Tuesday, April 27, 2010

ვუძღვნი ნიკო გომელაურის ხსოვნას!





ვუძღვნი ნიკო გომელაურის ხსოვნას!

შენნაირები კი არ კვდებიან,
არამედ მუდამ ქვეყნად რჩებიან...
ეს ნაწვალებად გასული წლები,
შენთან სანთლებად დაბრუნდებიან.
გულში კვლავ დამრჩა რაღაც იარა,
თითქოს ვიღაცამ გადაიარა,
გულმა იარა, ბევრი იარა,
მთელი სამყარო შემოიარა...
რა დაგვავიწყებს შენს თვალებს, მზიანს, 
სულ მოციმციმეს და ხალისიანს... 
ცრემლებით მკვდარნი არ ცოცხლდებიან, 
რა ვუყოთ მზეს-მკვდარს, ჩამქრალს, დარდიანს. ..
ღმერთმა აცხონოს იქ შენი სული, 
რადგან აქ მხოლოდ  დაგრჩა  სხეული...
შენი ლექსები, ხმა შენი სულის 
არის ულევი ზღვა სიყვარულის...
არ გვავიწყდება დღე სამშაბათი,
როცა ღმერთს სულით, ხორცით ჩაბარდი... 
შენ ჩვენგან ასე შორს რომ გაფრინდი, 
ჩვენ  დაგვიტოვე დარდი და ბინდი... 
ჩვენი ცრემლები შენზე დაღვრილი,
შენს სულს სანთლებად აენთებიან,
უკუნეთ ღამეს გაგინათებენ 
და იმქვეყნადაც გეშველებიან...
ნიკო! მე გიძღვნი სულის სტრიქონებს
ძალიან ცოტას, უბადრუკს, მცირეს... 
გულში გაჩენილ ტკივილს  ჰყვებიან, 
სული ისევ გრძნობს სივრცეს, სიცივეს. 

შენნაირები კი არ კვდებიან, 
არამედ მუდამ ქვეყნად რჩებიან! 


                                         მარიამ კასრაძე 
                                                            
                                                             19/04/2009 

No comments:

Post a Comment