Tuesday, April 27, 2010

ვუძღვნი ნიკო გომელაურის ხსოვნას!





ვუძღვნი ნიკო გომელაურის ხსოვნას!

შენნაირები კი არ კვდებიან,
არამედ მუდამ ქვეყნად რჩებიან...
ეს ნაწვალებად გასული წლები,
შენთან სანთლებად დაბრუნდებიან.
გულში კვლავ დამრჩა რაღაც იარა,
თითქოს ვიღაცამ გადაიარა,
გულმა იარა, ბევრი იარა,
მთელი სამყარო შემოიარა...
რა დაგვავიწყებს შენს თვალებს, მზიანს, 
სულ მოციმციმეს და ხალისიანს... 
ცრემლებით მკვდარნი არ ცოცხლდებიან, 
რა ვუყოთ მზეს-მკვდარს, ჩამქრალს, დარდიანს. ..
ღმერთმა აცხონოს იქ შენი სული, 
რადგან აქ მხოლოდ  დაგრჩა  სხეული...
შენი ლექსები, ხმა შენი სულის 
არის ულევი ზღვა სიყვარულის...
არ გვავიწყდება დღე სამშაბათი,
როცა ღმერთს სულით, ხორცით ჩაბარდი... 
შენ ჩვენგან ასე შორს რომ გაფრინდი, 
ჩვენ  დაგვიტოვე დარდი და ბინდი... 
ჩვენი ცრემლები შენზე დაღვრილი,
შენს სულს სანთლებად აენთებიან,
უკუნეთ ღამეს გაგინათებენ 
და იმქვეყნადაც გეშველებიან...
ნიკო! მე გიძღვნი სულის სტრიქონებს
ძალიან ცოტას, უბადრუკს, მცირეს... 
გულში გაჩენილ ტკივილს  ჰყვებიან, 
სული ისევ გრძნობს სივრცეს, სიცივეს. 

შენნაირები კი არ კვდებიან, 
არამედ მუდამ ქვეყნად რჩებიან! 


                                         მარიამ კასრაძე 
                                                            
                                                             19/04/2009 

Saturday, April 24, 2010

პოეტი მანანა ჩიტიშვილი

2010 წლის 7 მაისს,7 საათზე , სამების ტაძარში,
,,ახალგაზრდული კულტურის  ცენტრში”გაიმართება 
პოეტ მანანა ჩიტიშვილის პოეზიის საღამო.
,,სამოთხის გვრიტებო”!
მოემზადეთ პოეტთან შესახვედრად!

ირმა ქურასბედიანის პოეზიის საღამო

სამების ტაძრის ,,ახალგაზრდული  კულტურის  ცენტრი”მასპინძლობდა ახალგაზრდა პოეტ ირმა ქურასბედიანს...პოეტმა წაიკითხა თავისი ლექსები...მგალობლებმა შეასრულეს საგალობლები....მწერლებმა და პოეტებმა მიმოიხილეს ქალბატონ ირმას შემოქმედება....საღამოს უძღვებოდა პოეტი-ერეკლე საღლიანი.საღამოს მსვლელობას თავისებურ ხიბლს მატებდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობა....საკუთარი ლექსები წაიკითხა მოსწავლემ-ბექა ბაკურაძემ,რომელმაც მოხიბლა საზოგადოება....დასასრულ,საღამო დალოცა მამა სტეფანემ.
             პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ №32 საჯარო სკოლის ლიტერატურული წრის წევრები პედაგოგ ლია ჩხაიძესთან ერთად.ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”კვლავ მიიღებს მონაწილეობას ამგვარ ღონისძიებებში.
            მომავალი შეხვედრა გაიმართება 7 მაისს,7 საათზე,სამების ტაძარში.
             სტუმრად პოეტი:მანანა ჩიტიშვილი.
             გავეცნოთ მის შემოქმედებას და მივიღოთ მონაწილეობა პოეზიის საღამოში.
             შემოქმედი მოსწავლეები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს.მათ მოუსმენენ ცნობილი პოეტები,მწერლები,ახალგაზრდები....

Monday, April 19, 2010

ნიკო გომელაური და ჩვენ

,,ჩვენ გვიყვარს ნიკო გომელაური!”
,,ჩვენ ვიცნობთ ნიკო გომელაურს!”-აი,ფრაზები,რომელიც გახმიანდა გაკვეთილზე 
VIII-5 კლასში ქართულის გაკვეთილზე.
პედაგოგები ლია ჩხაიძე და ასმათ ჭარელიძე  უსმენდნენ მოსწავლეებს და კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ....თაკო წილოსანი,სალომე ფოცხვერაშვილი,სოფო მენაბდიშვილი,მარი ჯალაღანია,ანი ხოხიაშვილი,ლიკა რაზმაძე და სხვები საუბრობდნენ,როგორც პატარა კრიტიკოსები.მათ შეაფასეს ნიკო გომელაურის შემოქმედება.....წაიკითხეს ლექსები არამარტო მათ,არამედ თითოეულმა მოსწავლემ....შემდეგ ამ ლექსების მხატვრულ ქსოვილზეც ისაუბრეს....პოეტისა და მსახიობის   პირადი ცხოვრებაც გაიხსენეს....აღნიშნეს,რომ პოეტმა დაამარცხა სიკვდილი....იგი მარადისობის ბინადარი გახდა....

100000 წმინდა მოწამის ხატის წაბრძანება მეტეხის ხიდისაკენ



მსვლელობა დილის 11 საათზე დაიწყო მეტეხის ხიდისაკენ.100000 წმინდა მოწამის ხატი მეტეხის ხიდთან მიაბრძანეს...საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი რწმენით მონაწილეობდნენ ამ მსვლელობაში....ხატებით ხელსი მიუახლოვდნენ ხიდს და მდინარეში ცოცხალი ყვავილები გადაყარეს.ნიშნად იმ წმინდანთა პატივისცემისა....

Friday, April 16, 2010

სამხიარულო....

 ნაძვის ხესავით მოვრთულვარ,
ღიმილს მოუცავს სახე....
მოდი,დარდიანს ნუ მეძებ,
თუ გსურს,უდარდო მნახე... 
თუ გსურს ჩამხედე თვალებში,
ამოიკითხე სულმთლად,
რაც სათქმელი მაქვს ,რაც მინდა,
რის გამო მიჭირს სუნთქვა....
იქნებ დარწმუნდე,რომ ყალბი 
არ არის რამე ჩემში....
თუ დაგარწმუნე,ხომ კარგი,
თუ არა,ალბათ შემშლი... 

Thursday, April 15, 2010

ნიკო გომელაურის ხსოვნის გაკვეთილი

IX-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულის ერთი გაკვეთილი(პედაგოგი ლია ჩხაიძე) ნიკო გომელაურის ხსოვნას მიუძღვნეს......წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს შემოქმედი ადამიანის ხსოვნას.....წაიკითხეს მისი ლექსები....ისაუბრეს მისი ცხოვრებისეული დეტალების,პრინციპებისა და იდეების შესახებ.....გამოხატეს დიდი გულისტკივილი მისი გარდაცვალების გამო....
ეს გოგო-ბიჭები სწავლობდნენ ნიკო გომელაურის ლექსებს და მის მოწვევასაც ცდილობდნენ სკოლაში,მაგრამ.....მომავალში მის საფლავთან ჩამოსხდებიან და თავისივე სტრიქონებით შეეხმიანებიან 39 წლის მარად ახალგაზრდა პოეტს....



მე-3 ტრიმესტრის სამუშაო გეგმა

1.     აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული-
         სამების  ტაძარში მოლოცვა.
2.    14 აპრილი-,,რატომ მიყვარს ენა ქართული?“
3.    ,,მითებში გაცოცხლებული     სამყარო“-
        გაკვეთილი-გამოფენა
4.    პოეზიის სამყაროში-
        ნიკო გომელაურის გახსენება
5.    ,,ოდა ვაზისა“-
        ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია...
6.    მონაწილეობა მსვლელობაში 
      მეტეხის ხიდისაკენ-18 აპრილი
     (100000 მოწამის  ხსოვნის უკვდავსაყოფად)
7.   სტუმრად დიდუბის  პანთეონში
8.   ,,ათასად კაცი დაფასდა“-
       საფიხვნოს შეკრება
9.   ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,
      მერმე -სულსა“...-დისკუსია საფიხვნოში
10.  პოეზიის საღამოებზე დასწრება და მონაწილეობა სამების ,,ახალგაზრდული კულტურის ცენტრში”

11.ლადო ასათიანის გახსენება-საუბარი საფიხვნოში 

            
 

მოგზაურობა მითიურ სამყაროში....-თხზულებები





მითიური სამყარო-ბავშვთა ნამუშევრები

მითიური პერსონაჟები:კლდეზე მიჯაჭვული ამირანი,პრომეთე,კოპალა,მინდია და სხვა ნახატებსი გააცოცხლეს  VII-5 კლასის მოსწავლეებმა.პედაგოგი ასმათ ჭარელიძე მოსწავლეების მეგზურია ...და ისინი ერთად საუბრობენ მითსა და რეალობაზე....
 




მითებში,ზღაპრებში დაგეძებ...-გაკვეთილი მე-7-5 კლასში








პედაგოგი ასმათ ჭარელიძემ  მე-7 კლასის მოსწავლეები მითიურ სამყაროში ამოგზაურა.მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული საკითხის მიმართ.გაკვეთილზე ისინი საუბრობდნენ თავისუფლად,დიდი ინტერესით,წარმოადგინეს ნამუშევრები თხზულებისა და ნახატის სახით.

Wednesday, April 14, 2010

ნიკო გომელაური ჩვენშია....




























ნიკო გომელაური


კაცი,
რომელიც დააკლდა თბილისს...........
კაცი,
რომელიც წავიდა ღმერთთან...........
კაცი,
რომელიც  ჩანს წილნაყარი
და მეგობარი
უწმინდეს ლექსთან............

გახდი ქველმოქმედი!

















სკოლის ფსიქოლოგი მანანა ბურდული ბევრი საქველმოქმედო საქმის ორგანიზატორია.ამჯერად მოსწავლეებთან ერთად აგროვებს შემოწირულობებს,რათა ბავშვთა სახლს დაეხმარონ.ნანუკა კახიანი აქტიური მოსწავლეა და ამ საქმეშიც საკუთარი წვლილი შეაქვს.

14 აპრილი-დედაენის დაცვის დღე

























































,,რატომ მიყვარს ჩემი ქართული?”-ამ კითხვის გარშემო ტრიალებდა დღეს მოსწავლეთა ფიქრები,აზრები,მისწრაფებები...
დედაენის დაცვის დრისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ლია მასწავლებელმა და მე-6-1 კლასის მოსწავლეებმა უცებ დაგეგმეს....
პოეზიის 5 წუთისათვის ლექსები სათანადოდ შეარჩიეს და ქართულ ენას მიუძღვნეს,თხზულებებზე სახლში იმუშავეს და ახლა პრეზენტაცია გამართეს....
კომპიუტერში ინფორმაციაც იპოვეს ,
თუ რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს....

გაიმართა დისკუსია....
შეადგინეს ასოციაციური რუკა..............
ბოლოს დასკვნა გამოიტანეს,რომ:
,,ენას მოვლა-პატრონობა ჭირდება”.
,,ენის სიწმინდის დაცვა თითოეული 
ჩვენგანის ვალია”. 

Saturday, April 10, 2010

№ 32 სკოლას ლოცავს პატრიარქი ილია მეორე


საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დალოცა N32 საჯარო სკოლა(დირექტორი ნანა ქაჯაია).
ეს დღე იყო ერთ-ერთი უბედნიერესი დღე მოსწავლეების,პედაგოგებისა და მშობლების ცხოვრებაში.

Friday, April 9, 2010

9 აპრილი

9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია ცრემლიანი ფურცელია ჩვენი ქვეყნის მატეანეში....
გადის დრო,მაგრამ არ შუშდება იარა....
არ ყუჩდება ტკივილი....
არც დაყუჩდება,ვიდრე არ მოეძებნება 
გამართლება იმ დაღვრილი სისხლს,
ვიდრე შედეგი არ გაჩნდება თვალსაჩინო...
მაგრამ,როდის,როდის?!
,,ჩემო საყვარელო მიწა-წყალო,გამეც ამის პასუხი?!”

Saturday, April 3, 2010

უფალი ჩვენთან არს!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ საქრისტიანოს!

გვფარავდეს ღმერთი!


გილოცავთ ქრისტეს აღდგომას!


ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

შატალოს შემდეგ......



კიდევ წახვალთ შატალოზე?!

ისევ მოგიწევთ კედლების ხეხვა და ღებვა..........

Thursday, April 1, 2010

დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში















დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოსწავლეებმა თავად ისურვეს წასვლა...დიდი ხუთსაბათი აირჩიეს და...პირველი აპრილი დაემთხვა....დიდი ტყუილისა და ხუმრობის დღე...პირველი ტყუილიც პანთეონთან მიახლოებულებს მიაგებეს.........მომტყუებელი საკმაოდ ხანსი შესული,მაგრამ იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ქალბატონი გახლდათ...მაგრამ ფრაზა:,,აუ,როგორ მომატყუა ამ ქალმა”პირიდან არ მოშორებია გოგა სმოევს............