Saturday, June 5, 2021

ქართული ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე N 32 საჯარო სკოლაში

 

🟢სპმთპ-ის დანიურ-ქართული თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ექსპერტ-მასწავლებლები, ლიკა ჩხაიძე და ჯაბა ლაბაძე განაგრძობენ სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. 🟢
🟢2021 წლის 4 ივნისს, ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლას, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, ლიკა ჩხაიძისა და ასმათ ჭარელიძის ორგანიზებით, ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბების დამფუძნებელი, სურამის N:2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ჯაბა ლაბაძე სტუმრობდა.
🟢სტუმრობამდე, ჯაბა ლაბაძემ N:32 სკოლის საპროექტო ჯგუფის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჩაუტარა ვებინარი თემაზე ,,ქართული ვიკიპედია და კულტურული მემკვიდრეობა”. მან შესთავაზე ვიკი-კლუბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მათი სკოლის საპროექტო ჯგუფის წევრი მოსწავლეების ჩართულობით.
🟢ქ. თბილისის N:32 სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ახორციელებს პროექტს ,,კულტურული მემკვიდრეობა”. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჯაბა ლაბაძის პრაქტიკული და თეორიული კურსის დახმარებით, ამავე სკოლის 17 მოსწავლე ვიკი-კლუბის ფორატში იმუშავებს მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მასალების ვიკიპედიაში განთავსებაზე.
ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქვამენ შთაბეჭდილებებს, რაც მიიღეს, ჯაბა ლაბაძის პროდუქტიული გაკვეთილის ჩატარებით, მოსწავლეები, აგრეთვე მადლიერებას გამოხატავენ მათი სკოლის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმართ მხარდაჭერისა და მოსწავლეებზე ზრუნვისთვის..
🟢სპმთპ-ის პროექტი ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” დანიური პროფკავშირული ორგანიზაციის მხარდაჭერით 2017 წლიდან ხორციელდება.
🟢პროექტის ამოცანაა სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მექანიზმების დისემინაცია, სკოლებს შორის პარტნირობის განვითარება, 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და მიდგოების დანერგვა, სკანდინავიური საგანმანათლო სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა ქართულ სინამდვილეში.
🟢პროექტში ამ დრომდე ჩართულია 100-ზე მეტი სკოლის მასწავლებელი. მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ მასწავლებელს, ვინც გლობალური პანდემიის პირობებშიც განაგრძობენ საუკეთესოდ ადაპტირებული დანიური პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას.
May be an image of 7 ადამიანი, ხალხი დგას, ხალხი ზის და შიგნით
თქვენ, Mariam Asanidze, Nika Shitikovi და 4 სხვა
6 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment