Wednesday, June 2, 2010

1-ლი ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე....










გილოცავთ,ბავშვებო,
ანცებო,ლაღებო....
საოცრად თბილებო,
ცელქებო,კარგებო....
სიამის ქნარებო
და  სულის ჩიტებო,
თქვენ მართლაც უფლის და 
სამოთხის გვრიტებო! 

ნინოობას გილოცავთ!

















1-ლი  ივნისი ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულია.
.გილოცავთ ყველას!
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარმა დაიფაროს ჩვენი მრავალჭირნახული სამშობლო!
განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს ნინოებს! 

Friday, May 28, 2010

ხანდაზმულთა პანსიონატი ,,სავანე” და გვრიტები













,,სამოთხის გვრიტების” 3 წევრი:ნინო ებრალიძე,გიორგი კლაინი და მარი აზიკური მასწავლებელ ლია ჩხაიძესთან ერთად შეუერთდა ხელოვნების სტუდიის მიერ მოწყობილ ღონისძიებას,რომელიც პანსიონატში მყოფ მოხუცებს მიეძღვნა....,,გვრიტებმა”სიმღერითა და ლექსით მოიწონეს თავი........

Saturday, May 22, 2010

ეთერ თათარაიძის პოეზიის საღამო

სამებაში,ახალგაზრდული კულტურის ცენტრში 21 მაისს უნდა გამართულიყო ეთერ თათარაიძის პოეზიის საღამო.ეს საღამო გადაიდო მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.
პოეზიის მოყვარულთ შეგახსენებთ,საღამო 2010 წლის 28 მაისს გაიმართება ,7 საათზე.

,,სამოთხის  გვრიტებო”! 

მივდივართ!

ვარდებიანი ბარდნარი....






ლიტერატურული წრის წევრები ერთმანეთთან ხელოვნების სიყვარულმა დააკავშირა.სხვადასხვა კლასის მოსწავლეები  ერთმანეთთან მეგობრობენ....უყვართ ერთმანეთი.....უხარიათ ერთად ყოფნა.....

40 დღე გასულა.....ნიკო გომელაური










40 დღე გასულა....ნიკო გომელაური ჩვენს გვერდით აღარაა....ქალაქი მის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას....,,ამ ქალაქში ყველაფერი მაოცებს...”-აღარ ამბობს პოეტი,მაგრამ ამ სიტყვებს ახლა სხვები იმეორებენ....განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა....დღეს.№32 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები:ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე,დალი ჩადუნელი დიდუბიდ პანთეონში მივიდნენ....მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა.....იყო ცრემლი...სინანული....გახსენება....მოსწავლეები პოეტს თავისივე სტრიქონებით შეეხმიანნენ....მარი კასრაძემ საკუთარი ლექსიც წაიკითხა....პოეტის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებსა და ბავშვებს....

მუხრან მაჭავარიანის დაკრძალვის დღე













გზა სამებიდან მთაწმინდამდე....გზა კაცურ-კაცობიდან უკვდავებამდე....
დღეს 22 მაისია....პოეტის საშვილიშვილო სამარე გულში ჩაიკრა მთაწმინდის მიწამ.....მთელმა ქალაქმა აიტაცა ხელში პოეტი,მთელმა საქართველომ ჩაისვა გულში....ესაა მეორე სიცოცხლის დასაწყისი....



2010 წლის 17 მაისს ,პოეზიის სამყაროში,ქართული სიტყვის ომახიანი შეძახილით,ფეხზე ამაყად მდგარი შეეგება სიკვდილს პოეტი მუხრან მაჭავარიანი....სიკვდილსაც არ შეუშინდა.....კიდევ ერთხელ დაარისხა სამრეკლოს დედო-ზარი და შეახსენა ქართველობას:
,,ვინც ილხენს ახლა,უფრო ცოდოა,
ვიდრე ის ბევრი,ახლა ვინც ტირის,
ამგვარში დღეს ხომ საქართველოა,
არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი”.