დიალექტები კვებას ქართული ენის
დიდ მდინარეს...
მე-11
კლასის მოსწავლე : გვანცა ჩაგუნავა
დიალექტები ქართული კულტურის ერთ-ერთ არამატერიალურ ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ. დიალექტები თავისი დიდი მნიშვნელობითა და ,შეიძლება ითქვას, ღირშესანიშნაობითაც კი. მანამ სანამ მისი მნიშვნელობის განხილვაზე გადავიდოდეთ ,მინდა გაგაცნოთ სიტყვის უშუალო დეფინიცია. დიალექტი — გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადად გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის. რამდენად სწორი და სასიამოვნოა დიალექტებით საუბარი? არის თუ არა იგი ენისთვის მნიშვნელოვანი და ხიბლს ძენს თუ პირიქით ამახინჯებს იგი მას? პირადად მე ვთვლი, რომ დიალექტებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაგალითისთვის კი შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი ქართველი მწერალი თუ შემოქმედი: ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნოდარ დუმბაძე და სხვა მრავალი. მათი ნაწარმოებები განსაკუთრებულ ხიბლს ატარებს არა მარტო შინაარსისა და აზრის, იდეის გამო, არამედ თავიანთი დიალექტური გამოთქმების გამო.
დიალექტების გამოყენება მხატვრულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყო განხილვის საგანი , რაც ნათლად ჩანს აკაკის მიერ ვაჟასადმი მიძღვნილ ლექსში.
,,ვაჟა ფშაველას“
,,ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!
ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.
ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო,
ენა - მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი - ფოლადისაო.
წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღეისოდ სჭრის კალამი…
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთიულებს ძმური სალამი.”
ვაჟამ თავის მხრივ სამართლიანი და პატივისცემითა და მოწიწებით აღსავსე ლექსი მიუძღვნა ბარის უგვირგვინო მეფეს, და თავისი ღირსების შესაბამისი პასუხი გასცა მთის დიალექტი კი ხარის ბღავილს შეადარა.
,,იქნებ, მე, ჩემმა ენამა, სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,დავამხეთ, დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზიფშავლობა არის სწორედა.
მიძღვნილი არის მთის მიერ, ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს არ ვიცი ამ ჰანგს ბუნება ბარისა?
აქაც ხომ ქართველები ვართ, ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ,სალოცავ ხატად,მთიელთ სამშობლო თავისა
სხვა რა მაშინებს,ისა ვთქვათ, დანხშობი მზის და მთვარისა
სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა…
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ, მუდამ მთქმელი ვარ ამისა.
ნუ შეგაშინებთ არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა.”
ისევ გავიმეორებ და კვლავ,ვიტყვი რომ დიალექტების როლი ქართულ ენაში და ლიტერატურაში შეუფასებელია, შეიძლება ითქვას იგი არის საგანძური ჩვენი ენისა,რომელიც ნათლად წარმოაჩენს თითოეული კუთხის ხასიათს, დამოკიდებულებას, წეს-ჩვეულებებსა და შეხედულებებს და როგორც ამ პატარა ქვეყნის მოსახლეს სიამაყისა და სიყვარულის გრძნობა შენი სამშობლოსა და ერისადმი გიასმაგდება.სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი , რომ აკაკის კრიტიკის და მიუხედავად,ხალხი აღმერთებს ვაჟას განუმეორებელ და შეუცვლელ შემოქმედებას.იგი არა თუ ნაკლს ძენს და დამღასავით აზის ქართულ ენას , არამედ ამდიდრებს და უფრო მეტ ხიბლსა და სილაღეს სძენს მას. დიალექტი არა მარტო ენის განსხვავებულებაში გამოიხატება ,არამედ კულტურულ განსხვავებაშიც. საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდეთ ,თქვენ იხილავთ განსხვავებულ ხალხს განსხვავებული ტრადიციებითა და კულტურით , ცეკვით , სიმღერითა და ხასიათით და სწორედ ეს ხდის მას უფრო ძვირფასსა და სანუკვარს. დიალექტების არსებობა ,არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი ენისთვის,ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ისინი ჰარმონიულად თანაარსებობდნენ და დღემდე მათ არანაირი ზიანი მიუყენებიათ ქართული ენისთვის. იგი არის არამატერიალური კულტურის ის ძეგლი, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება ესაჭიროება და არა დაკნინება და მტვრიან თაროზე შემოდება.
No comments:
Post a Comment