Saturday, December 18, 2010

ჭაშნიკი

        ჩვენი მოსწავლეებიც წერენ..წერენ ჩუმად, გაუბედავად...ზოგჯერ დაბრკოლებებს ხვდებიან და ჩერდებიან....ზოგჯერ ისე წერენ, არავის აჩვენებენ.......მათ რჩევა ჭირდებათ და გარკვევა იმაში-შეუძლიათ წერონ?
        ეს სოფო მენაბდიშვილია-მე-9 კლასის მოსწავლე.ნიჭიერი და განათლებული გოგონა.ბევრს კითხულობს .წიგნი მისი ერთგული მეგობარია, მშველელია, ეხმარება მას. სოფოც შანსს ხელიდან არ უშვებს და იწერს უბის წიგნაკში ფრაზებს, ციტატებს, ლექსებს...ყველაფერი ეს გონებაში იბეჭდება და საუბრის დროს წამალივით ეშველება-ხოლმე.წიგნის სიყვარულმა პოეტური ხედვაც განუვითარა გოგონას....დეკლამატორის საოცარი უნარი ლექსის მხატვრულ წაკითხვით გამოავლინა...........შემდეგ გაუბედავად აირო კალამი ხელსი და თავადაც სცადა..........ახლა ისიც წერს......არ იცის როგორია, რანაირია, მაგრამ მისია, ბავშვურია, განა ყველა ასე არ იწყებდა?!
        პედაგოგებმა ასმათ ჭარელიძემ და ლია ჩხაიძემ მისი ლექსების დაჭაშნიკება  საფიხვნოს მიანდო....სტუმრად პოეტი მანანა ჩიტიშვილი გახლდათ...........ქართულის პედაგოგმა ლია ჩხაიძემ აუდიტორიას წარუდგინა სოფო,როგორც სანიმუშო მოსწავლე,კარგი მეგობარი, საამაყო შვილი და პოეტური სიტყვის  თაყვანისმცემელი გოგონა.
         სოფომ წაიკითხა ლექსი.მისი დებიუტი შედგა.პოეტ მანანა ჩიტიშვილისაგან მიიღო მან ხელდასხმა.ეს უბრალო საქმე როდია! თანაც პოეტი მოიხიბლა პატარა ცქრიალა გოგონას გონიერებით და თავისი წიგნი აჩუქა წარწერით...........სოფოსათვის ეს დიდი პატივია.............მომავლის გზებს დაგილოცავთ, პატარა შემოქმედო!




No comments:

Post a Comment