Friday, December 7, 2012

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
დუმბაძის სიტყვებით გავიმხნევოთ თავი:
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.
წმინდა გიორგი III საუკუნეში კაბადოკიაში, წარჩინებულ და დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. ამ პერიოდში საბერძნეთს იმპერატორი დიოკლეტიანე განაგებდა.
კერპთაყვანისმცემელი იმპერატორი ქრისტიანების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მეფობის პერიოდში ქრისტეს მიმდევრები იდევნებოდნენ და რწმენისათვის საკუთარი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს.
საიმპერატორო ჯარის მხედარმთავარი და სამეფო კართან დაახლოვებული გიორგი თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ღიად აღიარებდა ქრისტიანობას, რომელსაც იგი ბავშვობაშივე მშობლებმა აზიარეს.
გიორგი ტოვებს იმპერატორის სასახლის კარს, თავის ქონებას ღარიბებს ურიგებს და ქრისტიანობას ქადაგებს ხალხში. საკუთარი მხედარმთავრის თამამ საქციელს დიოკლეტიანეს რისხვა და გიორგის დატყვევება მოჰყვება.
იმპერატორის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, გიორგიმ არ უარყო ქრისტიანობა. უფლის ნებით მან ხანგრძლივ წამებას გაუძლო: გიორგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს, ბორბალზე გააკვრეს, ცხელი კირის ორმოში ჩააგდეს, გავარვარებული რკინის ქალამნები ჩააცვეს და აიძულეს ერბინა. მაგრამ ღმრთის წყალობით მოწამეს ანგელოზი იცავდა და გიორგის ჭრილობები უშუშდებოდა.
ქრისტეს სარწმუნოებისთვის თავდადებულ გიორგის ღმერთმა სასწაულების ჩადენის ძალა მიჰმადლა. წმინდანმა უამრავი ადამიანი განკურნა და დიოკლეტიანეს მოთხოვნით მკვდარიც კი გააცოცხლა. ამ სასწაულების ასრულებისას ბევრმა იწამა ქრისტე, მათ შორის იყო იმპერატორის მეუღლე-დედოფალი ალექსანდრა.
ხანგრძლივი წამების შემდეგ იმპერატორმა გიორგის სასახლის კარზე დაბრუნება, სიმდიდრე და ძალაუფლება შესთავაზა. ამის პასუხად ,,ქრისტეს მხედარმა” წარმართულ სამლოცველოში ქურუმებისა და მლოცველების თვალწინ კერპები ლოცვითა და ჯვრის გამოსახვით დაამსხვრია. განრისხებულმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ ბრძანა გიორგისთვის თავი მოეკვეთათ.
წმინდა გიორგი მოწამეობრივად აღესრულა 305 წლის 23 აპრილს (ახ. სტილის 6 მაისი). ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს გიორგობას. საქართველოში კი, სადაც წმინდა დიდმოწამე გიორგის კულტი განსაკუთრებით ძლიერია, ასევე აღინიშნება მისი ბორბალზე წამების დღეც – 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10 ნოემბერი). ამ დღეს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით... მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. /nodar dumbadze/
ნოდარ დუმბაძე:მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.
ნოდარ დუმბაძე:
სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავიცი გაცენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში....ხელოვნებაში....ლიტერატურაში...ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებს ყველა ერთნაირად განიცდის.....
ნოდარ დუმბაძე:
სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავიცი გაცენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში....ხელოვნებაში....ლიტერატურაში...ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებს ყველა ერთნაირად განიცდის.....