Sunday, December 19, 2010

პოეტი მანანა ჩიტიშვილი-სტუმრად ,,სამოთხის გვრიტებთან”.

         17 დეკემბერი ბარბარობის დღესასწაულია.და ეს დღე მართლაც სასწაულს ჰგავდა..........ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები"(ხელმძღვანელები ასმათ ჭარელიძე, ლია ჩხაიძე) პოეტ მანანა ჩიტიშვილს მასპინძლობდა.
        დეკემბრის ცივ და სუსხიან დილას სულ სხვანაირი დაუდგა ხიბლი....პოეტის სტუმრობა დიდ პატივად აღიქვეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.....ლიტერატურული წრის წევრები გამომეტყველებით კითხულობდნენ პოეტის ლექსებს.....შემდეგ პოეტის წინაშე წარმოადგინეს მათი თვალით დანახული  მანანა ჩიტიშვილის პოეზია........გაითავისეს ავტორისეული სამშობლოს ტკივილი, მიტოვებული სოფლის სევდა, ქსნის ხეობის ყრუ გმინვა, სიყვარულის შემოფეთება და იმედების ძალუმი ძალა..........მოსწავლეები ცნობისმოყვარეობით სავსე კითხვებს უსვამდნენ პოეტს.ისიც გულწრფელად, მშვიდად, კმაყოფილებით პასუხობდა მათ.......დიალოგი მართლაც სალონურ სტილში წარიმართა..........პოეტმაც წაიკითხა საკუთარი ლექსები..........პედაგოგებიც ჩაერთნენ ამ პოეტურ წვაში.........ყველამ ერთად გამოხატა დიდი მადლიერება ქალბატონ მანანას მიმართ.....
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიამ მას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.......
წრის წევრებმა დახელმძღვანელებმა პოეტი მანანა ჩიტიშვილი წრის საპატიო წევრად აირციეს..ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სტუმრობა არც პირველი და არც ბოლო, ის ლიტერატურული სალონის სხვა ღონისძიებებსაც დაესწრება.........



























ეს დღე ერთ-ერთი იმ ლამაზ დღეთაგანია, რომელიც ლამაზ მოგონებად დარჩება №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ცხოვრებაში.

No comments:

Post a Comment