Wednesday, January 27, 2010

ფიქრები გაკვეთილის შემდეგ...


მასწავლებლობა დიდი ხელოვნებაა...
თუ ექიმი ადამიანის სხეულის მკურნალია,მასწავლებელი შეიძლება ადამიანის სულის მკურნალად ჩავთვალოთ,რადგან ადამიანში სული უფრო უმთავრესია,ვიდრე ფიზიკური სხეული...ამდენად მასწავლებლის მოვალეობა უფრო უპირატესია,რადგან მის მიერ აღზრდილი ადამიანი თავისი სულიერებით უფლის წინაშე უნდა წარსდგეს...
წარმოვიდგინოთ,რამხელა მადლი უნდა უტრიალებდეს ადამიანს,ათეული წლები რომ სკოლაში გაუტარებია,ათასობით გოგონა და ბიჭი დაუფრთიანებია,რამდენის გულში სიკეთის მარცვალი ჩაუთესავს ...
და,ახლა,დოდო მასწავლებელო,მოიწიეთ თქვენ მიერ დათესილი მოსავალი,კრიფეთ მწიფე თავთავები და დავით გურამიშვილისა არ იყოს:,,მაშინ იხარებს მწიდნავი,ოდეს მოითვლის მტევნებსა“.
თქვენც გაიხარეთ და იბედნიერეთ თქვენი გაკეთებული ლამაზი და კეთილი საქმეების სანაცვლოდ.

დიდი სიყვარულით ნინიკო ებრალიძე.
27.01.2010

No comments:

Post a Comment