Saturday, October 10, 2015

მე აღარ წავალ საიქიოში


მე დავბრუნდები სიკვდილის მერე,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,
მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს
და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად
წამალბალახა ყვავილს მოვიტან,
რომ ვუმკურნალო,ვისაც რა სტკივა.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი
სიკვდილისა და სიმარტოვისგან.მე აღარ წავალ საიქიოში,
ყველგან ვიქნები:ქარში,წვიმაში,
ვიქნები მზეში,მზის ამოსვლაში
ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.
მე აღარ წავალ,სულ აქ ვიქნები,
საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები,
სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ვიქნები ქვეყნად,დილის სიოში,
არაგვის ერთი ტალღა ვიქნები,
ტალღა ვიქნები მტკვარში,რიონში.
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ საიქიოში!
მომენატრებით?ვიმოგზაურებ
სააქაოდან-საიქიოში...







გოდერძობა გუდამაყარში

ნისლით, უდიდესი სევდითა და სიამაყით შემოგვეგება გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი.... ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული ჰანგი, ,,მზიან-ჩრდილიანი" სიხარული ზეიმობდა უჩვეულოდ ახმაურებულ ჩოხში....სიკეთე და სიყვარული იფრქვეოდა ირგვლივ.... მზე და ნისლი, სიხარული და სევდა, მონატრება და მადლიერება, ღიმილი და ცრემლი, მოკრძალება და მომავლის იმედი ჩაწნულ-ჩაგრეხილიყო ერთმანეთში....
უჩვეულო განწყობა გვდევდა თან.... ბედნიერებისა და სიამაყის გრძნობას გვიათკეცებდა ცადაზიდული მთები, ნისლით გაერთიანებული ცა და მიწა.... მართლაც, ,,გადაშლილ წიგნს" ჰგავდა გუდამაყრი....
შევყურებდით წითელ-ყვითელი ფერებით მორთულ ხეობას, სტუმართმრავლობით გახარებულ გუდამაყრელებს, ამ მადლიან მიწაზე თავმოყრილ საამაყო და მოსაფრთხილებელ ადამიანებს და ვივსებოდით მადლიერებით... გვინდოდა, მადლობა გვეთქვა ამ დაღლილი და მაინც მომღიმარი ხალხისა და ამ საოცარი მიწისათვის, რომელმაც მოგვიტანა ბედნიერი წუთების განცდა და გვაჩუქა გოდერძი ჩოხელი.....
.....ვტოვებდით სევდის რაინდის სამკვიდროს, ნელ-ნელა იცლებოდა გუდამაყარი... ამ მადლიან მიწასთან შეხებით კიდევ უფრო ახლობელი გახდა დიდი ერისკაცის სევდა... მოდის ზამთარი... გადათეთრდება მთა და ბარი და ძალიან გაუჭირდებათ უფლის იმედად მყოფ გუდამაყრელებს... ახლა მაინც ვუჭირისუფლოთ იმ კაცის სევდას, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო და აწუხებდა ბოქლომდადებული და ჭინჭარმოდებული სახლები და ეზოები... ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქ მაცხოვრებელთა სახლებიდან გამოდიოდეს სინათლე, გამორბოდნენ ბავშვები და ზეცისაკენ მიიწევდეს კვამლი, ნიშნად სიცოცხლისა და უკვდავებისა... ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზით თუ დავუამებთ ტკივილს სევდით გულდახრული მოზარისა და ჭირისუფლის სულს.....




მოვიარეთ გუდამაყრის ხეობა

გუდამაყრის ხეობაში მზეც სხვანაირად ანათებდა და ღიმილიც ერთობ უჩვეულოდ ღიმილობდა..........სევდა არ გვტოვებდა,მაგრამ სიყვარული ისე ძალუმად ათბობდა გულს,რომ ყველა დარდი სადღაც გაიპარა..........ჩვენი მასპინძელი იყო მთლიანად გუდამაყრის ხეობა........და ვინ შეგვკრიბა ასე ერთად? რა თქმა უნდა გოდერძი ჩოხელმა.....ქალბატონი ნინო(გოდერძის მეუღლე) უკვე ჩვენი მეგობარია,ის კი ჩვენ გოდერძის ოჯახის წევრებს გვიწოდებს..........უკვე 9 წელია ჩვენი სკოლა,მოსწავლეები და მასწავლებლები აღვნიშნავთ გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღეებს..........და ჩვენ ვცხოვრობთ სულ სხვა სამყაროში,სხვა განცდითა და ფიქრით..........













Friday, October 2, 2015

გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი,კაცი კეთილი და ალალ-მართალი,ერთგული და გულმხურვალე,ღირსეული მამულიშვილი -დღეს 61 წლის გახდებოდა..............
ხვალ მივდივართ გუდამაყრის ხეობაში,ვიკრიბებით N 32 საჯარო სკოლასთან,9 საათზე.ჯერ მცხეთაში მივალთ, ,,სამთავროს წმინდა მიწაზე დაცემული წმინდა ცრემლი" იგრძნობს ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წუთიერ დუმილს,შემდეგ კი ჩოხში შევუერთდებით დიდ საზოგადოებას.