Tuesday, May 18, 2021

 დღევანდელი დღე სხვათაგან გამოჩეული იმითაც იყო, რომ პანდემიით დაზაფრული გული გათბა და სიხარული გარეთ გამოიტანა.

ეროვნული სამოსის დღე ჩოხაახალუხიანმა ბიჭებმა დაგვიმშვენეს.ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ქართული სუფრის ტრადიციაც გაიხსენეს და ინსცენირებაც მოაწყვეს.გულით იხალისეს.მონატრებიათ გულღიად სიცილი...
გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს!
იცინეთ და იხალისეთ, ჩვენო მოსწავლეებო!

















 სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პანდემიისა, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. შექმნილი პროექტი „სათოფურიდან წინაპრები გვითვალთვალებენ“. პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო კაშია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ზრუნავს მომავალი თაობის ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე.

დღეს ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესასწაულმა გააერთიანა მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, თემის წარმომადგენლები... რეგულაციების დაცვით, მაგრამ პატრიოტული სულის კვეთებით აღვსილი ახალგაზრდები აღნიშნავენ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვაჟები დადიოდნენ და ულოცავდნენ თემს ჩვენი იდენტობის, კულტურის, ღირსებისა და მეობის აღმნიშვნელ დღეს. მათაც საოცრად უხდებოდათ ქართული სამოსი. სკოლის ეზოში გამოფენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი იწვევდა აღფრთოვანებას, ბედნიერებას, მადლიერებას დღევანდღელი დღის ორგანიზატორების მიმართ.






Monday, May 17, 2021

კულტურული მემკვიდრეობის კვირეული


                                          კვირეულის გეგმა:

17.05.21 - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის:

         ) ვიდეორგოლების ჩვენება   ) გაკვეთილების ჩატარება

18.05.21 -ფილმების ჩვენება -განხილვა კვირეულის განმავლობაში ეროვნული სამოსის დღის მილოცვა

18.05.21-ეროვნული სამოსის გამოფენა

18.05.21  -ნორჩი მხატვრების თვალით დანახული ქართული ეროვნული შესამოსელი

 19.05.21-პოდიუმი-წითელ ხალიჩაზე ეროვნული სამოსის წარდგენა

 19.05.21- კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის მოწყობდა და გამოფენა

20.05.21 -ნორჩი მხატვრების თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა

20.05.21 -მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნა- სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

20.05.21 -შეხვედრა-ვებინარი კართული ვიკიპედიის რედაქტორ ჯაბა ჯაბა ლაბაძესთან

21.05.21- ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი ლელა გაფრინდაშვილისაგან და შეხვედრა მხატვარ-კალიგრაფ ქალბატონ ლელა მესხთან

22.05.21 -საფეხმალო ტური თბილისის ზღვაზე: ხალხური ტრადიციული დღესასწაულის- ბერიკაობის იმიტაცია ყეენის მთაზე

22.05.21 -ზურაბ წერეთლის მონუმენტის- ,, საქართველოს მატიანედათვარიელება

24.05.21-შთაბეჭდილებების დღიური- კვირეულის ანალიზი

                                                 საპროექტო ჯგუფი

Friday, April 30, 2021





 

Tamila Mesxi
 არის 
Lika Chxaidze
-თან.

რჩეულები 9h 
"გულით უფრო ქართველი ვარ ვიდრე გერმანელიო"
ეს სიტყვები 32-ე სკოლის მოსწავლეთათვის ცნობილ სტუმარს, აწ მეგობარს , ქართველოლოგ სებასტიან მინკნერს ეკუთვნის .
ნამდვილად, ენით აუღწერელიი შეგრძნებაა ამის მოსმენა ...
ქართველები ვსტუმრობთ ქვეყნებს , ვიძენთ მეგობრებს ,მაგრამ არასოდროს გაგვიგია ევროპელისგან - მე ქართველობა მინდა !!!
ამჯერად
საოცარია გაეცნო გერმანულ- ქართულ კულტურას ახსნილს მშობლიურ ენაზე გერმანელისგან.
მადლობა, დიდი სიყვარულისთვის ბატონ სებასტიანს .🙏
მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს.განსაკუთრებული მადლობა - უსათუთეს ადამიანს ლიკა ჩხაიძეს 💚

Wednesday, April 28, 2021

 

Elene Arsenadze
 არის 
ასმათ ჭარელიძე
-თან და 4 others ერთად.

29 წთ 
მე და ჩემი მეგობრები, N32 საჯარო სკოლის, საპროექტო ჯგუფის წევრები, ვაგრძელებთ საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ვგეგმავთ მათთან გასაუბრებას. ძიების შედეგად აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კავკასიოლოგი,
Sebastian Minkner
-ი.ის წარმოშობით გერმანიიდნაა, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბატონი სებასტიანი საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და ამის შემდეგ დიდი სიყვარული აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. მან საუბრისას თქვა: ,,გულით უფრო ქართველი ვარ, ვიდრე გერმანელიო'' და ამ სიტყვებით ჩვენი გული მოინადირა. ბატონმა სებასტიანმა საინტერესოდ გადმოგვცა ისტორია ასურეთის შესახებ , გვიამბო იმ გერმანელებზე, რომლებიც 1817-1818 წლებში, რელიგიური და პოლიტიკური მიზნების გამო, ჩამოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. ასევე გაგვაცნო ასურეთის არქიტექტურა და გავიგეთ, რომ იქ სახლები გერმანული სტილით იყო აშენებული.
ბატონ სებასტიანტან შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. ვებინარში ჩაერთნენ მშობლები, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის პედაგოგები, მოსწავლეები. პედაგოგმა ლუიზა ყურაშვილმა გაიხსენა აფხაზეთი, კერძოდ, ახალდაბა, რომელიც არქიტექტორული სტილით მსგავსია ასურეთისა. დავსვით კითხვები და ჩვენი სტუმრისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ბატონი სებასტიანის სახით N32 საჯარო სკოლამ შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობარი. დავსახეთ სამომავლო გეგმებიც, ჩვენი სტუმარი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება არქიტექტორ-რესტავრატორ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელ დირექტორთან, ქალბატონ ნესტან თათარაშვილთან შეხვედრაში, ვგეგმავთ ასევე ექსკურსიას, ბატონი სებასტიანი გაგვიწევს მეგზურობას და, ვფიქრობთ, ამ ფორმით უფრო ღრმად და საფუძლიანად გავეცნობით ამ ულამაზეს კუთხესა და გერმანულ-ქართულ კულტურას.
იამარია ლაბაძე
Lika Chxaidze
ნინო ხუციძე-კაშია
Natia Robaqidze
Qeto Shiukashvili
Luiza Kurashvili
Ani Bekurashvilii და სხვა

Thursday, April 15, 2021

ქართული ენა ათი უძველესი, ცოცხალი ენების სიაში დასახელდა

 ბრიტანეთის საინფორმაციო კომპანიამ Culture Trip მსოფლიოს უძველესი 10 ენა დაასახელა, რომელზეც დღესაც საუბრობენ, მათ შორის დასახელდა ქართული ენა.


სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „კავკასია-ეს ლინგვისტებისთვის საგანძურია".


„ქართული ენა ერთადერთი ენაა კავკასიაში, რომელსაც მდიდარი უძველესი ტრადიცია აქვს. მისი ლამაზი და უნიკალური ალფავიტიც საკმაოდ ძველია, სავარაუდოა, რომ მისი ადაპტაცია არამეულიდან ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში მოხდა"- ნათქვამია სტატიაში.


ბრიტანული კომპანია Culture Trip, რომლის მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს, არის საერთაშორისო სტარტაპი ინტერნეტ-სფეროში, კომპანია დაკავებულია სხვადასხვა სფეროს კონტენტის შექმნით და მას თვეში 3 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს.




ქართული მარტო ენაა?








 

ზოგადი შეკითხვები:



  • რა მნიშვნელობა აქვს დამწერლობას ნებისმიერი ხალხის ცხოვრებაში?
  • მწერლობის განვითარება რამდენად განაპირობებს ქვეყნის წინსვლას?
  • მსოფლიოში სულ რამდენი ანბანური დამწერლობაა?
  • რატომ არა აქვს ყველა ერს საკუთარი ანბანი?
  • რაზე მეტყველებს ციხეების,ტაძრების მღვიმეების კედლებზე მიმობნეული უძველესი წარწერები?
  • რას ეყრდნობა ისტორია:ფაქტებსა თუ ვარაუდებს?რატომ?

     თემატური შეკითხვები:

    • რა ვიცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ?
    • მსოფლიოში არსებულ ანბანურ დამწერლობათა შორის რა ადგილი უჭირავს ქართულ ანბანს?
    • ბოლნისის სიონის წარწერაზე უძველესი წარწერა თუ მოიპოვება საქართველოში?
    • რომელია ყველაზე უძველესი ქართული წარწერა? სადაა იგი აღმჩენილი?



       შინაარსობრივი შეკითხვები: 


    • რამდენსახოვანია ქართული ანბანი?
    • რომელია  ქართული ანბანის განვითარების საფეხურები?
    • როგორ ვწერთ დღეს?
    • რას იტყოდნენ ჩვენი წინაპრები,თუ ჩვენს ნაწერს ნახავდნენ?

    რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს?

     რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს?

                      პროექტებით სწავლა მოსწავლისგან და მასწავლებლისგან დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს. კვლევები ცხადყოფს პროექტების სარგებლიანობას შემდეგ სფეროებში:
    1.  მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და დაინტერესებული  შინაარსის სწავლით, ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
    2.  მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ, რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
    3.  თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ
    4.მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.