Saturday, January 30, 2010

კონკურსი-,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”











ამ თემაზე 32-ე საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა გაკვეთილი...პედაგოგმა ასმათ ჭარელიძემ ლიტერატურულ სალონში შეკრიბა მოსწავლეები და მასწავლებლები...
ეს იყო 2008 წლის აგვისტოს საშინელი დღეების გამოძახილი...




განათლების სამინისტრომ 30 იანვარს გამოაცხადა კონკურსი,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”...

ამ თემაზე უნდა მომზადდეს ნახატები და თავისუფალი თემები....

აბა,გვრიტებო!

მოსინჯეთ ფუნჯი და კალამი!




სისხლიანი აგვისტო

მე არასოდეს დამავიწყდება ის წუთები ,უძილო ღამეები და დიდი გულის ტკივილი ,რომელიც აგვისტოში გადავიტანე.... 2008 წლის სისხლიანი აგვისტო ,მჯერა, როგორც ჩემთვის ,ისე ყველა ქართველი ადამიანისთვის ძნელი გადასატანი იყო . არასოდეს წარმომედგინა საქართველოს თავს ასეთი დიდი უბედურება თუ დაატყდებოდა.

მეშინოდა,ყველგან ბომბი მელანდებოდა.მეგონა ,რომ ჩამოვარდებოდა ბომბი იქ, სადაც ვიყავი და ერთ წუთში, უეცრად ყველაფერი დამთავრდებოდა... თურმე ცხოვრება წამიერი ყოფილა .შეიძლება დღეს ხარ, მაგრამ არ იცი, რა მოხდება ხვალ,გაგითენდება თუ არა ხვალინდელი დღე.

ვლოცულობდი,მხოლოდ ერთ დიდი იმედი მქონდა, მჯეროდა, რომ საქართველოს ღვთისმშობელი დაიფარავდა. ის ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამ ომმა დამანახა, რომ საქართველო ,მიუხედავად შიდა პრობლემებისა, ერთიანია. პატარა საქართველო უზარმაზარ რუსეთს ეომებოდა.ჯარისკაცები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ,თავიანთი სამშობლო რომ გადაერჩინათ. ამან კი გამახსენა ჩემი სამშობლოს მამაცი წინაპრები, რომლებიც მტრებს უშიშრად უმკლავდებოდნენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ....

ის ცრემლიანი დღეები ,რომელიც ჩემმა სამშობლომ გადაიტანა ,ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.... იმ მძიმე დღეებში ბაგრატის ტაძარში ვილოცე და უფალს ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა- ჩემი სამშობლოს გადარჩენა ვთხოვე.....


რაზმაძე ლიკა


VIII- 5 კლასი






No comments:

Post a Comment