ნახატების გამოფენაც გაიმართა...
პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ყურაღებით უსმენდნენ თხძულებების პრეზენტაციას.........
ჟიურის წარმომადგენლები
სოფო მენაბდიშვილის თემა ,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” გაიგზავნა საკონკურსოდ.ავტორი აკეთებს თემის კომპიუტერულ ვერსიას.
ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია
2008 წლის სისხლიანი აგვისტო შავ სუდარასავით გადაეფარა ჩემი ბავშვობის ულამაზეს დღეებს...მანამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი და გაგონილი ომის სისასტიკე და, როგორც ყველა ბავშვს, მეგონა, რომ ჩემს სტუმართმოყვარე, პატარა სამშობლოზე ხელს აღარ აღმართავდნენ...
ომის სისასტიკემ უხალისო, ცივი დახადა ლაღი და მოუსვენარი ზაფხული...
ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა შიშნარევი გაურკვევლობა...
ყველაზე მეტად მაშინ შევიგრძენი, როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის თითოეული ქართველის სიცოცხლე...
ღმერთს ვთხოვდი შემწეობას ამ უსამართლო ომში...
ჩემი ხალხისადმი სიყვარულს მტრისადმი ბრაზი ემატებოდა...
,,მე ამ ომმა დიდი ტკივილი დამიტოვა, მაგრამ ამავე ომმა მასწავლა მამულის სიყვარული, მიწის ყოველი მტკაველის ფასი...
ომი დაიწყო!-გრგვინვასავით გაისმა შეძრწუნებული ძახილი და ელვასავით გაიკლაკნა საქართველოს კრიალა ცაზე.
ჩურჩული, ფუსფუსი, ყვირილი, გნიასი, ჩოჩქოლი ერთმანეთში გადაიხლართა და შიშნარევი გაკვირვების ცეცხლოვან ბურთულად ავარდა ცაში: ,,მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო"...
მეხად დაატყდა საქართველოს ძმობა და მეგობრობა...
კარს მოგვადგა სისხლისმსმელი ვამპირი თავისი ჯალათებით, სასტიკი და დაუნდობელი...
შემოიჭრა ჩვენს სულში და ხატი და რჯული წაგვიბილწა...
.არადა, თითქოს ერთნაირად გვწამდა ერთმორწმუნედ!
ღალატის მახვილი აღმართა ჩვენზე დიდმა ,,მეგობარმა" და იმის მაგიერ, რომ მფარველი კალთა გადაეფარებინა და სხვისთვის არ მიეცა ჩვენი გათელვის უფლება, თავად გაგვთელა ,,რუსული ჩექმით!"
ჩვენიდამონება გადაგვარება განიზრახა!
ჩვენი გენისა და ჯიშის აღმოფხვრა სურდა...
სამადლოდ გაწვდილ ხელში ქვა ჩაგვიგდო!
მოვიდნენ სვავები,ყორნები და სისხლით შეგვღებეს, დაგვამუნჯეს, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი აგვიკრძალეს.
შავი სუდარა გადაეფარა საქართველოს ბრიალა მზეს. სამარადისოდ მოიქუფრა ჩემი ქვეყნის ცა. დღე დავკარგეთ, დღე ნათელი, დღე იმედიანი, მზე მოგვპარეს, დღე დაგვიბნელეს...
-მტარვალო მეზობელი, პირსისხლიანო ვეშაპო! ვერ შეგიცნო ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ჩემმა ხალხმა, ერმა გულმართალმა. ასეა, რასაც თავად ვერ იკადრებ, ძნელია სხვაზე იფიქრო. სწორედ ამ სიალალემ და მიმდობლობამ გაგვიჩინა მოუშორებელი ჭირი.
მოგვაშორე შენი კლანჭები, რატომ არ გვანებებ თავს?
გამუდმებით გვჯიჯგნი და გვწიწკნი, რატომ გვინაკუწებ სხეულს ასო-ასოდ?!
გვანაკუწებ და თვითონ კი ავი სულივით როკავ და ხარხარებ...
რატომ გაქვს სული ასეთი ბოროტებით სავსე?
დაიმახსოვრე! სულ რომ წაგვართვა ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, გულს ვერ ამოგვგლეჯ, სულს ვერ დაგვინაგვიანებ, მათ ვერ დაისაკუთრებ!
უკეთურო, განვედ, გაგვიშვი ყელში წაჭერილი მარწუხები, რომ ჩვენ, ჩვენი გზით ვიაროთ, ხომ არაფერი წაგვირთმევის შენთვის?!
რატომ დაივიწყე რჯული, რად შეუდექი იუდას გზას, რად მოგვიქნიე მახვილი, რატომ შემუსრე თუ კი რამ წმინდა არსებობდა შენში?
თუ ხვდება მაინც შენი დაბნელებული გონი ვის უცხადებს ომს?
რჯულს ამოფარებული ბინძური საქმეებით ითბობ ხელს ჯოჯოხეთის ცეცხლზე. ამას გიქადაგებს რწმენა?
,,გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი"... ,,არა გული გითქმიდეს სისხლისა მოყვასისა შენისათვის"...
თუ ნგაცდუნებს თვალი შენი, ამოიღე და განაგდე იგი..."-აი, რას გასწავლის შენი რჯული. მაშ იქნებ დროა გონს მოხვიდე, განეშორო ბოროტს და შეინანო... შეხედო
ღვთისმშობლის ხატს და მიხვდე, დროა თვალსა და ყელში აღარ გვეჩხირებოდე, შეწყვიტო რწმენის შებღალვა, დაივიწყო წარსული და თქვა:იცხოვრე, პატარა ივერთა ქვეყანავ, ლაღად და ბედნიერად, შენ ეს დაიმსახურე, შენ ამის სრული უფლება გაქვს".
სოფო მენაბდიშვილი
VIII-5 კლასის მოსწავლე
პედაგოგი:ლია ჩხაიძე
No comments:
Post a Comment