ფუჭად განვლილი ოქროს ხანა
(ლაშა ბუღაძის "ოქროს ხანის" მიხედვით)
თანამედროვე ქართველი დრამატურგისა და მწერლის, ლაშა ბუღაძის კალამს ეკუთვნის რომანი "ოქროს ხანა". ეს რომანი სალიტერატურო პრემია "საბას" გამარჯვებულია და, მხოლოდ ამიტომ არ გახლავთ გამორჩეული.იგი ჩემი, თქვენი და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია,და ვისაც ის წაუკითხავს,უყოყმანოდ დამეთანხმება ამაში...
რომანი "ოქროს ხანა" საქართველოდან ნებით თუ იძულებით გადახვეწილი და თბილისში დარჩენილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს.ავტორი სარკაზმითა და ირონიით გადმოგვცემს, როგორ ატარებენ თავიანთი ცხოვრების "ოქროს ხანას"გმირები.ვფიქრობ,მწერალს ბევრი არ უწვალია,ადგა და ერთ მშვენიერ დღეს ქალაღდზე გადმოიტანა ის,რაც მის გარშემო,თუ ჩვენ გარშემო ხდებოდა და ხდება;ამ გზით შეეცადა იგი საზოგადოებისათვის,კერძოდ კი,ახალგაზრდებისა ეჩვენებინა მანკიერი მხარეები ისეთი ცხოვრებისა,როგორსაც რომანის გმირები ეწევიან.
ერთი შეხედვით,ნაწარმოებში ახალი და უცხო არაფერია,მაგრამ,თუ დავუკვირდებით,ყველაზე ახალი და სასარგებლო სწორედ ისაა,რომ იგი სარკეში გვახედებს და ყოველგვარი დიდაქტიკისა და პედაგოგიკის გარეშე გვახვედრებს,რას არ უნდა მივბაძოთ,რა არის ჩვენთვის ჩუდი მაგალითი.
ჩემი აზრით,ლაშა ბუღაძე რეალისტი მწერალია,იმდენად რეალისტი,რომ რადიკალურიც კი მომეჩვენა ის რომ ყოველგვარი შენიღბვისა და სელამაზების გარეშე გადმოგვცემს არსებულ რეალობას;ასეთმა მიდგომამ თავიდან ცოტა დამაბნია და საგონებელში ჩამაგდო,რადგან მწერლის პოზიცია ცოტა გაურკვეველიც მომეჩვენა,მაგრამ მალევე მივხვდი,მისი,როგორც მწერლის სტილი და სამწერლობო ხიბლი სწორედ ამაში მდგომარეობს.რეალობის ამსახველ რომანში მწერლის ფანტაზიას რომ არ უმუშავია,ეს აშკარაა,რადგან გამონაგონი მინიმალურ ზღვარძე დაბალია.წიგნი მწერლისუბრალო დაკვირვების შედეგია გარემომცველ სამყაროზე და ალბათ ტკივილიანი დაკვირვების.თამამად შეიძლება ითქვას,რომ ლ.ბუღაძე ჩვენი თაობის ისეთი ჟამთააღმწერელია,როგორიც ოდესღაც ყველა თაობას ჰყოლია.საოცარი სიზუსტით გადმოგვცა თანამედროვე ცხოვრების ავ-კარგი,არც მეტი,არც ნაკლები,როგორიც არის,ისეთი გადაგვიშალა წინ და ყველაზე მთავარი ჩვენ მოგვანდო:აღქმა,გაგება,განსჯა,ანალიზი.მე ვფიქრობ,მწერალმა რომანი ახალგაზრდობაზე გათვალა,რადგან ეს წიგნი განსაზღვრულია ჩვენთვის,ახალგაზრდებისთვის,თუმცა პერსონჟები როგორც ჩანს არაფერს კითხულობენ,მათი ნაკითხობის დონე დაბალია.
ნაწარმოების კითხვისას უხერხულობას წავაწყდი და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა იმ უცენზურო სიტყვების გამო,რომელიც რომანში უხვად გვხვდება პერსონაჟების მეტყველებაში.ერთი წუთით მწერალიც კი დავადანაშაულე,თუმცა მალევე მივხვდი,ჩემი წყრომის ობიექტი მწერალი კი არა,ის ჩემი თანატოლები,ნაცნობი თუ უცნობი მეგობრები არიან,რომლებიც,ჩემდა სამწუხაროდ,არც თუ ისე ცოტანი არიან.ეს ის ძირძველი,ჯანმრთელი,ჩემი და თქვენი ქართულია,რომელიც ვიღაც თავზეხელაღებულს ისე დაუმახინჯებია და გადაუკეთებია,თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყოს.ისე შეჰყრია ვირუსივით "სლენგი"და "ჟარგონი"რომ დაავადდა და ჩიქორთულად იქცა.რა გედნიერებაა,რომ ამას არ ისმენს შოთა,აკაკი,ვაჟა და ილია,რომელთაც უთუოდ გაუმართლათ ამ შემთხვევაში.უცხოური გახდა მათი წმინდა ქართული,რადგან სამსიტყვიან წინადადებაში ერთს ვამბობთ მშობლიურს,ისიც რაღაცნაირად დამახინჯებულსა და გადაგვარებულს.
რომანში მოთხრობილია, თუ რატომ გაიქცა მთავარი პერსონაჟი კოტიკო მაჩიტაძე თბილისიdან და რატომ დაბრუნდა უკან;როგორ ხდებიან ძველი ბიჭები პოლიტიკოსები;როგორ აშენებენ თბილისში ნარკომანები ეკლესიებს და როგორ ქმნიან ერთობლივ ოჯახს, შორეულ ბრიტანეთში, თბილისელი შოთიკო და დათუნა.ვინ არის კოტიკო მაჩიტაძე?,-,,ეგოცენტრული და გაუნათლებელი ახალგაზრდა ე.წ "მოძველბიჭო" ელემენტი,რომელიც,წარმოიდგინეთ,უნივერსიტეტის სტუდენტია,ეს ისე,სახელად,თორემ იქ მხოლოდმანქანის "გასამარიაჟებლად" დადის,თანაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია,თუმცა სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამს და ამას იმით შველის,რომ ყოველ პაუზას ბილწსიტყვაობით ავსებს.თუკი ცოდნის ტაძარში ასეთები დადიან,ეს ვფიქრობ,სამარცხვინო ფაქტია.კოტიკოსნაირი ახალგაზრდების მენტალიტეტი ე.წ ქურდულ სამყაროს ვერ გასცდა,რაც აშკარად მიუთითებს ინტელექტის დეფიციტზე და , აქედან გამომდინარე,შეგნების დაბალ დონეზე.იქნებ ვინმეს გადაჭარბებული ეჩვენოს ჩემი კატეგორიული დამოკიდებულება და იფიქროს,რომ დროს ჩამოვრჩი,მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვიტყვი;მიუღებელია ჩემთვის კოტიკო და მის ყალიბში ჩამოსხმული ადამიანები,რომლებიც საკუთარი დედის გინებით მაგარბიჭობენ,ქალთან უხეშობა ვაჟკაცობა ჰგონიათ და განათლებას ისე უყურებენ,როგორც მეასეხარისხოვან ნივთს,რომელსაც თუ დასჭირდებათ,ნაგვის ყუთში მოისვრიან.
ერთ-ერთი გამოკვეთილი სახასიათო სახეა ლაშიკო როდონაია,ტიპური კარიერისტი,ყოფილი ნარკომანი და კრიმინალი,თუმცა ამბიცია არ ღალატობს,ისეთ თანამდებობებს უმიზნებს და თანაც სულაც არ რცხვენია,წარსულში ჩადენილი უზნეობების.მივიწყების ფარდა გადააფარა ყველაფერს და თვალთმაქცობით ცდილობს სახელი მოიხვეჭოს,იმასაც კადრულობს,სხვების თვალის ასახვევად ღვთის სახლს აშენებს ნაძარცვ-ნაყაჩაღარით.ის ამორალური პიროვნებაა;მისთვის ფასეული და ღირებული არაფერია,კარიერის გარდა;საკუთარ სიამოვნეას აყოლილი და სურვილებს დამონებული ლაჩარია,რომელიც ანგარებით ცხოვრობს."როგორც კუდი ძაღლისა არ განემართების"ისე უზნეო ადამიანს არ ეშველება,საბოლოოდ ოჯახური ისილიაც და კარიერაც თავის ცხოველურინსტიქტებს შესწირა და ლაჩრულად გაეცალა პასუხისმგებლობას.
მანანიკო ერთი ლამაზი,პერსპექტული მსახიობია,რომელიც თავდავიწყებით უყვარს,უფრო სწორად აუჩემებია კოტიკო მაჩიტაძეს.
სამწუხაროდ,ისიც ისევე გზასცდენილია,როგორც ყველა სხვა პერსონაჟი.ვნებასაყოლილი,თავშეუკავებელი ახალგაზრდა სხვის გრძნობებზე თამაშობს და არ ფიქრობს შედეგზე.არავის წინაშე არ გრძნობს რაიმე პასუხისმგებლობას და არც უშვერი სიტყვების წარმოთქმაზე წითლდება,პირიქით, ღირსებად მიაჩნია და ამით თავი სხვაზე მაღლა უჭირავს,ვწუხვარ ის იმ გოგონათ რიცხვს მიეკუთვნება,ვისაც ქალიშვილობა ნაკლოვანებად მიაჩნია და სიყვარულს გარყვნილებაში ურევენ.გულწრფელად ვწუხვარ,იმის გამო,რომ სულ ნეგატიურზე ვსაუბრობ,მაგრამ არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვთქვა ასეთი პოტენციური დედების გამო;როგორ შვილებს აღუზრდიან ისინი ქვეყანას?!რა მაგალითს მისცემენ შვილებს?! "მიჩვენე შენი მეგობარიო"და კიდევ უარესი მანანიკოს მეგობარი გოგონა მაცო,ცოლშვილიან კაცს აჰკიდებია და ყველა ღონეს ხმარობს,ცოლს ქმარი წაართვას,შვილებს-მამა,ოჯახს ანგრევს და თავად უნდა ნაოჯახარზე აიშენოს ბუდე,სხვისი უბედურების ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება და ბედნირებას ეწიოს.
არ შემიძლია,არ ავღნიშნო,ვის შეფარა თავი მსუბუქი კრიმინალით დამძიმებულმა კოტიკომ შოტლანდიის ჩრდილოეთში.ესენია ორი ქართველი ჰომოსექსუალისტი,მათ ჰყავთ ვაჟი,ოღონდ არ გაგეცინოთ,იგი "ინ-ვიტრო" ჩაისახა და გაჩნდა მეორე სექსუალური წყვილის-ლესბოსელი ფიქრიასა და გრეტას მეშვეობით "და ეს ოთხეული ყველაზე სათნო და წესიერი ხალხია მთელ რომანში"-სასაცილოა,სატირელი რომ არ იყოს! რა ჩaნს ამ ორაზროვან წინადადებაში,მწერლის კრიტიკულობა,ოდნავი სასოწარკვეთილება თუ მხიარულად,სასაცილოდ გადმოცემული ამბავი?ჩემი აზრით,ცოტ-ცოტა ორივე იგრძნობა.ორი მამაკაცის აბსურდული ქორწინება ხომ სხვა არაფერია,თუ არა ჩვენი თაობის სოდომი და გომორი?!რატომ გადაიხვეწნენ სამშობლოდან არატრადიციული,გზაკვალაბნეული სექსუალური ორიენტაციის დაღუპული ქართველები,რომელთაც თავიანთი უცნაურობა არამცთუ ერცხვინებათ,ეამაყებათ კიდეც,ამის დასტურად ქორწილში მთელ ქართულ სანათესაოს პატიჟებენ,რაც,რა თქმა უნდა კრახით დამთავრდება.
საიდან მოვიდა ეს ღვთისმგმობელი სენი,მოდა არის თუ ეპიდემია?!ჭირივით გავრცელდა და მთელ სამყაროს მოედო,შიში მიპყრობს,მომავლის შიში,საით მივდივართ,ბოლო რა იქნება?რა ეშველება დედამიწას,რომელზეც ამდენი ნარკომანი და გაუკუღმართებული ადამიანი დააბიჯებს?როგორი უნდა გაიზარდოს სულით მახინჯი ადამიანების ადამიანების შვილი?!ოჯახში,სადაც ორი დედა და ორი მამა ცხოვრობს,სადაც პოტენციურ მამას დედის ფუნქცია აკისრია,ხოლო პოტენციურ დედას-მამის როლი-ჯანსაღი თაობა ვერ იქნება.ეს ჩემს გონებას იმდენად შეურაცხყოფს,რომ ბოლომდე ვერც ვწვდები ამ პრობლემის არსს და ფიქრიც მეუხერხულება,არა,არავინ დებს წმინდანობაზე თავს,მაგრამ ეს ხომ უკვე მეტისმეტია,ზღვარგადასული უწმონდურება,კაცობრიობის აღსასრულის დასაწყისი?!
ორი პათოლოგი დედა და ორი პათოლოგი მამა უდრის,ბოდიში და,გახრწნილ,უზნეო თაობას.საშინლად მტკივა გული,როცა მესმის როგორ იღუპავენ თავს წამალდამოკიდებული ახალგაზრდები.მწერალი,ვფიქრობ ზოგჯერ ძალიან დაუნდობელია მათ მიმართ,მაგრამ სამართლიანად! ის "დაუნდობლად ხოცავს ნარკომან პერსონაჟებს,რამდენადაც შეუძლია საქართველოს ასუფთავებს მათგან"-ეს ისე იუმორით,თუმცა მიმაჩნია,ყველამ,ვისაც რითი შეგვიძლია,უნდა ავუხილოთ მათ თვალი და დავანახოთ,რომ სიკვდილს ეთამაშებიან და თუ დროზე არ მოეგებიან გონს,ვეღარაფერი უშველით!რომანში ბევრი საინტერესო სახეა და მომიტევონ,თუ ვერ ვახსენე.ისინი ის ადამიანები არიან,რომელთაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ არა,გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ვხვდებით.მეც ხომ ამ თაობას ვეკუთვნი! მწარედ დამაფიქრა ამ პატარა სურათმა ჩვენs დღევანდელობaze და ჩვენი თაობის ნაკლოვანებები უკეთ დამანახა. "ოქროს ხანის" თაობის ნაკლი ის არის,რომ აშავებენ და ვერ ხვდებიან; არ ფიქრობენ; საკუთარ სულში არ იხედებიან; ფიქრი არ შეუძლიათ.ეს არის" ნეგატიური,მაგრამ ალბათ ვიღაცებისთვის გავლენიანი სამყარო" და ყველა მათგანს თავისი გავლენის სფერო აქვს,სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის.

No comments:
Post a Comment