Saturday, October 10, 2015
ჩვენ ვაწყობთ მკითხველთა კონფერენციას!
2015 წლის 12 ოქტომბერს, სსიპ ქ.თბილისის N 32 საჯარო სკოლის სამკითხველო დარბაზში მე-9 დ კლასის მოსწავლეები ვაწყობთ ,,მკითხველთა კონფერენციას".
ვემზადებით მკითხველთა კონფერენციისათვის
ვნახოთ,რა წაიკითხეთ ზაფხულში!როგორ წაიკითხეთ!
სასურველია მოხსენება გააკეთოთ შემდეგი მითითების მიხედვით:
- წაკითხული წიგნის ან ნაწარმოების ავტორი და სათაური.
- არჩევანის საფუძველი (რამ გადაგაწყვეტინათ ამ წიგნის წაკითხვა?).
- მოკლე მიმოხილვა (რა თემაზეა დაწერილი წიგნი?)
- ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ტექსტში.რითაა გამორჩეული იგი?
- რომელი გმირი მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და რატომ?
- გაუზიარეთ აუდიტორიას თქვენი შთაბეჭდილება ამ წიგნის შესახებ დადაარწმუნეთ,რომ ეს საუკეთესო წიგნია და სასურველია წაიკითხოს!
კლდეში ნაკვეთი ქალაქი:უფლისციხე
უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;უფლისციხისა და მისი გარეუბნების მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არქეოლოგიურ გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და სინატიფე უფლისციხეს უძველესი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვამ ცენტრად წარმოადგენს.
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ჩვენი ექსკურსია:ატენის სიონი,სამთავისი.
სამთავისი
ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე.
ატენის სიონი
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

მე აღარ წავალ საიქიოში
მე დავბრუნდები სიკვდილის მერე,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,
მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს
და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად
წამალბალახა ყვავილს მოვიტან,
რომ ვუმკურნალო,ვისაც რა სტკივა.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი
სიკვდილისა და სიმარტოვისგან.მე აღარ წავალ საიქიოში,
ყველგან ვიქნები:ქარში,წვიმაში,
ვიქნები მზეში,მზის ამოსვლაში
ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.
მე აღარ წავალ,სულ აქ ვიქნები,
საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები,
სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ვიქნები ქვეყნად,დილის სიოში,
არაგვის ერთი ტალღა ვიქნები,
ტალღა ვიქნები მტკვარში,რიონში.
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ საიქიოში!
მომენატრებით?ვიმოგზაურებ
სააქაოდან-საიქიოში...

გოდერძობა გუდამაყარში
ნისლით, უდიდესი სევდითა და სიამაყით შემოგვეგება გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი.... ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული ჰანგი, ,,მზიან-ჩრდილიანი" სიხარული ზეიმობდა უჩვეულოდ ახმაურებულ ჩოხში....სიკეთე და სიყვარული იფრქვეოდა ირგვლივ.... მზე და ნისლი, სიხარული და სევდა, მონატრება და მადლიერება, ღიმილი და ცრემლი, მოკრძალება და მომავლის იმედი ჩაწნულ-ჩაგრეხილიყო ერთმანეთში....
უჩვეულო განწყობა გვდევდა თან.... ბედნიერებისა და სიამაყის გრძნობას გვიათკეცებდა ცადაზიდული მთები, ნისლით გაერთიანებული ცა და მიწა.... მართლაც, ,,გადაშლილ წიგნს" ჰგავდა გუდამაყრი....
შევყურებდით წითელ-ყვითელი ფერებით მორთულ ხეობას, სტუმართმრავლობით გახარებულ გუდამაყრელებს, ამ მადლიან მიწაზე თავმოყრილ საამაყო და მოსაფრთხილებელ ადამიანებს და ვივსებოდით მადლიერებით... გვინდოდა, მადლობა გვეთქვა ამ დაღლილი და მაინც მომღიმარი ხალხისა და ამ საოცარი მიწისათვის, რომელმაც მოგვიტანა ბედნიერი წუთების განცდა და გვაჩუქა გოდერძი ჩოხელი.....
.....ვტოვებდით სევდის რაინდის სამკვიდროს, ნელ-ნელა იცლებოდა გუდამაყარი... ამ მადლიან მიწასთან შეხებით კიდევ უფრო ახლობელი გახდა დიდი ერისკაცის სევდა... მოდის ზამთარი... გადათეთრდება მთა და ბარი და ძალიან გაუჭირდებათ უფლის იმედად მყოფ გუდამაყრელებს... ახლა მაინც ვუჭირისუფლოთ იმ კაცის სევდას, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო და აწუხებდა ბოქლომდადებული და ჭინჭარმოდებული სახლები და ეზოები... ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქ მაცხოვრებელთა სახლებიდან გამოდიოდეს სინათლე, გამორბოდნენ ბავშვები და ზეცისაკენ მიიწევდეს კვამლი, ნიშნად სიცოცხლისა და უკვდავებისა... ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზით თუ დავუამებთ ტკივილს სევდით გულდახრული მოზარისა და ჭირისუფლის სულს.....

მოვიარეთ გუდამაყრის ხეობა
გუდამაყრის ხეობაში მზეც სხვანაირად ანათებდა და ღიმილიც ერთობ უჩვეულოდ ღიმილობდა..........სევდა არ გვტოვებდა,მაგრამ სიყვარული ისე ძალუმად ათბობდა გულს,რომ ყველა დარდი სადღაც გაიპარა..........ჩვენი მასპინძელი იყო მთლიანად გუდამაყრის ხეობა........და ვინ შეგვკრიბა ასე ერთად? რა თქმა უნდა გოდერძი ჩოხელმა.....ქალბატონი ნინო(გოდერძის მეუღლე) უკვე ჩვენი მეგობარია,ის კი ჩვენ გოდერძის ოჯახის წევრებს გვიწოდებს..........უკვე 9 წელია ჩვენი სკოლა,მოსწავლეები და მასწავლებლები აღვნიშნავთ გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღეებს..........და ჩვენ ვცხოვრობთ სულ სხვა სამყაროში,სხვა განცდითა და ფიქრით..........
Friday, October 2, 2015
გოდერძი ჩოხელი-ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი,კაცი კეთილი და ალალ-მართალი,ერთგული და გულმხურვალე,ღირსეული მამულიშვილი -დღეს 61 წლის გახდებოდა..............
ხვალ მივდივართ გუდამაყრის ხეობაში,ვიკრიბებით N 32 საჯარო სკოლასთან,9 საათზე.ჯერ მცხეთაში მივალთ, ,,სამთავროს წმინდა მიწაზე დაცემული წმინდა ცრემლი" იგრძნობს ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წუთიერ დუმილს,შემდეგ კი ჩოხში შევუერთდებით დიდ საზოგადოებას.

Subscribe to:
Posts (Atom)
-
დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია.... აკაკის ნაკვესები მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საი...
-
ქსანზე რომ. .. შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს, ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე, ჩემს...