სამების ტაძრის ,,ახალგაზრდული კულტურის ცენტრი”მასპინძლობდა ახალგაზრდა პოეტ ირმა ქურასბედიანს...პოეტმა წაიკითხა თავისი ლექსები...მგალობლებმა შეასრულეს საგალობლები....მწერლებმა და პოეტებმა მიმოიხილეს ქალბატონ ირმას შემოქმედება....საღამოს უძღვებოდა პოეტი-ერეკლე საღლიანი.საღამოს მსვლელობას თავისებურ ხიბლს მატებდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობა....საკუთარი ლექსები წაიკითხა მოსწავლემ-ბექა ბაკურაძემ,რომელმაც მოხიბლა საზოგადოება....დასასრულ,საღამო დალოცა მამა სტეფანემ.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ №32 საჯარო სკოლის ლიტერატურული წრის წევრები პედაგოგ ლია ჩხაიძესთან ერთად.ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”კვლავ მიიღებს მონაწილეობას ამგვარ ღონისძიებებში.
მომავალი შეხვედრა გაიმართება 7 მაისს,7 საათზე,სამების ტაძარში.
სტუმრად პოეტი:მანანა ჩიტიშვილი.
გავეცნოთ მის შემოქმედებას და მივიღოთ მონაწილეობა პოეზიის საღამოში.
შემოქმედი მოსწავლეები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს.მათ მოუსმენენ ცნობილი პოეტები,მწერლები,ახალგაზრდები....
No comments:
Post a Comment