Saturday, May 25, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი , როგორც პოლიტიკური მოღვაწე

სკოლა:  ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა.
ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”.
მოსწავლეები:გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი,ნინო ებრალიძე.
პედაგოგები:ნელი ჭელიძე,ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე.
                                   2013

      ექვთიმე თაყაიშვილის ფათერაკებით სავსე ცხოვრება საქართველოს კუთვნილებაა,მისი ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელია.შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა ის რეგალია,რაც მის სახელს უკავშირდება:პირველი ქართველი არქეოლოგი,მკვლევარი ისტორიკოსი,ეთნოგრაფი,წყაროთმცოდნე,ნუმიზმატი,ფოლკლორისტი, განძეულის გუშაგი,....არ დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელსაც სწავლულის ხელი არ შეხებია.
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.
კვლევის მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა  პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის დასაწყისში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი  ადამიანისა ,ილია ჭავჭავაძესთან ერთად.
ილია ჭავჭავაძემ 1905 წელს შეადგინა პარტიის პირველი პროგრამა,მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევს დაეფუძნადა,არსებითად,საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე გზა განაგრძო.ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილეა ამ პოლიტიკური წიაღსვლებისა.
კვლევის დაწყებამდე ვესაუბრეთ № 32 საჰარო სკოლის პედაგოგს,ისტორიკოს ნელიჭელიძეს.ის გვესაუბრა ექვთიმეს ღვაწლსა და დამსახურებაზე,გაგვიღვივა ინტერესი მომავალი კვლევისავის.ისტორიკოსი,ქალბატონი ნელი ჭელიძე:,,ჩემთვის ექვთიმეს გზა არის ტანჯვის,ღირსებისა და კაცურკაცობის,უკვდავებისა და სიმართლის გზა...გზა,რომლითაც უნდა იაროს მომავალმა თაობამ”.,,მართლაც საინტერესოა ექვთიმე,როგორც პოლიტიკოსი.შეგიძლიათ ჩაატაროთ მინი-კვლევა ამ საკითხზე...”
ამის შემდეგ გეზი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ოფისისაკენ ავიღეთ.21 თებერვალი იყო,ექვთიმეს გარდაცვალების დღე.ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა.ჩვენც გავთამამდით და რესპონდენტის კეთილგანწყობით ვისარგებლეთ.ბევრი რამ გავიგეთ და მასალებიც მოვიპოვეთ.ჩვენი კვლევაც,ფაქტობრივად,მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ავაგეთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან ორი უდიდესი წმინდანი დგას:წმინდა ილია მართალი და წმინდა ევთიმე ღვთისკაცი.ილია მივიდა იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური პარტიის დაარსება  და 1905 წელს იგი ეროვნილ-დემოკრატიულ პარტიას აარსებს.მას აზრად აქვს ამ პარტიის მხრებზე გადმოასვენოს ის ტვირთი,რომელსაც საქართველო ერქვა და რომელიც მან მთელი ორმოცდაათი წელიწადი მარტოდმარტო ზიდა და ატარა,როგორც ერის ბელადმა.”
შეიქმნა ქართული დემოკრატიული პარტია,ამასთან საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა წამოყენებულია,როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი.არჩეულია პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომელშიც შევიდნენ ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
ექვთიმე ამბობს:,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს საქართველოში მას აქეთ,რაც საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად პროტექტორატისა და დაცვისა,მოახდინა ანექსია საქართველოსი.”
,ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია,ის ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის,უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
ამ პარტის რიგებში თავი მოიყარეს ინტელიგენცის წარმომადგენლებმა.ნიკო ნიკოლაძე,უკანასკნელი სამოციანელი,იყო პარტიის უხუცესი წევრი.ექვთიმე ამ დროს 54 წლის გახდათ.მას გავლილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სკოლაც,პეტერბურგის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1887 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იწყებს,მაგრამ ავლებს რა თვალს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას,ილიას გვერდით დგება და უერთდება მის თანამებრძოლთა წრეს.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.

ნიშანდობლივია,რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს,რომლითაც საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან აღდგა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
1919 წ.თებერვალი-საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.ამ არჩევნებზე ედპ-მ 8 მანდატი მიღო,ერთი მანდატი ექვთიმეს ერგო.მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  კვლავ დატოვეს ამ თანამდებობაზე.იყო აგრეთვე განათლებისა და ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი.მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო კომისია.რა თქმა უნდა,თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ,ამ საქმეში დიდი გამოცდილების გამო.
სამწუხაროდ,საქართველოს დამოუკიდებლობა  დიდხანს არ გაგრძელებულა.1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული განძეულის მცველად და საპატრონოდ საფრანგეთში გაემგზავრა.ლევილის მამულში დაიდეს ბინა ემიგრანტებმა.ეროვნულ-დემოკრატები მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ,პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,რომელიც ფრაქციათა წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა.ექვთიმე თაყაიშვილი კვლავ მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე.ეს მკაფიოდ გამოჩნდა 1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე,რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში აჯანყების საკითხი.ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე.1924 წელს მაინც მოხდა აჯანყება,მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ რეპრესიებს მიმართა.,,ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!-”ასე აფრთხილებდა ექვთიმე საზოგადოებას.
      ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა პარიზში ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე,რომელზედაც მომავალი კონფერენციის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები შეიმუშავეს(1921წ.18 დეკემბერი).
ექვთიმე კონფერენციის დელეგატია,მოხდა ინტერპარტიული შეთანხმება,რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული გამოსვლისათვის ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.პოლიტიკურმა ემიგრაციამ კარგად იცოდა,რომ გადამწყვეტი სიტყვა თავად ხალხს უნდა ეთქვა(1922წ.თებერვალ-მარტი).
ექვთიმე  დღესაც ამხნევებს ქართველ ერს:ერი არ შეიძლება შედრკეს,ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს(1922წ.26 მაისი).
,,ერი ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს,მისი გუშაგი უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდის! მთაწმინდის მიწამ ჩაიკრა გულში ერის საამაყო შვილი,განძის მცველი და თავად უდიდესი სიმდიდრე და განძი,სინდისი და ნამუსი,ღირსება და პატიოსნება,სიმართლე და უბრალოება, სიწმინდე და სათნოება-წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

თემა: „ძველი ტფილისის მეტრფე–აშუღის“ გულის ამონაკვნეს-ამონამღერ-ამოშაქრულ- ამომწარებული თბილისური ამბები...

სკოლა:  N 32

კლასი:  მე–10

მოსწავლე:  გიორგი ჯოხაძე

პედაგოგი:  ასმათ ჭარელიძე

დრო გადის... ადამიანები იბადებიან ,იზრდებიან, კვდებიან, თაობები მიდიან და მოდიან ... ილეწებიან საუკუნეები, სახელმწიფოები ჩნდებიან და ქრებიან.. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... ისტორია და სიკვდილი ხარკს ერთად ითხოვენ და იღებენ კიდეც... ადამიანთა დაბადება-გარდაცვალება შორს დგას ტრაგიკულობისგან, თაობათა ცვლა საკმაოდ კანონზომიერია და ტრაგიკულად მხოლოდ სახელმწიფოს გაქრობა, აწმყოსა და მომავლის გარეშე დარჩენა შეიძლება მივიჩნიოთ...
     როდის კვდება სახელმწიფო..?? რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ერი კვდება, ეროვნულობას კარგავს, ასიმილირდება... ერის სიკვდილს კი უმთავრესად სამი განძის- ზნეობის,ტრადიციის(ისტორიის) და ენის უარყოფა იწვევს... ძნელია იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც დამონებული თავისუფლებისკენ, ხოლო თავისუფალი დამონებისკენ ილტვის. რაც არ უნდა მტკინვეული იყოს, ჩვენი ერი დღესაც ამ საშიშროების წინაშე დგას... ერის ხსნა, გადარჩენა, მხოლოდ გენიოსებს, "ქართული სიტყვის მეხანძრეთ" შეუძლიათ, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, საუკუნეში ერთხელ იბადებიან... ჩვენ კი ამ ორი საუკუნის განმავლობაში იმდენი გენია შევწირეთ თავისუფლებას, იმდენი "ნაპერწკალი" ჩავაქრეთ, რომ მეეჭვება ერთი-ორი საუკუნის განმავლობაში ღმერთმა კიდევ ვინმე გამოგვიგზავნოს...  ილია, სამშობლოს ბედით გულდათუთქული, "მუზების ღმერთი", "ლამპარი დანთებული ჩვენი სულის საუკეთესო ეთერისგან... უმშვენიერეს ჩვენს გრძნობათაგან აციმციმებული და ჩააქრეს იგი ტლანქად, მხეცურად"... "საქართველოს  უკვდავმყოფელს საგვირგვინო" შუბლი დავუფლითეთ... დაიბადა "საქართველოს ისტორიის სჯულმდებელი", ივანე ჯავახიშვილი და ისეთი სკანდალი მოვუწყვეთ, იმდენი ტალახი ვესროლეთ, რომ გული გავუხეთქეთ.. დაიბადა ქართული კონიაკის ფუძემდებელი, არალეგალური ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი, იშვიათი კაცი, რომელმაც, ეპისკოპოს ლეონიდეს თქმით, "ღვთისგან ნაბოძები ხუთი ქანქარი კეთილად აამოქმედა და ათად აქცია" და რაც შექმნა, დატოვა ერის სადიდებლად... ასეთი კაცი, 1938 წელს დიდუბის პანთეონიდან მოვთხარეთ როგორც კაპიტალისტი, რომელიც, პანთეონის დირექტორის თქმით, არ განეკუთვნებოდა იქ განსასვენებელთა კატეგორიას... არადა ერთ დროს მისი ბედნიერება სხვისი უბედურების მკურნალი იყო, მისი ფუფუნება-სხვისი სიღატაკის საშველი, მისი დასვენება- შრომა.." დაიბადა პოეზიის მეფე, მთვარის ბნელი მხარესავით ამოუცნობი გალაკტიონი და გიჟობა დავაბრალეთ, მეფედ კი არა, კაცადაც არ ვცანით და თვითმკვლელობამდე მივიყვანეთ... ფიროსმანმა, ქართული მზის და ზეცის მხატვარმა, "კიბის ქვეშ დალია სული..." როცა უჭირდა დახმარების ხელი ვერ გავუწოდეთ, ვერ ვუწამლეთ 21-ე საუკუნის ვაჟა ფშაველას - გოდერძი ჩოხელს... ვაი, რამდენს ვერ ვუპატრონე-ვუჭირისუფლეთ სიცოცხლეში, რამდენს გამოვუტანეთ სიტყვით თუ საქმით სასიკვდილო განაჩენი და მერე ვიტკივილეთ, ურემი რომ გადაბრუნდა.. ურემი უკვე გადაბრუნდა და მოდით, ახლა მაინც დავფიქრდეთ მიზეზებზე, მოვძებნოთ ღონე, რომ "თვალის  ახილების ტკივილს" გავუძლოთ, გავხდეთ უფრო გულიანები, მონანენი, მადლიანნი, ღირსების, მშვენიერი სულის თაყვანისმცემლები, არ დავივიწყოთ მამაპაპური ადათი, "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლას" ვუერთგულოთ და გავიხსენოთ  კაცი ლეგენდა, თბილისის მეხოტბე და მოტრფიალე, უკანასკნელი მოჰიკანი, გიზო ნიშნიანიძე... იეთიმ გურჯის, საათნოვას, იოსებ გრიშაშვილისა და ლადო ასათიანის შემდეგ საქართველოს ჭაღარა დედაქალაქისთვის გიზო ნიშნიანიძის მსგავსად არავის უმღერია, არავინ დაფიქრებულა " ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოჰქარგა უწინ."
         ...და დადიოდა თბილისის ქუჩებში ერთი დიდებული კაცი, რომელიც ძალიან წააგავდა ფიროსმანის მეეზოვეს, რადგან ცოცხივით წვერით და წვერებივით ცოცხით  ჰგვიდა დედაქალაქის ქუჩებს... თავს ერთად უყრიდა, აქუჩებდა ქარში გაფანტულ ფოთლებს - მოგონებებს, ცეცხლს უკიდებდა, თვითონაც თბებოდა და ჩვენც გვათბობდა.
                 "ცეცხლი ცეცხლია, ზოგჯერ მცირე , ზოგჯერ დიდია,
                  მთავარი არის, რა იწვის და ვის უკიდია"- ასე გვესიტყვება ბატონი შოთა ნიშნიანიძე და გვაფიქრებს ცეცხლის, სითბოს საჭიროებაზე, სიყვარულით წვასა და ფერფლადქცევაზე..
     აი, ახლაც "ქარი ქრის.. ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,"
რკალად იხრებიან ხეთა რიგები:
         "ფიქრები, ღრუბლები საავდროდ იყურებიან,
           დაბორიალობენ ლანდები...
           მდაბლად თავს გვიკრავენ ჩვენი რაინდები-
           თბილისის ნამდვილი გრანდები."
 სად ხარ, ქართული სიტყვის მეხანძრევ, მოდი მეეზოვევ, ერთად მოაქუჩე ქარდაქარ გაფრენილი ფოთლები, მერე მუხლებით შეგროვილ ფოთლებში გაიარე და ფოთოლთა შრიალით" ფიქრებში გვახეტიალე, გადაგვახედე  წარსულში, თვალი გაგვასწორებინე აწმყოსთვის და იმედით შეგვახედე მომავალს.
    ...და აი, ჭრელ-ჭრელი ფოთლებით მორთულ სცენაზე ჩნდება ნაღდი თბილისელი, დედაქალაქის ხელაპყრობილი მლოცველი და მგალობელი კაცი, რომელმაც თბილისს ლიტერატურული ძეგლი დაუდგა... მაშ ასე: გიზო ნიშნიანიძე დროის პირისპირ.. ის არ დასჯერდა ჭაღარა თბილისის მხოლოდ ერთ ულამაზეს კუთხესთან ალერსს, თაობათა ცვლის ამსახველი წიგნით "პაემანი ვერაზე" მოესიყვარულა  იმ კუთხეს, სადაც დაიბადა და მერე პაემანზე, არც მეტი არც ნაკლები, დედა თბილისი მიიპატიჟა, ბავშვობის მიჯნურს აუხსნა სიყვარული და ამ ზეიმზე მთელი საქართველო მიიწვია...
                      ... პაემანი გავმართოთ,
                      ქეიფმა დილამდე ილხინოს-იგიჟმაჟოს,
                       ღამე გავუთიოთ თბილისს მეათასე..."
მხატვრულ-ლიტერატურული მოთხრობების კრებული "პაემანი თბილისთან", "ერთად მოქუჩებული ქუჩებისა და უბნებისათვის" თქმული 1001 ღამის ზღაპარია,ნაღდი თბილისელისაგან თბილისის თბილი მოფერებაა, როგორც თავად ბრძანებს, ეს მოთხრობების კრებული "თბილისური ამბებია-გულის ამონაკვნეს-ამონამღერ-ამოშაქრულ-ამომწარებული"... , მასში ყველაფერი რეალურია.
     და ასე სტუმარ-მასპინძელი, მომავალი და მიმავალი ერთად მივაბიჯებთ პაემანზე თბილისთან.. "და ჩვენც, კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, გუშინდელ ბავშვებს-დღეს ბერიკაცებს, ნაღდ ქართველებს გუშინდელ დღეში(ბავშვობაში) , მივყვებით  მომავალი, ხვალინდელი დღის გადასარჩენად, რათა წინ ცქერისას, უკანაც მოვიხედოთ და, სადაც ჩვენსას ვიტყვით, იქ მათიც არ დავივიწყოთ, გვახსოვდეს, ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ და სად უნდა წავიდეთ. მაშ, გაუმარჯოს პირველ პაემანს, პირველ შეხვედრას და თბილისის კარის შეღებას. ამ კარის შეღება კი ზემელიდან უნდა დავიწყოთ, რადგან, მწერლის თქმით , სწორედ ზემელია "ჭიპი დედამიწისა" და  გარესამყაროსთან მისი "მიმაგრების" ადგილი.
გიზო ნიშნიანიძე დაიბადა ორჯერ, ვერაზე ზემელზე,  ფილარმონიის გვერდით სამშობიაროში დაიბადა პირველად ( ფიზიკურად) 1928 წ. 13 თებერვალს და მეორედ (მეტაფიზიკურად) სამშობიაროს გვერდით, ფილარმონიაში - 1987წლის 28 დეკემბერს, როცა ფილარმონიაში გაიმართა მისი "პაემანი ვერაზე."
 გაჭირვებამ და  ომმა გამოაწრთო, წაართვა ბავშვობა("რომელიც 40-იან წლებში გავიდა სახლიდან და ღმერთმა იცის დღემდე სად დაეხეტება") და უცბად დააკაცა. გაჭირვებას არ გაუბოროტებია, პირიქით, დალხინების ფასი ასწავლა, მან და მისმა მეგობრებმა ის ძარღვი  შეინარჩუნეს, რომლის გაწყვეტისაც ეშინოდა წმ. ილია მართალს.
   "ვინმემ რომ მკითხოს, სამოთხე სად არისო, დაუფიქრებლად ვეტყვი მისამართს: თბილისი, ჭავჭავაძის პროსპექტი N1 . უნივერსიტეტი-ესაა ზეიმი, შედიხარ ბიჭი და გამოდიხარ კაცი, ის ინახავს შენ ბიჭობას და კითხულობს კაცობას, ამიტომ მუდამ ვალში ვართ მასთან, როგორც შვილი ღვიძლ დედასთან და მადლიერებით სავსე თავს ხრის ყველა იმ ადამიანთა წინაშე, ვინაც ამ სამოთხეში კაცობის ტვირთი აკიდა და ცხოვრების გზაზე დააყენა.
   მხატვრულ-დოკუმენტურ მოთხრობაში ავტორი იხსენებს იტალიურ, ნაღდ თბილისურ ეზოს, ომის დროს  შებინტული-"ინვალიდფანჯრებიანი" ოთახებით", ლამაზმოაჯირიანი აივან-ლოჯებით, იკრიბიკრო კიბეებით, სამერცხლეებით, ძველი მეხამრიდებითა და ტრადიციით: "სხვისი სიხარულით სიხარული, სხვისი ნეტარებით-ნეტარება", "ამ ეზოში არც ძაღლები იყვნენ ავები და არც კატები იჭერდნენ სხვის თაგვებს", სიყარული ჰქონდათ გზად და ხიდად და ამ ხიდზე საგზალივით გადაჰქონდ-გამოქონდათ სიკეთე.
         ღიმილიან-ცრემლიანია გარდასულ დღეთა სურნელება, როგორც გალაკტიონი ამბობს:             
                           „დღეს მაისი ფერში ნაირშია,                                                        
                          თუ დრო არი, დროს ისევ შენ შეჰფერი,
                          და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
                            მე თბილისი ავირჩიე ბებერი."
რა დაავიწყებს თბილისის "მეტრფეს"/გრიშაშვილი/ იმ სურათებს, ამ ქალაქმა რო მოჰქარგა უწინ. ამ სიყვარულმა 53 წლის ასაკში დააწერინა "პაემანი ვერაზე" ისე , რომ, როგორც თავად ამბობს, მანამდე სტრიქონიც არ დაუწერია და ეჭვმიტანილიც არ ყოფილა ლექსის წერაში, ჟანრი, რომლითაც ბატონმა გიზომ შეძლო თავისი სათქმელის გადმოცემა, პროზა აღმოჩნდა. წერს, სიყვარულს უხსნის თბილისს(ვერას) პროზისა და პოეზიის  მონაცვლეობით, თავად ოღროჩოღროს უწოდებს იმ ლექსს, რომელიც მოარგო თბილისს და მასთან სასაუბრო ენას.
    მწერალი, ყოველ ცისმარე დღეს დადის მტკვარზე, "სევდიანი ფიქრთ გასართველად" და  "თევზაობს საკუთარი ტკივილის ხუჭუჭებით მოქსოვილი ხსოვნის ბადით", იხსენებს ძმაკაცებს, ჩვენთვის, ზოგთათვის, მხოლოდ გვარებს და სახელებს, ზოგთათვის და თავად გიზო ნიშნიანიძესთვის - ხატებს და სალოცავებს.
      "პაემანი თბილისთან გვამცნობს  ობლების პრეზიდენტს, უპატრონოთა დამაპურებელ შოთა დედაბრიშვილს და ვლადიმერ მებურიშვილს-კომპოზიტორს, პიანისტს, გიტარისტს, მომღერალს, მჭევრმეტყველს, იუმორისტს, ჭირისუფალსა და ლხინისუფალს... გურამ ასათიანს- ცნობილ მწერალს,ლიტერატორს, ქართული სულის სათავეების მაძიებელს, ქართული ხასიათისა და ზნეობის მკვლევარს... გურამ ხარაიძეს - ცნობილ კალმოსანს, ჟურნალისტს, გაზეთ "მოლოდოიუ გრუზიის" მთავარ რედაქტორს... ლეგენდარულ გალაკტიონს, "მარტოობის ორდენის კავალერს", კაცს, რომელიც მთელ დედამიწას დუელში იწვევდა და, რომლისთვისაც "თბილისი იყო გილიოტინა და ეშაფოტი," ხოლო ლექსი, "ერთადერთი თავშესაფარი"...
 გიზო ნიშნიანიძე... კაცი მოტრფიალე ადათების ძველთაგან ძველის, ტფილისის ჰავის , ფიროსმანის, ღია კარის და ღია გულის, ნამდვილი სპექტაკლების, ტფილისური ვარიაციების, ვერის უბნის მელოდიების, გალა-კონცერტების. ძველი თფილისური დიონისური ვაკჰანალიების, ქუჩის წარმოდგენების.
იმ ძველ თბილისურ დღესასწაულებს შესწრებულს ტკივილს გვრის დღევანდელი ცხოვრება. ამიტომაც ამბობს გულისტკივილით:
      და აღარ მესმის ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ..
       არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს კვეხნად,-
      დრო იყო ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა", დღეს...
დღეს კი , როგორც მწერლის "ძმა და ჭირის მოზიარე " მიხეილ ქვლივიძე ამბობს : "თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ ადათ-წესს ვნატრობ."
     ძველი "ტფილისის მეტრფე აშუღი" კარუსელივით ატრიალებს დროს და თითო მოგონება თითო ფანტელად გვადნება სულზე, ნაკუწ-ნაკუწ იკინძება და მთლიანდება წარსული, გვიბრუნდება ის  ნანატრი დრო და ვხედავთ "ზემელის ინტერნაციონალს", თბილისურ ეზოებს, სადაც ღიაა სახლის კარიც და გულის კარიც, მიუხედავად იმისა,რომ თითქოს მე-20 საუკუნემ ჩვენთვის მოიცალა, არ დაგვკლებია ოქტომბრის რევოლუცია და კონტრრევოლუცია, ორი მსოფლიო ომი, 1937 წელს შუაღამისას კარზე კაკუნი და გულის ბაგაბუგი... 1941-45 წლის სამამულო ომი.. თბილისის ძმათამკვლელი ომი, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომი, მოკლედ, სულ ომში ვიყავით , მაგრამ არ დაგვიკარგაცს ტრადიცია, სხვისი სიხარულით გახარებისა და სხვისი ტკივილის ჭირისუფლობის ნიჭი, დატირებაც ტრადიციული ვიცოდით და მოლხენაც..
 დღეს კი.. დღეს თბილისური ეზოებისა და სახლების კარი დაიხურა. სტუმრის გვეშინია, ასეთი დროც დაგვიდგა," ნუთუ მართლა-რაც გვინახავს , ვეღარ ვნახავთ? ღმერთმა ნუ ქნას.."
 თბილისი ბავშვობიდან სულს გვიბერავდა და ახლა იქით ჩვენ შევუბეროთ, რომ სული მოვუბრუნოთ და რაც გვინახავს , კიდევ ვნახოთ, რათა კიდევ დავესწროთ სპექტაკლს და ვიმოგზაუროთ ზღაპრულ სამყაროში..
  ... დადის მწერალი, ძველი თბილისის მეფაიტონის მსგავსად, და დააქვს "ძველი დარდების გუდურა გრილი", იხსენებს  ძველი თბილისის აბანოებივით ჭრელ-ჭრელ თბილისურ ამბებს:
         "ჰოი, თბილისო, რა ძალა გაქვს,რა ღონე , რიდი -
         ყველა ბოროტი მეხთატეხის ხარ მეხამრიდი."
ცოცხლდებიან "რეპორტჟები ხსოვნის ცხრაკლიტულიდან", აი "სიხარულის სახლის" ნამდვილი ვარიაციები, იშლება თბილისური საძმო სუფრა, სადაც ხელგაშლილი მასპინძელი ხელში  არაფერს იტოვებს, სტუმარ-მასპინძლობის ადათს იცავს.. ძველ თბილისში ერთმანეთის სიყვარულით თბებოდნენ, სიყვარულით ტკბებოდნენ, ტკივილით ტიროდნენ.. თბილისი ხასიათების ქალაქი იყო,  ახლა უბრალოდ მისამართია. „დავბორიალობ ჩემი ოცნების ქალაქში, ცალი თვალი ძველისკენ მიჭირავს, ცალი–ახლოსკენ და იმ „სიხარულის სახლისკენ“ გზას ვეღარ ვიგნებ,“– ტკივილით გოდებს მწერალი და გვთხოვს , ის საშინაო თუ საგარეო ტრადიციები , რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მისხალ–მისხალ აგროვეს , გადავარჩინოთ და შევუნახოთ შთამომავლობას. ვეცადოთ, რომ ეზოში სახლის, ქუჩაში ეზოს,  ქალაქში ქუჩის, უცხოეთში საქართველოს და მომავალში წარსულის  დესპანები ვიყოთ...
   დიდება იმ ხატს, ვინც საუკუნეებს მანძილზე საქართველოს გულის ხატი ხატა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ამ ხატზე ლოცულობს და ახალ ხატს ქმნის..
თბილისი ჭრელი და მრავალფეროვანი, მრავალეროვანი ქალაქია, მაგრამ ის ყოველთვის ქალაქური ენით მეტყველებდა „თბილისმა თბილად მოანარუქა სხვადასხვა ენის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა, თავისებური ეშხი  და მზეოსნობა“/ი.გრიშაშვილი/ 
დღეს ზოგი თბილისშია და თბილისელი არ არის... ჩამოვა სოფლიდან, ჩამოიტანს სოფელს და დადის თავის  სოფლიანად დედაქალაქში.“ თბილისს უნდა მოერგო და არა–მოირგო, თბილისელობა უფლებაზე მეტად მოვალეობაა და ეს მოვალეობა უნდა გავისიგრძეგანოთ, „თბილისური ჯიშიანი სიტყვა–გამოთქმები ხმოვანია და ლეგენდარული, ამიტომ ამ ენის კრიალოსანს... ყოველ გამონათქვამს უნდა ველოლიავოთ.
მოდით, შევუსრულოთ თბილისის მეხოტბე–ჭირისუფალს,მისი ზნეობისა და ტადიციების დარაჯს თხოვნა – სურვილი და ავაშენოთ „თბილისური სახლი“ თბილისური ხასიათის გადასარჩენად. თუკი ქართულ სტუმარ–მასპინძლობას ხელთუქმნელი ხატი დაუდგა სწორუპოვარმა ძეგლმა–სიმღერამ „ჩვენი მასპინძლის სასახლე“, იქნებ „თბილისურმა სახლმაც“ დაგვიბრუნოს ძველი თბილისი თავისი კოლორიტით , ზნე – ჩვეულებებით, ეთნიკური მახასიათებლებით , ქალაქური სამსჯავროთი, მორალური კოდექსით , გაზეთ „სალაყბოთი“, ყოჩობის, ქალაქური შემოქმედების, ძნელადაღსაზრდელთა პატრონაჟის თბილისური სპეციფიკით და დღევანდელობის ისტორიული რეალობით  ნაკარნახევი სხვადასხვა ინსტიტუტებითა  და ატრიბუტიკით...იქნებ სწორედ ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის, სიხარულის „თბილისური სახლი“ გახდეს  თაობათა ცვლისა და თბილისური ხასიათების სამჭედლო.„კარგია ძველი ისტორიული უბნების აღდგენა–რეგენერაცია, მაგრამ კიდევ უფრო საშური საქმეა თბილისის სულიერი რესტავრაცია, მისი ტრადიციების შენახვა, ახლის დამკვიდრება, ძველ თბილისთან საერთო ენის გამონახვით“,– აი მხატვრულ–დოკუმენტური მოთხრობის მთავარი სათქმელი... დღემდე თბილისმა გვიპატრონა, ახლა ჩვენგან ელის პატრონობას, სულის მობრუნებას და, რადგან თბილისი  ჭეშმარიტად  საერთო და საკუთარი  ფსიქოლოგიის მატარებელი ხასიათიანი ქალაქია, მას ხასიათის ძერწვა, სრულყოფა და შენახვა სჭირდება, თორემ ის თვალსა და ხელს შუა კარგავს ხასიათს, უხასიათო კი.. კაცი რა არის, ქალაქი რა იქნება.“
   ...ძლიან ამაღელვა  გიზო ნიშნიანიძის მხატვრულ–დოკუმენტურმა მოთხრობამ.. „თბილისის მეტრფემ“ კიდევ უფრო შემაყვარა ჩემი ქალაქი, ვეთანხმები „თბილისის ლიტერატურული ბოჰემის ავტორს“ იოსებ გრიშაშვილს : “თბილისის შესაქებად საჭიროა მახვილი ინტონაცია და კრიტიკის დოსტაქრული სკალპელი, რომ  პოეტმა  ჩვენი მხარე სწორი ფერებით  შეანაზუქოს.“ გ. ნიშნიანიძემ მახვილი ინტონაციით და დოსტაქრული სკალპელით ძველი თბილისი “ლექსის ლერწმებში დააპატიმრა“, პაემანი გაუმართა ხასიათიან მიჯნურს და განა მარტო მისი, მკითხველისა და მსმენელის გულიც მოიგო, ამ მოთხრობით ტრადიციის მიმდევარნი გაახარა, არატრადიციულნი დააფიქრა, მომავალს , წასულთა და მიმავალთა  ნამდვილი გრძნობების გახსენებით, კარგი გაკვეთილი ჩაუტარა.
   „მიგიხვდი, ჩემო მოყვარევ , რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი“ ... გული გტკივათ , რომ ვერ მივაგენით ძველი თბილისური ხასიათის რესტავრაციის საშუალებებს, რის გამოც, “თბილისელობის მცნებას ჭია გაუჩნდა“, ამიტომაც ჩაიკვნესეთ ტკივილიანი სტრიქონები:
     „რა ჰქვია ამას,
      მონატრება დედის და შვილის,
     თბილისში ვცხოვრობ და თბილისში დავეძებ თბილისს.“
  თქვენი პაემნით თბილისს მაჯა აუჩქარეთ, სარეცელს მიჯაჭვულ ტკივილებისგან დახრულ “სასიკვდილოდ გახაზირებულ“ გურამ ასათიანს კი ათქმევინეთ: “ეს რა ჰქენი, ბიჭო?? შენმა ტკივილებმა ჩემი ტკივილები დამავიწყაო.“ განა ისურვებს ვინმე ამაზე უფრო პირუთვნელ შემფასებელს , ან ამაზე უკეთეს რეცენზიას, ვიდრე გურამ ასათიანის მიერ თავზე ხელისგადასმა და ამბორია?!
  თბილისით ცხოვრობდით, თბილისით სუნთქავდით, თბილისს მშობელივით ესათუთებოდით, ეჭირისუფლებოდით, გულის მიჯნურს მიეცით გული მთლიანად, თბილისელებს კი ნაწილ–ნაწილ დაურიგეთ, ამიტომაც გიმტყუნათ გულმა, პოეტურად გარდაიცვალეთ ლექსის კითხვისას, ალბათ ის ლექსიც თბილისს ეძღვნებოდა...
  ჩემს თანატოლებს, უფროსებს , ჩემზე პატარებს მინდა ვუთხრა: მოეფერონ თბილისს და მისი მონატრების შემთხვევაში მოძებნონ გ. ნიშნიანიძე, კაცი, რომელთანაც მთელი თბილისი დადიოდა პაემანზე და წაიკითხონ (ოღონდ გულისყურით, გულის თრთოლვით, სულის კანკალით) მისი “პაემანი ვერაზე“ და “პაემანი თბილისთან“... წაიკითხეთ, იტირეთ , იბედნიერეთ, რადგან მისი პოეზიით დაგიბრუნდებათ ბებერი თბილისი, ნახავთ და გაიცნობთ, იმ ბიჭებს , ასე რომ უხდებოდნენ თბილისს და თქვენც  იტყვით, ინატრებთ მწერლის დარად:                        “დრო მიდის, გვითვლის ნაბიჯებს და უკან აღარ ბრუნდება,
ღმერთო, მიეცი ამ ბიჭებს,
მეორედ მოსვლის უფლება..“
გ.ნიშნიანიძემ თბილისელებს დაგვიტოვა უნიკალური შანსი, მარადიულად ვიაროთ პაემანზე, შევასრულოთ მწერლის ანდერძი , ავაშენოთ “თბილისური სახლი“ და შენდობა ვუთხრათ იმ ნათელი კაცის სულს, ვისი წასვლითაც ნიჭიერება დაობლდა... როგორც  ჩვენი კათოლიკოს – პატრიარქი ბრძანებს: “ღმერთმა დალოცოს თაობების თბილისური პაემანი“ და თბილისელების ამ პაემანზე მიმპატიჟებელი გ. ნიშნიანიძე...

Friday, May 24, 2013

გილოცავთ!

ჩვენმა ბლოგმა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით გაიმარჯვა.მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით!
ესენი არიან:
  1. ნიკა ბერეკაშვილი
  2. სანდრო ჯავახიშვილი
  3. გიორგი ჯანხოთელი
  4. მარიამ ფირცხალავა
  5. თორნიკე გოჩიტაშვილი

Sunday, May 12, 2013

გილოცავთ კვირაცხოვლობას!

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.

ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.

უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

Sunday, February 24, 2013

32-ე საჯარო სკოლა

,,სამოთხის გვრიტების” მოძღვარია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა(კეკელია),მისი კურთხევითა და დედობილების,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების-ასმათ ჭარელიძისა და ლია ჩხაიძის უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენი ლიტერატურული სალონი მრავალი შესანიშნავი დღის მოწმე გამხდარა....სასიტყვეთში მოგზაურობა ერთიანად გვხიბლავს დიდსა თუ პატარას,სტუმარსა თუ მასპინძელს.....

ექვთიმე თაყაიშვილი , როგორც პოლიტიკური მოღვაწე

ექვთიმე თაყაიშვილის ფათერაკებით სავსე ცხოვრება საქართველოს კუთვნილებაა,მისი ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელია.შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა ის რეგალია,რაც მის სახელს უკავშირდება:პირველი ქართველი არქეოლოგი,მკვლევარი ისტორიკოსი,ეთნოგრაფი,წყაროთმცოდნე,ნუმიზმატი,ფოლკლორისტი, განძეულის გუშაგი,....არ დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელსაც სწავლულის ხელი არ შეხებია.
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.
კვლევის მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა  პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის დასაწყისში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი  ადამიანისა ,ილია ჭავჭავაძესთან ერთად.
ილია ჭავჭავაძემ 1905 წელს შეადგინა პარტიის პირველი პროგრამა,მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევს დაეფუძნადა,არსებითად,საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე გზა განაგრძო.ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილეა ამ პოლიტიკური წიაღსვლებისა.
კვლევის დაწყებამდე ვესაუბრეთ № 32 საჰარო სკოლის პედაგოგს,ისტორიკოს ნელიჭელიძეს.ის გვესაუბრა ექვთიმეს ღვაწლსა და დამსახურებაზე,გაგვიღვივა ინტერესი მომავალი კვლევისავის.ისტორიკოსი,ქალბატონი ნელი ჭელიძე:,,ჩემთვის ექვთიმეს გზა არის ტანჯვის,ღირსებისა და კაცურკაცობის,უკვდავებისა და სიმართლის გზა...გზა,რომლითაც უნდა იაროს მომავალმა თაობამ”.,,მართლაც საინტერესოა ექვთიმე,როგორც პოლიტიკოსი.შეგიძლიათ ჩაატაროთ მინი-კვლევა ამ საკითხზე...”
ამის შემდეგ გეზი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ოფისისაკენ ავიღეთ.21 თებერვალი იყო,ექვთიმეს გარდაცვალების დღე.ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა.ჩვენც გავთამამდით და რესპონდენტის კეთილგანწყობით ვისარგებლეთ.ბევრი რამ გავიგეთ და მასალებიც მოვიპოვეთ.ჩვენი კვლევაც,ფაქტობრივად,მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ავაგეთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან ორი უდიდესი წმინდანი დგას:წმინდა ილია მართალი და წმინდა ევთიმე ღვთისკაცი.ილია მივიდა იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური პარტიის დაარსება  და 1905 წელს იგი ეროვნილ-დემოკრატიულ პარტიას აარსებს.მას აზრად აქვს ამ პარტიის მხრებზე გადმოასვენოს ის ტვირთი,რომელსაც საქართველო ერქვა და რომელიც მან მთელი ორმოცდაათი წელიწადი მარტოდმარტო ზიდა და ატარა,როგორც ერის ბელადმა.”
შეიქმნა ქართული დემოკრატიული პარტია,ამასთან საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა წამოყენებულია,როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი.არჩეულია პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომელშიც შევიდნენ ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
ექვთიმე ამბობს:,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს საქართველოში მას აქეთ,რაც საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად პროტექტორატისა და დაცვისა,მოახდინა ანექსია საქართველოსი.”
,ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია,ის ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის,უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
ამ პარტის რიგებში თავი მოიყარეს ინტელიგენცის წარმომადგენლებმა.ნიკო ნიკოლაძე,უკანასკნელი სამოციანელი,იყო პარტიის უხუცესი წევრი.ექვთიმე ამ დროს 54 წლის გახდათ.მას გავლილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სკოლაც,პეტერბურგის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1887 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იწყებს,მაგრამ ავლებს რა თვალს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას,ილიას გვერდით დგება და უერთდება მის თანამებრძოლთა წრეს.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
ნიშანდობლივია,რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს,რომლითაც საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან აღდგა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
1919 წ.თებერვალი-საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.ამ არჩევნებზე ედპ-მ 8 მანდატი მიღო,ერთი მანდატი ექვთიმეს ერგო.მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  კვლავ დატოვეს ამ თანამდებობაზე.იყო აგრეთვე განათლებისა და ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი.მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო კომისია.რა თქმა უნდა,თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ,ამ საქმეში დიდი გამოცდილების გამო.
სამწუხაროდ,საქართველოს დამოუკიდებლობა  დიდხანს არ გაგრძელებულა.1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული განძეულის მცველად და საპატრონოდ საფრანგეთში გაემგზავრა.ლევილის მამულში დაიდეს ბინა ემიგრანტებმა.ეროვნულ-დემოკრატები მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ,პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,რომელიც ფრაქციათა წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა.ექვთიმე თაყაიშვილი კვლავ მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე.ეს მკაფიოდ გამოჩნდა 1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე,რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში აჯანყების საკითხი.ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე.1924 წელს მაინც მოხდა აჯანყება,მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ რეპრესიებს მიმართა.,,ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!-”ასე აფრთხილებდა ექვთიმე საზოგადოებას.
      ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა პარიზში ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე,რომელზედაც მომავალი კონფერენციის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები შეიმუშავეს(1921წ.18 დეკემბერი).
ექვთიმე კონფერენციის დელეგატია,მოხდა ინტერპარტიული შეთანხმება,რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული გამოსვლისათვის ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.პოლიტიკურმა ემიგრაციამ კარგად იცოდა,რომ გადამწყვეტი სიტყვა თავად ხალხს უნდა ეთქვა(1922წ.თებერვალ-მარტი).
ექვთიმე  დღესაც ამხნევებს ქართველ ერს:ერი არ შეიძლება შედრკეს,ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს(1922წ.26 მაისი).
,,ერი ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს,მისი გუშაგი უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდის! მთაწმინდის მიწამ ჩაიკრა გულში ერის საამაყო შვილი,განძის მცველი და თავად უდიდესი სიმდიდრე და განძი,სინდისი და ნამუსი,ღირსება და პატიოსნება,სიმართლე და უბრალოება, სიწმინდე და სათნოება-წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

გამოყენებული ლიტერატურა:
ž  ჯანელიძე,ო.ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან.-თბ.მეცნიერება,2002.-535 გვ.
ž  ჯანელიძე,ო.საქართველო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან.-თბ.:ნიკე,1997.-40გვ.
ž  ჯანელიძე,ო.ექვტიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე//ღვთისკაცი.ექვთიმეთაყაიშვილი.კრებული.შემდეგ.ი.თავბერიძე.-თბ.საქ.საპატრიარქოს გამ-ბა,207.-გვ.14-129
ž  ჯანელიძე,ო.საქართველოს ეკლესია და პოლიტიკური პარტიები მე-20 საუკუნის პირველ ოცწლეულში/საისტორიო შტუდიები/ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.-201.-ტ.2.-გვ.126-138.
ž  ასათიანი,ა.საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია[1917-1937წ.წ.]/ქართული მწერლობა.-190.-№3.-გვ.82-95.
ž  თევზაძე,ნ.ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება(1918 წლის 26 მაისი)/კლიო:საისტორიო ალმანახი.-19.-№5.-გვ.174-178.
ž  საქართველოს ისტორის ნარკვევები.ტ.მე-6.საქართველო 190-1921წ.წ.-თბ.საბჭოთა საქართველო,1972.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული პარტის პრეს-სამსახურის გამოცემა.თბილისი.2008წ.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი.მოამბე,№1(4).205წ.
ž  ინტერნეტ-საიტები:google.ge; burusi; wordpress.com; ka.wikipedia.org;

კვლევითი პროექტი:
ექვთიმე თაყაიშვილი,როგორც პოლიტიკური მოღვაწე
პროექტის ხელმძღვანელები:
პედაგოგები:
ნელი ჭელიძე,ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე.

მონაწილენი:
მოსწავლეები:
გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი.
მომზადების დრო:
1-22 თებერვალი.2013 წელი.

მიზანი:
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი
ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის
დასაწყისში , როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი ადამიანისა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

პრობლემა ანუ
არსებული მდგომარეობა:
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.

განსახორციელებელი ამოცანები:
·         ჯგუფის შექმნა
·         მოტივაციის განსაზღვრა
·         სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
·         ფილმების მოძიება ექვთიმეს შესახებ და მისი ჩვენება-განხილვა
·         ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა,კვლევების  წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         ინტერვიუ ისტორიკოსებთან,ედპ-ს წამრმომადგენლებთან.
·         საცავებსა და ბიბლიოთეკებში ინფორმაციის მოძიება.
·         ინტერნეტსაიტებზე მასალის მოძებნა,გაცნობა.
·         მოძიებული მასალის დახარისხება,დალაგება,ნაშრომისათვის საბოლოო სახის მიცემა.
·         პრეზენტაცია

შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესახებ;
  • წარმოაჩენენ ეღვთიმეს,როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს.
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
·         შექმნიან ბლოგს,სლაიდშოუს მოძიებული მასალების გამოყენებით.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • კვლევითი  პროექტი;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

რესურსები:
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.