბილისის N:32 სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ახორციელებს პროექტს ,,კულტურული მემკვიდრეობა”. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჯაბა ლაბაძის პრაქტიკული და თეორიული კურსის დახმარებით, ამავე სკოლის 17 მოსწავლე ვიკი-კლუბის ფორატში იმუშავებს მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მასალების ვიკიპედიაში განთავსებაზე.
ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქვამენ შთაბეჭდილებებს, რაც მიიღეს, ჯაბა ლაბაძის პროდუქტიული გაკვეთილის ჩატარებით, მოსწავლეები, აგრეთვე მადლიერებას გამოხატავენ მათი სკოლის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმართ მხარდაჭერისა და მოსწავლეებზე ზრუნვისთვის..
სპმთპ-ის პროექტი ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” დანიური პროფკავშირული ორგანიზაციის მხარდაჭერით 2017 წლიდან ხორციელდება.
პროექტის ამოცანაა სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მექანიზმების დისემინაცია, სკოლებს შორის პარტნირობის განვითარება, 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და მიდგოების დანერგვა, სკანდინავიური საგანმანათლო სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა ქართულ სინამდვილეში.
პროექტში ამ დრომდე ჩართულია 100-ზე მეტი სკოლის მასწავლებელი. მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ მასწავლებელს, ვინც გლობალური პანდემიის პირობებშიც განაგრძობენ საუკეთესოდ ადაპტირებული დანიური პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას.
7თქვენ, Mariam Asanidze, Nika Shitikovi და 4 სხვა
6 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება
Thursday, May 20, 2021
Wednesday, May 19, 2021
Tuesday, May 18, 2021
(კონცეფცია)
საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული კერა, სასურველია, აღნიშნავდეს ეროვნული სამოსის დღეს. აღნიშნული პროექტი სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, იქნა შერჩეული ღონისძიების სახელი „ეროვნული სამოსის დღე“. გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ვინაიდან და რადგანაც, საქართველო ზრუნავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და თუ ჯგუფის ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებებს, მიგვაჩნია, რომ მოცემულ ღონიძიებაში ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეთ კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლება. ეს პასუხობს დემოკრატიულ პრინციპებს, იუნესკოს 1982 წლის დეკლარაციაში მოცემულ კულტურული განსაზღვრების საკითხებს, რომელიც მოიცავს ადამიანთა ცხოვრების წესებს, ღირებულებათა სისტემას, ტრადიციებს, ცხოვრების წესებს და ა.შ.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად მიღწეული ისტორიული ღირებულების ნებისმიერი ქმნილება, ეს იქნება მხატვრულ-ესთეტიკური, სოციალური თუ სხვა. პროექტის ფარგლებში, პოპულარიზაცია გაეწევა პირველ რიგში, ეროვნულ სამოსს, როგორც ისტორიულ ქმნილებას, რომლის თითოეულ განვითარების საფეხურს თან ახლავს ისტორიული მნიშვნელობა. ის გამოხატავს ერის ისტორიას და უშუალოდ საზოგადოების ფორმირების ისტორიას, დროთა მანძილზე. თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს, საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით, რომელშიც იკითხება უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები გარკვეული ეპოქის შესაბამისად. თუმცა ამ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი - სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ, პოპულარიზებული იქნას ის მოსახლეობაში და უმთავრესად ახალგაზრდებში. კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების სრულად წარმოსაჩენად კი საჭიროა მისი პოპულარიზაცია და მომავალი თაობების, ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდა, რაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დიდ როლს შეასრულებს.
გათვალისწინებით იმისა, რომ ხელოვნება სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსია, ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს ნებისმიერ მსურველს, რომელიც მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში, სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა პროექტში, თუ მათი შექმნილი ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში არ შეურაცხჰყოფს სხვა რომელიმე ადამიანს/ერს/რელიგიას და ა.შ.
ეროვნული სამოსის დღე, დროთა განმავლობაში, შესაძლოა გახდეს კულტურათაშორისი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი პულსი. ის ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და შესაბამისად გაზრდის დაინტერესებას ქვეყნის კულტურისადმი, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია კულთურათაშორისი დიალოგისთვის, არამარტო საერთაშორისო მასშტაბით, არამედ ქვეყნის შიგნით, ეთნიკურ ჯგუფებთანაც. ერთობლივი ძალებით ეს მიღწევადი პროცესია. კულტურათაშორისი დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულებისთვის და კულტურათა ურთიერთგამდიდრებისთვის, რასაც პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ნამდვილად პასუხობს.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზეც, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. რეგიონს მიეცემა საშუალება, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები და პოპულარიზაცია გაეწიოს რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებს, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში მოღავაწე ადამიანებს. გააქტიურდნენ ახალგაზრდები და მათშიც გაიზარდოს ინტერესი ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და აიმაღლონ/მიიღონ ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის საერთაშორისო განვითარებას. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ტარდება აღნიშნული დღე, ცხადჰყოფს, რომ იზრდება დაინტერესება ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი და ხელი ეწყობა მის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით, ასევე ინტერესდება უამრავი ტურისტი ამ დღით, თითოეული ტურისტი კი მეტად მომგებიანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
გამომდინარე აქედან, მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ გადაწყვეტილება ეროვნული სამოსის დღის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შევიდეს დამატება საქართველოს შრომის კოდექსის IV თავის მე-20 მუხლში, ამ დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ 18 მაისს. სტატისტიკური გამოთვლის თანახმად, აღნიშნული დღე დაახლოებით, 60 წლის მანძილზე 18-ჯერ მეორდებ შაბათს და კვირას, ასევე მიახლოებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, რომელიც 26 მაისს აღინიშნება და არცერთ სხვა უქმე დღეს არ ემთხვევა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული დღესასწაული შექმნის შესაფერის პატრიოტულ განწყობას/გარემოს.
დღევანდელი დღე სხვათაგან გამოჩეული იმითაც იყო, რომ პანდემიით დაზაფრული გული გათბა და სიხარული გარეთ გამოიტანა.
ეროვნული სამოსის დღე ჩოხაახალუხიანმა ბიჭებმა დაგვიმშვენეს.ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ქართული სუფრის ტრადიციაც გაიხსენეს და ინსცენირებაც მოაწყვეს.გულით იხალისეს.მონატრებიათ გულღიად სიცილი...
გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს!
იცინეთ და იხალისეთ, ჩვენო მოსწავლეებო!
Subscribe to:
Posts (Atom)
-
დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია.... აკაკის ნაკვესები მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საი...
-
ქსანზე რომ. .. შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს, ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე, ჩემს...