Saturday, February 27, 2010

გვრიტების შემოქმედება

ერთი სიყვარულის ისტორია
გარეთ ძალიან წვიმდა. ხალხი თითქოს რაღაცამ შეაშინაო, სწრაფი ნაბიჯებით ყველა შინისკენ მიიჩქაროდა.ვიყურებოდი ფანჯრიდან და სარკმელზე თანაბრად დაცემული წვეთების ხმა ჩემთან ერთად იხსენებდა ერთ სიყვარულის ამბავს....

ეზოში მანქანა გაჩერდა. მეზობელ სახლში, შორი გზიდან სტუმრები ჩამოსულიყვნენ.... სადარბაზოსთან ვიდექით და თვალს ვადევნებდით მამა-შვილის ტკბილ საუბარსა და უცნაურ ჩაცმმულობას. ჩანთები ბევრი არ ჰქონდათ, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა, არცერთი არ გავნძრეულვართ, უფრო მეტიც, მედიდურობამ და ქალაქელობამ თავი იჩინა და უცხოებს სიცილიც კი დავაყარეთ.

გადიოდა დღეები. მმეგობარმა ახლობლის დღეობაზე მთხოვა ავსულიყავით და ნეც უსაქმურობისგან დაღლილმა ცოტა გართობა გადავწყვიტე. სუფრაზე კარგად მოვილხინე და საერტო საცნობებიც აღმოვაჩინე. უცხოდ მხოლოდ ერთ ადამიანს ვუყურებდი, რომელიც დრო დადრო სუფრასთან გამოჩნდებოდა და მორიდებით მხოლოდ სამზარეულოში ფუსფუსებდა. გარეგნობითაც და თავდაჭერილობითაც ყველასგან გამოირჩეოდა, მხოლოდ სტუმრებისთვის იჩენდა ზომიერ ყურადღებას. გადავწყვიტე ,გავცნობოდი. მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი მასპინძელი, ცოტა ხნის წინ რაიონიდან ჩამოსული სტუმარი იყო.

გაცნობა ყოველი დილის შეხვედრი გაღრმავდა.
გოგონა აბიტურიენტი იყო, ჩასაბარებლად ემზადებოდა. მე კი თავმომწონე, ქალაქელი ბიჭი, რომელიც უამრავი სულელი თავგადასავლებითა და ერთფეროვნული ცხოვრებით რაღაც ცვლილებებს ვეძებდი...
ვეძებდი და ნამდვილად ვიპოვე უმშვენიერესი გოგონა, თავისი უბრალოებითა და შინაგანი სილამაზით, ერთგულებითა და წესიერებით.... ჩემი სიახლოვითა და ყოველდღიური შეხვედრებით გულუბყვილო გოგონას თავი შევაყვარე, სეირნობას მივაჩვიე და სწავლაზე გული ავუცრუე. მეგობრებს ვუმალავდი, რადგან ვიცოდი, ამ ნაცნობობაზე მასხრად ამიგდებდნენ, მე ხომ უამრავი გოგონა მეხვეოდა თავს და სერიოზულად არავის ვუყურებდი.... მასთან ერთად კი თავს კარგად ვგრძნობდი, უბრალოდ და თავისუფლად ვიქცეოდი, მხოლოდ მაშინ ვიბნეოდი, როცა ძმაკაცებს შევხვდებოდი, რაღაცის მრცხვენოდა, მრცხვენია და ვნანობ. მე ხომ ნამდვილი სიყვარული, ერთგული ადამიანი, ზედმეტი თავმოწონების და სიამაყის გამო დავკარგე. მას კი გონება ავუბნიე და სული ავუფოროაქე. გოგონა გამოცდაზე ჩაიჭრა და სახლში დაბრუნდა. წავიდა სიყვარული, რომლისთვისაც არ ვიბრძოლე. ვებრძოლები მხოლოდ ჩემს თავს, ასეთი სიყვარული წვიმა ხომ არ არის, ისევ რომ მოვიდეს.

ნინო გიორგაძე
VIII-5კლასის მოსწავლე

ნოდარ ტაბიძე სკოლაში

გალაკტიონ ტაბიძის ძმისშვილის,ნოდარ ტაბიძის სტუმრობა № 32 სკოლაში დიდი პატივია  მოსწავლეების,მასწავლებლებისა  და მშობლებისათვის.
                                                                        2010 წელი.26 თებერვალი

Tuesday, February 9, 2010

თხზულებების განხილვა

თემა:,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”.



ნახატების გამოფენაც გაიმართა...






პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ყურაღებით უსმენდნენ თხძულებების პრეზენტაციას.........










ჟიურის წარმომადგენლები



სოფო მენაბდიშვილის თემა ,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” გაიგზავნა საკონკურსოდ.ავტორი აკეთებს თემის კომპიუტერულ ვერსიას.



ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია
2008 წლის სისხლიანი აგვისტო შავ სუდარასავით გადაეფარა ჩემი ბავშვობის ულამაზეს დღეებს...
მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი და გაგონილი ომის სისასტიკე და, როგორც ყველა ბავშვს, მეგონა, რომ ჩემს სტუმართმოყვარე, პატარა სამშობლოზე ხელს აღარ აღმართავდნენ...
ომის სისასტიკემ უხალისო, ცივი დახადა ლაღი და მოუსვენარი ზაფხული...
ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა შიშნარევი გაურკვევლობა...
ყველაზე მეტად მაშინ შევიგრძენი, როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის თითოეული ქართველის სიცოცხლე...
ღმერთს ვთხოვდი შემწეობას ამ უსამართლო ომში...
ჩემი ხალხისადმი სიყვარულს მტრისადმი ბრაზი ემატებოდა...
,,მე ამ ომმა დიდი ტკივილი დამიტოვა, მაგრამ ამავე ომმა მასწავლა მამულის სიყვარული, მიწის ყოველი მტკაველის ფასი...
ომი დაიწყო!-გრგვინვასავით გაისმა შეძრწუნებული ძახილი და ელვასავით გაიკლაკნა საქართველოს კრიალა ცაზე.
ჩურჩული, ფუსფუსი, ყვირილი, გნიასი, ჩოჩქოლი ერთმანეთში გადაიხლართა და შიშნარევი გაკვირვების ცეცხლოვან ბურთულად ავარდა ცაში: ,,მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო"...
მეხად დაატყდა საქართველოს ძმობა და მეგობრობა...
კარს მოგვადგა სისხლისმსმელი ვამპირი თავისი ჯალათებით, სასტიკი და დაუნდობელი...
შემოიჭრა ჩვენს სულში და ხატი და რჯული წაგვიბილწა...
.არადა, თითქოს ერთნაირად გვწამდა ერთმორწმუნედ!
ღალატის მახვილი აღმართა ჩვენზე დიდმა ,,მეგობარმა" და იმის მაგიერ, რომ მფარველი კალთა გადაეფარებინა და სხვისთვის არ მიეცა ჩვენი გათელვის უფლება, თავად გაგვთელა ,,რუსული ჩექმით!"
ჩვენიდამონება გადაგვარება განიზრახა!
ჩვენი გენისა და ჯიშის აღმოფხვრა სურდა...
სამადლოდ გაწვდილ ხელში ქვა ჩაგვიგდო!
მოვიდნენ სვავები,ყორნები და სისხლით შეგვღებეს, დაგვამუნჯეს, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი აგვიკრძალეს.
შავი სუდარა გადაეფარა საქართველოს ბრიალა მზეს. სამარადისოდ მოიქუფრა ჩემი ქვეყნის ცა. დღე დავკარგეთ, დღე ნათელი, დღე იმედიანი, მზე მოგვპარეს, დღე დაგვიბნელეს...
-მტარვალო მეზობელი, პირსისხლიანო ვეშაპო! ვერ შეგიცნო ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ჩემმა ხალხმა, ერმა გულმართალმა. ასეა, რასაც თავად ვერ იკადრებ, ძნელია სხვაზე იფიქრო. სწორედ ამ სიალალემ და მიმდობლობამ გაგვიჩინა მოუშორებელი ჭირი.
მოგვაშორე შენი კლანჭები, რატომ არ გვანებებ თავს?
გამუდმებით გვჯიჯგნი და გვწიწკნი, რატომ გვინაკუწებ სხეულს ასო-ასოდ?!
გვანაკუწებ და თვითონ კი ავი სულივით როკავ და ხარხარებ...
რატომ გაქვს სული ასეთი ბოროტებით სავსე?
დაიმახსოვრე! სულ რომ წაგვართვა ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, გულს ვერ ამოგვგლეჯ, სულს ვერ დაგვინაგვიანებ, მათ ვერ დაისაკუთრებ!
უკეთურო, განვედ, გაგვიშვი ყელში წაჭერილი მარწუხები, რომ ჩვენ, ჩვენი გზით ვიაროთ, ხომ არაფერი წაგვირთმევის შენთვის?!
რატომ დაივიწყე რჯული, რად შეუდექი იუდას გზას, რად მოგვიქნიე მახვილი, რატომ შემუსრე თუ კი რამ წმინდა არსებობდა შენში?
თუ ხვდება მაინც შენი დაბნელებული გონი ვის უცხადებს ომს?
რჯულს ამოფარებული ბინძური საქმეებით ითბობ ხელს ჯოჯოხეთის ცეცხლზე. ამას გიქადაგებს რწმენა?
,,გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი"... ,,არა გული გითქმიდეს სისხლისა მოყვასისა შენისათვის"...
თუ ნგაცდუნებს თვალი შენი, ამოიღე და განაგდე იგი..."-აი, რას გასწავლის შენი რჯული. მაშ იქნებ დროა გონს მოხვიდე, განეშორო ბოროტს და შეინანო... შეხედო
ღვთისმშობლის ხატს და მიხვდე, დროა თვალსა და ყელში აღარ გვეჩხირებოდე, შეწყვიტო რწმენის შებღალვა, დაივიწყო წარსული და თქვა:იცხოვრე, პატარა ივერთა ქვეყანავ, ლაღად და ბედნიერად, შენ ეს დაიმსახურე, შენ ამის სრული უფლება გაქვს".


სოფო მენაბდიშვილი
VIII-5 კლასის მოსწავლე
პედაგოგი:ლია ჩხაიძე

Thursday, February 4, 2010

თებერვალი დადგაო....

რა ლამაზია დათოვლილი ჩემი თბილისი!






თებერვალი დადგაო,

ხეში წყალი ჩადგაო...

ჩიტმა-ჩიორამაო

საძირკველი გადგაო....

იუმორის კუთხე

აქ შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შექმნილ პაროდიებს....

მასში ნაწილობრივ სიმართლეა გაშუქებული,

ბევრი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია,

ბევრი კიდევ იუმორის გრძნობის დამსახურებაა...



ეს გოგონები მერვეკლასელები არიან...უკვე კარგად წერენ,აზრს თავისუფლად აყალიბებენ,გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს...

სასიამოვნია არა მარტო მათი მოსმენა,არამედ -მათ გვერდით ყოფნაც...




სოფო მენაბდიშვილი,თაკო ზანგალაძე,ნინო გიორგაძე,სალომე ფოცხვერაშვილი

იუმორის კუთხე

ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის

პედაგოგიური საბჭოს 2010 წლის 28 იანვრის

სხდომის ოქმი

სხდომას ესწრებოდა:ყველა მასწავლებელი.

მოისმინეს:დირექტორისმოხსენება 8-5კლასის საქციელების,წარმატებების,მიღწევების,საყვედურების,ქების წლიური შეჯამება.

აზრი გამოთქვეს:

მათემატიკის მასწავლებელი:,,-მერვე მეხუთე კლასში მყოფი ბავშვების დაახლოებით 60% მომყვება მუშაობაში,40% კი გაკვეთილის ათი ორმოცდამეხუთედ ნაწილს იგვიანებს,ხოლო დარჩენილ დროს უაზრო ლაპარაკსა და ძილში გაჰყავთ."

ფიზიკის მასწავლებელი:,,-მე მსგავსი კლასი არ მინახავს,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისინი თლუები არიან,თუმცა ნიჭიერები."

რუსულის მასწავლებელი:,,-ია ოჩენ ლუბლუ ვას, ი ია ზნაიუ ჩტო ანი ტოჟე ოჩენ ლუბლუტ მენა,ნო ნესმარტა ნა ეტა,ია ნე ხაჩუ ზა უხ აცენკოვ პატერიაც რაბოტუ.კეთილი ინებონ და ბევრი,ბევრი იმეცადინონ სხვამხრივ საუკეთესო კლასია."

ინფორმატიკა:,,-მე მგონი პროცესორები აქვთ ზოგზოგიერთებს გათიშულები."

მუსიკა:,,-როდესაც მე მათ ოპერაზე ვესაუბრები,ისინი არ ისმენენ,არაინტელექტუალურები არიან.

ექთანი:,,-მე მგონი ყველაზე ავადმყოფი კლასია!!!"

სკოლის დარაჯი:,,-ისინი გასართობად დადიან სკოლაში,არ მჭირდება მე მაგათი მოდიშები,ნახვამდის,გამარჯობა.უზდელი თაობა..."

ქართულის მასწავლებელი:,,-ესენი არიან ჩემი ძვირფასი სამოთხის გვრიტები"

გეოგრაფიის მასწავლებელი:,,- არაფრის გამკეთებლები არ არიან,იღრიჯებიან მთელი გაკვეთილი,იი ტყემალაძე თუ ვინცხა ოხრობაა.რო გადმოყრის 32-ვე კბილს.. აი წერუაშვილი კიდე სულ არ ლაპარაკობდა და ახლა კაციშვილი ვერ აჩერებს.იყვნენ ახლა მიყურონ თვალებდაყლეპილ ბაყაყებივით..უიი,იი ქველაძე,შტერი..ოი,იი შაქარაშვილი კი არა ჯანდაბიშვილი,გამომწარა მაგან ცხოვრება.ზოგს პეპლები უფრინავენ თავში... აგენი სოფლებში უნდა გაუშვა,ეგება რამე გამოვიდნენ.სოფელში მოიყვანენ ქლიავს და ტყემალს,ტყემალაძის ნაირებს"

დირექტორი:,,-გმადლობთ ყურადღებისთვის.განაგრძეთ გაკვეთილების ჩატარება,მე ახლავე შევადგენ ოქმს."
VIII 5 კლასი .თაკო სილოსანი.
28.01.10








სიმღერა და წარმატება...

ბავშვთა ფილარმონიის პრეზიდენტი ქალბატონი ლანა საყვარელიძე მომავალი თაობის ხელოვნებისადმი სიყვარულით აღზრდას ემსახურება.მრავალი შესანიშნავი კონცერტი უნახავთ თბილისის საკონცერტო დარბაზებში....ინტერესი დიდია....შრომაც ბევრია საჭირო....ქალბატონ ლანას წარმატებები ახარებს..........


კონცერტის წამყვანები




ნინი ებრალიძე გიგი გეგელაშვილთან ერთად....

წარმატებული კონცერტის შემდეგ...













ყვავილები უხდება კონცერტს....