Friday, April 30, 2021





 

Tamila Mesxi
 არის 
Lika Chxaidze
-თან.

რჩეულები 9h 
"გულით უფრო ქართველი ვარ ვიდრე გერმანელიო"
ეს სიტყვები 32-ე სკოლის მოსწავლეთათვის ცნობილ სტუმარს, აწ მეგობარს , ქართველოლოგ სებასტიან მინკნერს ეკუთვნის .
ნამდვილად, ენით აუღწერელიი შეგრძნებაა ამის მოსმენა ...
ქართველები ვსტუმრობთ ქვეყნებს , ვიძენთ მეგობრებს ,მაგრამ არასოდროს გაგვიგია ევროპელისგან - მე ქართველობა მინდა !!!
ამჯერად
საოცარია გაეცნო გერმანულ- ქართულ კულტურას ახსნილს მშობლიურ ენაზე გერმანელისგან.
მადლობა, დიდი სიყვარულისთვის ბატონ სებასტიანს .🙏
მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს.განსაკუთრებული მადლობა - უსათუთეს ადამიანს ლიკა ჩხაიძეს 💚

Wednesday, April 28, 2021

 

Elene Arsenadze
 არის 
ასმათ ჭარელიძე
-თან და 4 others ერთად.

29 წთ 
მე და ჩემი მეგობრები, N32 საჯარო სკოლის, საპროექტო ჯგუფის წევრები, ვაგრძელებთ საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ვგეგმავთ მათთან გასაუბრებას. ძიების შედეგად აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კავკასიოლოგი,
Sebastian Minkner
-ი.ის წარმოშობით გერმანიიდნაა, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბატონი სებასტიანი საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და ამის შემდეგ დიდი სიყვარული აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. მან საუბრისას თქვა: ,,გულით უფრო ქართველი ვარ, ვიდრე გერმანელიო'' და ამ სიტყვებით ჩვენი გული მოინადირა. ბატონმა სებასტიანმა საინტერესოდ გადმოგვცა ისტორია ასურეთის შესახებ , გვიამბო იმ გერმანელებზე, რომლებიც 1817-1818 წლებში, რელიგიური და პოლიტიკური მიზნების გამო, ჩამოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. ასევე გაგვაცნო ასურეთის არქიტექტურა და გავიგეთ, რომ იქ სახლები გერმანული სტილით იყო აშენებული.
ბატონ სებასტიანტან შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. ვებინარში ჩაერთნენ მშობლები, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის პედაგოგები, მოსწავლეები. პედაგოგმა ლუიზა ყურაშვილმა გაიხსენა აფხაზეთი, კერძოდ, ახალდაბა, რომელიც არქიტექტორული სტილით მსგავსია ასურეთისა. დავსვით კითხვები და ჩვენი სტუმრისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ბატონი სებასტიანის სახით N32 საჯარო სკოლამ შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობარი. დავსახეთ სამომავლო გეგმებიც, ჩვენი სტუმარი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება არქიტექტორ-რესტავრატორ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელ დირექტორთან, ქალბატონ ნესტან თათარაშვილთან შეხვედრაში, ვგეგმავთ ასევე ექსკურსიას, ბატონი სებასტიანი გაგვიწევს მეგზურობას და, ვფიქრობთ, ამ ფორმით უფრო ღრმად და საფუძლიანად გავეცნობით ამ ულამაზეს კუთხესა და გერმანულ-ქართულ კულტურას.
იამარია ლაბაძე
Lika Chxaidze
ნინო ხუციძე-კაშია
Natia Robaqidze
Qeto Shiukashvili
Luiza Kurashvili
Ani Bekurashvilii და სხვა

Thursday, April 15, 2021

ქართული ენა ათი უძველესი, ცოცხალი ენების სიაში დასახელდა

 ბრიტანეთის საინფორმაციო კომპანიამ Culture Trip მსოფლიოს უძველესი 10 ენა დაასახელა, რომელზეც დღესაც საუბრობენ, მათ შორის დასახელდა ქართული ენა.


სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „კავკასია-ეს ლინგვისტებისთვის საგანძურია".


„ქართული ენა ერთადერთი ენაა კავკასიაში, რომელსაც მდიდარი უძველესი ტრადიცია აქვს. მისი ლამაზი და უნიკალური ალფავიტიც საკმაოდ ძველია, სავარაუდოა, რომ მისი ადაპტაცია არამეულიდან ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში მოხდა"- ნათქვამია სტატიაში.


ბრიტანული კომპანია Culture Trip, რომლის მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს, არის საერთაშორისო სტარტაპი ინტერნეტ-სფეროში, კომპანია დაკავებულია სხვადასხვა სფეროს კონტენტის შექმნით და მას თვეში 3 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს.




ქართული მარტო ენაა?








 

ზოგადი შეკითხვები:



  • რა მნიშვნელობა აქვს დამწერლობას ნებისმიერი ხალხის ცხოვრებაში?
  • მწერლობის განვითარება რამდენად განაპირობებს ქვეყნის წინსვლას?
  • მსოფლიოში სულ რამდენი ანბანური დამწერლობაა?
  • რატომ არა აქვს ყველა ერს საკუთარი ანბანი?
  • რაზე მეტყველებს ციხეების,ტაძრების მღვიმეების კედლებზე მიმობნეული უძველესი წარწერები?
  • რას ეყრდნობა ისტორია:ფაქტებსა თუ ვარაუდებს?რატომ?

     თემატური შეკითხვები:

    • რა ვიცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ?
    • მსოფლიოში არსებულ ანბანურ დამწერლობათა შორის რა ადგილი უჭირავს ქართულ ანბანს?
    • ბოლნისის სიონის წარწერაზე უძველესი წარწერა თუ მოიპოვება საქართველოში?
    • რომელია ყველაზე უძველესი ქართული წარწერა? სადაა იგი აღმჩენილი?



       შინაარსობრივი შეკითხვები: 


    • რამდენსახოვანია ქართული ანბანი?
    • რომელია  ქართული ანბანის განვითარების საფეხურები?
    • როგორ ვწერთ დღეს?
    • რას იტყოდნენ ჩვენი წინაპრები,თუ ჩვენს ნაწერს ნახავდნენ?

    რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს?

     რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს?

                      პროექტებით სწავლა მოსწავლისგან და მასწავლებლისგან დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს. კვლევები ცხადყოფს პროექტების სარგებლიანობას შემდეგ სფეროებში:
    1.  მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და დაინტერესებული  შინაარსის სწავლით, ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
    2.  მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ, რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
    3.  თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ
    4.მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.

    დიალექტები კვებას ქართული ენის დიდ მდინარეს...


     

    დიალექტები კვებას ქართული ენის დიდ მდინარეს...

                                                  მე-11 კლასის მოსწავლე : გვანცა ჩაგუნავა

     

    დიალექტები ქართული კულტურის ერთ-ერთ არამატერიალურ ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ. დიალექტები თავისი დიდი მნიშვნელობითა და ,შეიძლება ითქვას, ღირშესანიშნაობითაც კი. მანამ სანამ მისი მნიშვნელობის განხილვაზე გადავიდოდეთ ,მინდა გაგაცნოთ სიტყვის უშუალო დეფინიცია. დიალექტიგარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადად გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის. რამდენად სწორი და სასიამოვნოა დიალექტებით საუბარი? არის თუ არა იგი ენისთვის მნიშვნელოვანი და ხიბლს ძენს თუ პირიქით ამახინჯებს იგი მას? პირადად მე ვთვლი, რომ დიალექტებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაგალითისთვის კი შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი ქართველი მწერალი თუ შემოქმედი: ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნოდარ დუმბაძე და სხვა მრავალი. მათი ნაწარმოებები განსაკუთრებულ ხიბლს ატარებს არა მარტო შინაარსისა და აზრის, იდეის გამო, არამედ თავიანთი დიალექტური გამოთქმების გამო.

     დიალექტების გამოყენება მხატვრულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყო განხილვის საგანი , რაც ნათლად ჩანს აკაკის მიერ ვაჟასადმი მიძღვნილ ლექსში.

     ,,ვაჟა ფშაველას

    ,,ენას გიწუნებ, ფშაველო,

    მგოსანო მაღალ მთისაო,

     თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..

    მკითხველიც იმას მკისაო!

    ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,

     მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;

    შენ დამიხატე ის მხარე

    ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.

    და რაც არ გადმოგიცია

    მის შვენებაზე ენითა,

    მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,

    შენთანვე აღმაფრენითა.

     ვიცი, რომ ფშავლის სოფელი

     წმინდაა, მაღალ მთისაო,

    ენა - მეტყველი სიმართლის,

    გულ-მკერდი - ფოლადისაო.

    წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,

    სადღეისოდ სჭრის კალამი

    გადაეც ბარის მგოსნისგან

    მთიულებს ძმური სალამი.”

    ვაჟამ თავის მხრივ სამართლიანი და პატივისცემითა და მოწიწებით აღსავსე ლექსი მიუძღვნა ბარის უგვირგვინო მეფეს, და თავისი ღირსების შესაბამისი პასუხი გასცა მთის დიალექტი კი ხარის ბღავილს შეადარა.

     ,,იქნებ, მე, ჩემმა ენამა, სამშობლო დავაღონეთა?

    ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,დავამხეთ, დავამონეთა?

     უვარგისობის მიზეზიფშავლობა არის სწორედა.

     მიძღვნილი არის მთის მიერ, ჩამოტანილი ქარისა,

     რატომ არ ჰგუობს არ ვიცი ამ ჰანგს ბუნება ბარისა?

     აქაც ხომ ქართველები ვართ, ყვავილი აქაც ჰყვავისა,

     ხატად ჰყავ,სალოცავ ხატად,მთიელთ სამშობლო თავისა

    სხვა რა მაშინებს,ისა ვთქვათ, დანხშობი მზის და მთვარისა

    სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა

     სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ, მუდამ მთქმელი ვარ ამისა.

    ნუ შეგაშინებთ არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა.”

     ისევ გავიმეორებ და კვლავ,ვიტყვი რომ დიალექტების როლი ქართულ ენაში და ლიტერატურაში შეუფასებელია, შეიძლება ითქვას იგი არის საგანძური ჩვენი ენისა,რომელიც ნათლად წარმოაჩენს თითოეული კუთხის ხასიათს, დამოკიდებულებას, წეს-ჩვეულებებსა და შეხედულებებს და როგორც ამ პატარა ქვეყნის მოსახლეს სიამაყისა და სიყვარულის გრძნობა შენი სამშობლოსა და ერისადმი გიასმაგდება.სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი , რომ აკაკის კრიტიკის და მიუხედავად,ხალხი აღმერთებს ვაჟას განუმეორებელ და შეუცვლელ შემოქმედებას.იგი არა თუ ნაკლს ძენს და დამღასავით აზის ქართულ ენას , არამედ ამდიდრებს და უფრო მეტ ხიბლსა და სილაღეს სძენს მას. დიალექტი არა მარტო ენის განსხვავებულებაში გამოიხატება ,არამედ კულტურულ განსხვავებაშიც. საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდეთ ,თქვენ იხილავთ განსხვავებულ ხალხს განსხვავებული ტრადიციებითა და კულტურით , ცეკვით , სიმღერითა და ხასიათით და სწორედ ეს ხდის მას უფრო ძვირფასსა და სანუკვარს. დიალექტების არსებობა ,არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი ენისთვის,ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ისინი ჰარმონიულად თანაარსებობდნენ და დღემდე მათ არანაირი ზიანი მიუყენებიათ ქართული ენისთვის. იგი არის არამატერიალური კულტურის ის ძეგლი, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება ესაჭიროება და არა დაკნინება და მტვრიან თაროზე შემოდება.