Friday, November 12, 2010
Tuesday, November 9, 2010
დათო კრაწაშვილი i 8 Votes Quantcast Posted in Literature | Tags: დათო კრაწაშვილი, David Kratsashvili
დათო კრაწაშვილი – David Kratsashvili (1963 – 1980)
***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
***
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელია ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
მოდი, ამანთე სანთელივით, ნახე ხატი და სალოცავი,
თვალები ფართოდ გახელილი, ღიმილი ასე საოცარი,
რატომ დღემდე ვერ შევამჩნიე, ვის უნდა ვუთხრა საყვედური,
რატომ დღემდე ვერ დავამჩნიე ჩემს ბილიკს შენი ნაფეხური,
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელი ასანთები,

მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…
***
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”
***
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

i
8 Votes
Posted in Literature | Tags: დათო კრაწაშვილი, David Kratsashvili
იმ ლოგიკით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, სიღნაღის მუზეუმში ამ გაზაფხულზე მოწყობილი პიკასოს სურათების გამოფენაც არ უნდა იყოს შემთხვევითი.
ამბობენ, სიცოცხლეში ფიროსმანი მხოლოდ პიკასომ აღიარა, რადგან არ იცნობდა და ისე დახატაო. აფსუს, რომ პიკასო აღარ იყო ცოცხალი მაშინ, როდესაც ნიკალას მშობლიურმა კუთხემ - კახეთმა შვა ახალი, "უწვერულვაშო ნიკალა", დათო კრაწაშვილი, რომლის ორიგინალურ და საოცარ მხატვრულ სამყაროს, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოსჩენია თავისი ზდანევიჩები, პიკასო - მით უფრო!
დღეს დათო თითქმის ყველამ მიივიწყა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, მხოლოდ 45 წლის იქნებოდა. თუმცა, როგორც მხატვარი, მაშინვე შედგა, - 16 წლის ასაკში, როცა მის ხანმოკლე სიცოცხლეს წერტილი დაესვა, უფრო კი - მრავალწერტილი...
დათო კრაწაშვილის მამა, მუსიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კრაწაშვილი, სიღნაღის რაიონის მკვიდრი იყო. ინტელიგენტის მოკრძალებული ცხოვრებით იცხოვრა და ადრე წასული გენიალური შვილის მონატრებაში გალია წუთისოფელი. ხშირად სევდიანად ხუმრობდა იმ ხანებში სიღნაღის ბულვარში ახალდადგმული სოლომონ დოდაშვილის ქანდაკების გამო: ეს სოლომონი კი არა, მე ვარ, ჩემსავით აწოწილი და გამხდარია, ჩემსავით ხელში ნისიების სქელი დავთარი უჭირავსო...
სოფელ ჭოტორში დღესაც დგას ერთი კოპწია სახლი, რომლის ხის რიკულებზე დათოს ხელით ამოკვეთილ ჩუქურთმებს რუდუნებით უვლიდა მამამისი მანამდე, სანამ ისიც შვილის ლანდს მზისმიღმიერ საუფლოში არ გაედევნა. როგორც ჩანს, იმ ჩუქურთმებს დღემდე აქვს შემორჩენილი დიდი ხელოვანის ნორჩი ხელების სითბო. ეს სითბო იზიდავს ხოლმე დათოს უმცროს ძმას, გოგას, რომელიც ამ სახლის ხშირი სტუმარია. მასპინძელი კი, უდავოდ, ისევ დათოა, რადგან ძალიან სურს გოგას, ამ სახლში დათო კრაწაშვილის სახლ-მუზეუმმა დაივანოს, მაგრამ ეს სურვილი, ჯერჯერობით, ვერა და ვერ გასცილდა ოცნების სფეროს...
თავად დათო თბილისში დაიბადა 1963 წლის 9 ივლისს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ათწლედში, ფორტეპიანოს კლასში. ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს, 1979 წელს, ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ არასაკურსო ნამუშევართა გამოფენაზე საუკეთესო კომპოზიციისთვის "წვიმიანი დღე" დათო სიგელითა და პრიზით დაჯილდოვდა. ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო. დათო კრაწაშვილმა სამხატვრო სასწავლებლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო. იგი 1980 წლის 13 ივლისს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს დაიღუპა.
მოგვიანებით, გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, დათოს ჯერ "ვარსკვლავბიჭუნა" უწოდეს, ხოლო ამერიკის პლანეტათა საერთაშორისო ცენტრმა ახალაღმოჩენილ 3146-ე პლანეტას "დათო" დაანათლა და თბილისელი "ვარსკვლავბიჭუნა" სამარადისოდ გალაქტიკაში დააბინავა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, მცირეწლოვანების მიუხედავად, დათოს ისეთი მემკვიდრეობა დარჩა, ბევრ სრულწლოვან შემოქმედს რომ შეშურდება: 1000 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე ჩანაწერი. სამწუხაროდ, არ შემორჩა მისი საინტერესო მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა სანოტე რვეულში.
და მაინც, ვინ იყო ის, ვინც ამდენი რამ მოასწრო ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე?! საბედნიეროდ, დარჩენილია მისი თავისუფალი თემები ქართულ ლიტერატურაში - "ჩემი მეგობარი" და "ვინ ვარ მე" - რომელშიც ვკითხულობთ: "და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები. ეს კანონები მხოლოდ მისთვის არის გასაგები და ასატანი. სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ კანონებით ვერ იცხოვრებს. ეს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ხალხს, მათ აზრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისას. მასში არ იწვევს ტრაგედიას ან სიხარულს ყველაფერი ის, რაც სხვისთვის ძნელი ასატან-გადასატანია. ანდა, პირიქით, იწვევს... ჩემი სურვილები მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით ბევრი იყო. კერძოდ, მინდოდა, სალაპარაკო ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამომეშალა, კარგ ნიშნებზე მესწავლა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა თანაკლასელებთან. როცა კარგად მოვიქცევი, დღის რეჟიმს დავიცავ და კარგ ნიშნებს მივიღებ, მშობლები კარგად მეპყრობიან და ბევრ რამესაც დამპირდებიან ხოლმე, თუმცა, უმეტესობა არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მეორე, მესამე ან სულაც ერთი კვირის შემდეგ სამიანს "მივართმევ" მათ და ყველა დაპირებაც საპნის ბუშტივით ქრება... ჩემდა "საუბედუროდ", დაბადებიდანვე ხატვისა და მწერლობის ნიჭი "დამბრალდა". ჰოდა, კლასში ხშირად მავალებენ კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ბევრია".
წლებმა უჩვენა, რომ მას ეს ნიჭი შეცდომით არ "დაჰბრალდა". 16 წლის გენიალური მხატვარი დათო კრაწაშვილი არსებობდა, არსებობს და იარსებებს, რადგან მარადისობა არ ცნობს ჟამს. რა ვუყოთ, რომ დღეს თითქმის ყველამ მიივიწყა და ერთგვარად გაიზიარა თავისი კუთხის დიდი შვილის - ნიკალას მწუხარე ბედი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებულმა კატაკლიზმებმა, შესაძლოა, ერთგვარად თავის მართლების საშუალებაც მოგვცა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ერი, რომელიც ასეთ საუნჯეს დასავიწყებლად გაიმეტებს, ასეთ სულიერ სიმდიდრეს წარსულის გაუვალ ბურუსს შეატოვებს, უარს იტყვის საკუთარ მომავალზე.
თავად დათომ ქვეცნობიერად იცოდა, რომ მისი განუმეორებელი ხელოვნების დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ბავშვურმა მორიდებამ, მოკრძალებულმა თექვსმეტმა წელმა არ მისცა უფლება, ყოფილიყო უფრო გაბედული და ისევე თამამად ეთქვა ეს ჩვენთვის, როგორც დიდმა გალაკტიონმა გვითხრა, - უკვდავება მე დავიმკვიდრეო. სამაგიეროდ, დათოს ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ სხვებს აღმოხდათ აღტაცებითა და მწუხარებით: "დიდია მწუხარება, მაგრამ ტალანტი არ კვდება" (ელგუჯა ამაშუკელი); "დათუნა, გაუმარჯოს შენს უკვდავებას ქართულ ხელოვნებაში!" (გურამ ფანჯიკიძე); "დათო კრაწაშვილის სახელი დარჩება დიდ ხელოვნებაში ყველაზე ადრეული შესვლის მაგალითად" (ვერა ალექსეევა, რუსი ხელოვნებათმცოდნე); "ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენის ნაწილი დაგვიტოვა" (მაქს გეიტორი, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე).
საგულისხმოა, რომ დათოს სურათების თითქმის სრული სპექტრი: "ცხოვრების წრე", "ავდარი დასავლეთში", "გალაკტიონი", "ბარათაშვილი", "ბეთჰოვენი", "მათხოვარი", "ადამიანი და სამყარო", "დაბადება"... - სულისშემძვრელი და ნათელი სევდითაა დაღდასმული. სევდა მირონივით იღვრება მისი ტილოებიდან, გვამშვიდებს და სულიერად გვწმენდს. ეს ისაა, რასაც პოეტი ნაზი კილასონია "ამონათებას" უწოდებს, იმ ციაგს, რომელიც უკვდავებას სჩვევია გზის დასაწყისში.
1981 წლის 30 მაისს შავნაბადაზე გაშენებული ბორის ძნელაძის სახელობის ახალგაზრდული ქალაქის საგამოფენო დარბაზში "ფიროსმანი" მოეწყო დათოს ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა, რომელმაც 6 თვეს გასტანა. 1982 წლის 4 თებერვალს მოსკოვში, კინოთეატრ "თბილისის" საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა ნორჩი მხატვრის მეორე პერსონალურ გამოფენას, რომელსაც საკმაოდ ბევრი დრო დაუთმო მაშინდელმა ცენტრალურმა ტელევიზიამ. სამიოდე თვის შემდეგ კი დათოს ნამუშევართა მესამე პერსონალური გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში გაიმართა. 1983 წელს ექსპოზიცია სანქტ-პეტერბურგის ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო. 1985 წლის 11 მარტს ჩატარდა უდროოდ წასული 5 ნიჭიერი შემოქმედის ხსოვნის საღამო, სადაც გაიხსენეს ჯილდა დათუაშვილი, დათო კრაწაშვილი, ვლადიმერ მაჩაიძე, ჯემალ თოფურია და ნუგზარ მაჭავარიანი. ამავე წელს მოსკოვში გამართულ სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-12 მსოფლიო ფესტივალზე დათო კრაწაშვილის 20 ნამუშევარი გამოიფინა. რუსულად ითარგმნა დათოს ლექსები. 1987 წელს თბილისის აგრარული უნივერსიტეტის (ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი) სახალხო თეატრმა დათოს შემოქმედებას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - "ჩრდილში ჩამდგარი შუქი" მიუძღვნა. 1988 წლის ზაფხულში საერთაშორისო ეგიდით მოწყობილ ფესტივალზე - "მშვიდობის დროშა" - დათოს ნამუშევრებს ბულგარეთი გაეცნო.
1985 წლის ოქტომბერში ბორის ძნელაძის სახელობის ახალგაზრდულ ქალაქში დათოს მშობლიური სიღნაღის რაიონის მცხოვრებლებმა უდროოდ წასული მხატვრის მუზეუმი ააშენეს, მაგრამ მისი არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოში განვითარებულმა მძიმე პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაფარა ყველაფერი და ერთგვარად ახდა დათოს წინათგრძნობაც, რომლის შესახებაც თავის ლექსში წერდა:
"გასვენების დღეს იქნება წვიმა,
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,
დამასვენებენ თბილისის მიღმა და,
ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ"...
დათოს ძმას - გოგა კრაწაშვილს არ სურს, ეს დაიჯეროს. დღეს ის ზრუნავს გენიოსი ძმის შემოქმედების საზოგადოებისთვის შეხსენებაზე:
"ეტყობა, ასეთია ქართული ნიჭის ხვედრი: ან უცხოეთში უნდა გცნონ და გაღიარონ, ან ზდანევიჩი უნდა გადაგაწყდეს შენსავე ქვეყანაში, რომ მოგხედონ და გიპატრონონ. 2007 წლის მაისში "თი-ბი-სი ბანკის" საგამოფენო დარბაზში დათოს 72 ტილო გამოიფინა. დათოს ლექსებს ბატონი მურმან ჯინორია კითხულობდა. გამოფენა 3 კვირა გრძელდებოდა. მოვიწვიეთ ყველა, ვისაც ავტორიტეტული სიტყვა ეთქმის ქართულ კულტურაში. მოვიწვიეთ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ მხოლოდ კობა ხაბაზი მოვიდა. ამაოდ ველოდით გამოხმაურებასაც... ლამის ხელი ჩავიქნიო ყველაფერზე, არადა, მინდა, დათოს ნამუშევრებმა მუზეუმში დაიდოს ბინა. რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვ. ჭოტორის სახლი, რომელიც დათოს და ჩემი საკუთრებაა, ამ პროექტისთვის ზედგამოჭრილია. მჭირდება მხოლოდ ნებართვა ცენტრალური გზის ასახვევთან ერთი ტრაფარეტის დასადგმელად, რომელსაც ექნება წარწერა: "დათო კრაწაშვილის ქუჩა". მას შემდეგ, რაც სიღნაღმა ტურისტული ფუნქცია შეიძინა, ასეთი ადგილის არსებობა მხოლოდ მომგებიანი იქნება. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ნებართვა - მუზეუმის გახსნის ლიცენზია არ მომცეს. სპორტის, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობის დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ, მითხრა, მე არაფერი შემიძლიაო"...
გოგა კრაწაშვილი, ალბათ, მართლაც ხელს ჩაიქნევს და გენიოსი ძმის ნამუშევრების ბედს, ფიროსმანის მსგავსად, ახალი პიკასოს ან ზდანევიჩის გამოჩენის იმედით მომავალს მიანდობს... მაგრამ ჯერ კიდევ ბჟუტავს იმედი, რომ ვარსკვლავები არ ქრებიან. ისინი ღრუბლიან ამინდში მხოლოდ თვალს ეფარებიან, რათა დარში მეტი სიძლიერით ამოკაშკაშდნენ.
მარინა გოგოლაძე
ფიროსმანის ბედი "უწვერულვაშო ნიკალასათვის"
იმ ლოგიკით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, სიღნაღის მუზეუმში ამ გაზაფხულზე მოწყობილი პიკასოს სურათების გამოფენაც არ უნდა იყოს შემთხვევითი.ამბობენ, სიცოცხლეში ფიროსმანი მხოლოდ პიკასომ აღიარა, რადგან არ იცნობდა და ისე დახატაო. აფსუს, რომ პიკასო აღარ იყო ცოცხალი მაშინ, როდესაც ნიკალას მშობლიურმა კუთხემ - კახეთმა შვა ახალი, "უწვერულვაშო ნიკალა", დათო კრაწაშვილი, რომლის ორიგინალურ და საოცარ მხატვრულ სამყაროს, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოსჩენია თავისი ზდანევიჩები, პიკასო - მით უფრო!

ჟურნალი ,,გზა“.
Monday, October 25, 2010
,,სამოთხის გვრიტები" მონაწილეობენ აკაკის კვირეულში.....
აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკის“ შესწავლის შემდეგ დავინტერესდით , ბიძინა ჩოლოყაშვილის გვარით.....
ჩოლოყაშვილები – Cholokashvili
ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთი რამ კი ცხადია, რომ ეს გვარი წარმოსდგება ,,ჩოლოხას” ანუ ,,ჩოლოყას” სახელისაგან. ხევსურეთში გახეიბრებულ კაცს დღესაც ,,ჩოლეხის” ეძახიან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შესახებ ი. მაისურაძე წერს: ,,ჩოლოყაშვილი, საკ. სახ. ჩოლოყა, ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი იტყვიან ირუფაქიძობას”. ელ. მეტრეველს კი მიაჩნია, რომ ჩოლოყაშვილთა ფუძემდებელი შეიძლება ყოფილიყო XVI ს. დამდეგით დათარიღებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებული ჩოლოყა.
პ. იოსელიანი წერს, რომ ისტორიაში უცნობია ამ გვარის მოძრაობა ძველი საწყისიდან, მაგრამ გვაროვნული გადმოცემები გვატყობინებს, რომ მეფის დრომ და არეულობამ ისინი ხევსურეთის მთებში გადაისროლა, შემდეგ კი მუცოდან, ხევსურეთის ადგილიდან, კვლავ გადასულან მატნის ხეობაში, კახეთში, სადაც არსებობს ეკლესია და ხატი ღვთისმშობლის ცხრაკარას სახელწოდებით. პ. დოლგორუკის მიხედვით, თავად ჩოლოყაშვილთა წინაპრები 1320 წლამდე დაღესტანში, გიმრის ოლქის მფლობელები იყვნენ. ლეკების განუწყვეტელი, შემაშფოთებელი და ხშირი თავდასხმების გამო, მათ მიიღეს მართლმადიდებლური სარწმუნოება და საქართველოში გადასახლდნენ.
მეფე გიორგი V მათ უბოძა კახეთში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამქრალი თავადური გვარის ირუფაქიძეების მფლობელობა. ერთი შტო კი თავადი ჩოლოყაშვილების გვარისა ისლამური დარჩა და ელისუის სულთანების სახელწოდებით ელისუის ოლქს ფლობდნენ 1843 წლამდე. აქ მოკლედ უნდა შევნიშნოთ, რომ დაღესტნის გარკვეული ნაწილი ამ პერიოდისათვის საქართველოს ემორჩილებოდა, ბუნებრივია, შესაბამისი ოლქების მფლობელები გარკვეული აზრით ქართველები იქნებოდნენ, ისიც მთის მოსახლეობიდან, გარდა ხევსურობისა ჩოლოყაშვილთა სხვა ქართველობას გამორიცხავს გადმოცემები, სათანადო ფოლკლორული მასალა, მათი მუცოში ცხოვრება, ავბედითობის ჟამს ხევსურეთში ყოფნა და ა.შ. რაც შეეხება მე-19 საუკუნეში ჩოლოყაშვილთა ერთი შტოს კიდევ დაღესტანში თავადურ არსებობას, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მუცოს რეზიდენციასთან. იგი ამ დროისათვის ფლობდა დაღესტნის ტერიტორიას, რომელსაც ხევსურები განაგებდნენ. ესეც რომ არა, ზოგიერთი ლიტერატურული წყაროსა და სათანადო მასალების მიხედვით ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მომდინარეობს, რასაც, გარკვეული გაგებით, არც ზემოთ დასახელებული ლიტერატურა ეწინააღმდეგება.
ხევსურეთში შემორჩენილი ზეპირი ინფორმაციის თანახმად, ჩოლოყაშვილთა გვარი კახეთში მუცოდან გადასახლებულმა ერთი ხეიბარი კაცის შთამომავლებმა შეჰქმნეს. ამ კაცის ბარში გადასახლება გარკვეულად გამოიწვია ობიექტურმა პირობებმაც. გადმოცემის მიხედვით, მას ჰყავდა ძმები, რომლებსაც მიწების სიმცირის გამო უკმაყოფილება მოსდიოდათ მამულის განაწილებაზე. ხევსურეთში სხვა დასასახლებელი ადგილიც არ იყო, ამდენად არსებობის გარკვეული პირობების დასაკმაყოფილებელი საშუალება რომ ეშოვა და ძმებს შორის უკმაყოფილებაც არ ყოფილიყო, ამ ხეიბარ კაცს გადაუწყვეტია კახეთში გადასახლება – მატნის ტერიტორიაზე, რომელიც მეფეს ხევსურებისათვის ჰქონდა ნაბოძები, გადასახლებულა კიდეც. მას სახელად ,,ჩოლოყას” ეძახდნენ და მისმა შთამომავლობამაც ჩოლოყაშვილთა გვარი მიიღო.
აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტებას ადასტურებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრისა და თანამებრძოლის ალ. სულხანიშვილის ნაშრომი ,,მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”, სადაც წერია: ,,ხევსურეთი კარგად იცნობდა ჩოლოყაანთ გვარს მამა-პაპიდან. იქ დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, რომ ჩოლოყაშვილები ხევსურთა ჩამომავალნი არიან. ამ ლეგენდის თანახმად ბრძოლაში დაჭრილი ერთი სახელგანთქმული ხევსური დაკოჭლებულა; ამიტომ ,,ჩოლოხა” დაურქმევიათ მისთვის, ხოლო მეფეს კი თავადობა უბოძებია ქველობისათვის და ის ბარში დაუსახლებია, იქ, სადაც ჩოლოყაანთ ციხეა სოფელ მატანში.
ამგვარად, როგორც ჩანს, ჩოლოხა ხალხს გადაუკეთებია ჩოლოყაშვილად.” თვით ჩოლოყა კი ირუფაქიძეთა გვარის მფლობელი იქნებოდა, რადგან ჩოლოყაშვილთა წინაპრებს მეფემ ირუფაქიძეთა გვარი და ადგილ-მამული უბოძა. ჩოლოყაშვილთა ხევსურულ წარმომავლობაზე მეტყველებს ისიც, რომ მუცოში არსებობს ჩოლოყაანთ ნაციხარი, ამასთან ერთად, როგორც ახმეტის რაიონის სოფ. ბუღაანის მემკვიდრეებისაგან მომისმენია, ჩვენი ამ მთიან და მწირ მიწაზე დასახლება განაპირობა ჩოლოყაშვილთა წინააღმდეგობამო, რომლის შინაარსი ჩვენს წინაპრებს დროზე არ სცოდნიათო.
როცა მეფის მთავრობას მათთვის ბარში ჩამოსახლების უფლება დაურთია (კერძოდ, მატნის მიმდებარე ტერიტორიაზე), ჩოლოყაშვილები წინააღმდეგი წასულან.. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მათ შეშინებიათ, ჩამოსახლებულებმა რომ გაიგონ ეს მიწები მეფის მიერაა ხევსურებისათვის ნაბოძები, მამულებს მოგვეკიდებიანო. უფრო მეტიც, ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ძირითად დასაყრდენად ხევსურეთს მიიჩნევდა. იგი როდესაც სოფ. ხახმატის ჯვარში მივიდა, ერთ-ერთი მოხუცი ქაქუცას მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა ახედ-დახედა და უთხრა: ,,შენ ქაქუცაო იმად ხარ კარგი ვაჟკაცი, რომ ჩვენი სისხლისა ხარო”.
ბიძინა და ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთა გვარის სახელოვანი წარმომადგენლები არიან. ბიძინა XVII საუკუნეში ცხოვრობდა, ქაქუცა- XX-ში. ბიძინა ახმეტიდანაა. ახმეტაში, ჯვარპატიოსნის ეკლესიასთანაა მათი საძვალე, საგვარეულო კოშკი და ნანგრევებად ქცეული სასახლე. ქაქუცა კი მატნიდან იყო. იქ არის მათი საგვარეულო ეკლესია და ციხე-სიმაგრე. ჩოლოყაშვილები ცხოვრობდნენ ასევე ლალისყუში, ბაკურციხეში, ხაშმში და სხვაგან. ბიძინა და ქაქუცა იმ კუთხიდან იყვნენ, რომლის შესახებაც თქმულა ,,ომი და ლხინი კახისა, მოსაწონია კაცისა”.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი ირბაქიძეობას იტყვიანო. 1625 წელს მარაბდის ბრძოლას სხვებთან ერთად შვიდი ძმა ჩოლოყაშვილიც შეეწირა. ჩოლოყაშვილებიდან ზოგიერთებს დავასახელებთ: XVI საუკუნე, გარსევანი-– პოემა ,,ხილთა ქების” ავტორი. მის სახელს უკავშირდება რუსთაველის ლექსის მეტრის შეცვლა. გარსევანმა ავ გიორგი II-ის შვილი ლევანი გახიზნა და 1618 წელს გაამეფა. შერმადინი კი ქეთევან წამებულმა თავის შვილს-– თეიმურაზს შაჰ-აბასთან გააყოლა. საქართველოში დაბრუნებისას შერმადინის ხელის შეწყობით 1621 წელს თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ დაიწყეს ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ნიკოლოზი (ნიკიფორე ირბახი) თეიმურაზ I-მა დიპლომატიური მისიით ევროპაში მიავლინა. 1629 წელს ნიკიფორემ იტალიაში დაამზადებინა ქართული შრიფტი და დააბეჭდინა თავის მიერ შედგენილი ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და ,,ლოცვანი. იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის წინამძღვრობისას ნიკიფორემ მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტი მოახატინა.
არაგვის საერისთავოს გამგებელი ჯიმშერი 1747 წელს ერეკლე მეორესთან ებრძოდა აბდულა ბეგს, რის შედეგადაც ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს თბილისის ციხეები. პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი დავითი ერეკლე მეორის მდივანბეგი იყო. XX საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომ-მევენახე სოლომონი – ,,მევენახეობის”, ,,მევენახეობა-ამპეროლოგრაფიისა და სხვათა ავტორი. ჩოლოყაშვილებიდან, განსაკუთრებით გამოირჩევა წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილი. მან თეიმურაზ I აიძულა, რომ იგი ერწოს ასაღებად გაეგზავნა. 1648 წელს ერწოს აღებით ,,საცა იყო ბრძოლა ცემითა თოფითა ძლიერი, ვიდრე უკუდრეკენცა იგინი”, ბიძინამ მეფეს თიანეთიც შეუნარჩუნა, თეიმურაზ I ერწო-თიანეთის გამგებელი გახდა. ეს მხარე იყო პლაცდარმი, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. 1660 წელს გადაწყდა კახეთში 150 ათასი კომლი ელი ჩაესახლებინათ. 80 ათასი ოჯახის ჩასახლების შემდეგ მათზე ამბობდნენ:
ახმეტას სხედან თათრები,
სიტყვას ამბობენ ძვირსაო:
,,ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,
შიგ ჩავასახლებთ/ელსაო”.
ვენახის ჩაჭრა და შიგ ელების ჩასახლება კახეთის მოსპობას ნიშნავდა. სახლთუხუცესმა და სუფრაჯმა ბიძინამ თურქმან-ელებისაგან კახეთის განთავისუფლებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი ფეხზე დააყენა. აჯანყებაში ერისთავების ჩასართველად ბიძინამ თავისი სიმამრი – არაგვის ერისთავი ზაალი აჯანყების მეთაურად დაასახელა, ქსნიდან – შალვა და ელიზბარ ერისთავები, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან – ზეზვა გაფრინდაული, ნოდარ ხოშარაული და გოგოლაური. 1660 წლის კახეთის აჯანყებას ბიძინა ხელმძღვანელობდა.
მისი სამხედრო ნიჭის გაბრწყინება იყო ის, რომ თავდასხმა ბახტრიონსა და ალავერდზე ისეთი სიზუსტით ჩატარდა, ციხე-სიმაგრეში გამაგრებული დამპყრობლები ბახტრიონიდან ალავერდისკენ, ხილო ალავერდიდან ბახტრიონისკენ გარბოდნენ. გზააბნეულნი ერთ ადგილას მიიმწყვდიეს. ა. საბინინის ნაშრომებში ,,საქართველოს სამოთხე” მოთავსებულ სურათზე ელიზბარი და შალვა თუ ჯვრებით არიან გამოსახული, ბიძინა ჯვართან ერთად შუბითაა დახატული. 1660 წლის აჯანყებით კახეთი გადაურჩა გადაშენებას. აჯანყებაში გამარჯვებული კახეთის მხსნელი გმირები, თავისი ერის აწიოკებისგან გადარჩენის მიზნით, სასიკვდილო განაჩენისთვის წავიდნენ ყარაღაჯში, მურთაზალ-ყულიხანთან. მან მძევლები ყაენს გაუგზავნა. წესის მიხედვით, ყაენმა აჯანყების მეთაურები კახეთში დაღუპულ ელთა ოჯახის წევრებს გადასცა.
მგლოვიარეებმა აღუთქვეს, მუსულმანობის მიღების შემთხვევაში სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ,,მაშინ დიდი მხნეობა გამოიჩინეს სამნივე ესე მოწამენი, უმეტესად ბიძინა ჩოლოყაშვილი, შეურაცხყო მაჰმადის რჯული და განამხნეობდა შალვასა და ელიზბარს და ეტყოდა, ნუ შეშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩვენი ქრისტესათვის სიკვდილსა. რამეთუ სიკვდილი უნებლიედ თანაგუაც და ვერავინ წიააღუდგების სიკვდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესლვად სასუფეველსა შინა”. ელებმა ისინი საშინელი წამებით დახოცეს. ,,მახვილითა დაჭრეს იგინი ასოებად და დახვრიტეს, რომელიმე თოფითა და მახვილითა დაჭრეს”.
ბიძინა სპარსეთში მყოფ ევროპელ კათალიკოსებს დაუკრძალავთ. შემდეგ მადლიერმა ქართველებმა კახეთის აჯანყების მეთაურები საქართველოში – იკორთის ეკლესიაში გადმოასვენეს და მათი სახელები შარავანდედით შემოსეს – წმინდანებად შერაცხეს.

Rate This
Posted in History | Tags: ჩოლოყაშვილები
Sunday, October 10, 2010
შოთა ნიშნიანიძე
,,სამოთხის გვრიტების“ საყვარელი პოეტია შოთა ნიშნიანიძე.ვეცნობით მის პოეზიას...........
შოთა ნიშნიანიძე

ხვალე
ვახტანგ ჯავახაძეს
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
– დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
– ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია "ღალატის"!
– ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე, ხვალე და ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,
მიდი თვალე და თვალე!
Friday, October 8, 2010
გაიცანით პოეტი გიორგი კეკელიძე
ვეზიაროთ ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებას....
გიორგი კეკელიძე – “წითელი ოდა”
მოვიდა წითელი ბოშა.
ბრმა იყო წითელი ბოშა და
ხელებს ახელდა
და კამათელს ისროდა მზერასავით.
ვკითხე: რად მოხვედი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა?
მითხრა წითელმა ბოშამ:
მომეცი შენი ვერცხლის ძაფი
და კამათელი გეტყვის,
რომ ქარი შენი ზურგისაა,
გზები შენი პირისაა
და
მე დავუმალე ჩემი ძაფი
და
ბოშამ წყევლა დამიტოვა,
(ბოშა ჩრდილის გაღმა იდგა,
მზე მოეკიდა და
მოხრილი წავიდა…)
)თეთრ მთას იქით მეათასე ღამე გადავაგორე
და მაინც არ აივსო
ის უფსკრული მათი ლეშით(
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
… მაინც ვერ ავთვალე სხეულს წყევლა,
რელსებზე ხავსივით მოჭიდებულ,
ფარდით თვალდამუწულ გრძელ ვაგონზე
კოდალას ნისკარტით უკაკუნებს
წვიმა ცის ბუდიდან მოფრენილი,
სიზმრებს ჭიებივით ამომაცლის,
რომ თივაგათელილ ჯვალოსავით
დავიგო დამფრთხალი ძილი…
ქარი პირაქით მცემს,
გზებს კი ზურგის ჩრდილი
და მცემს ახდენილი ოცნებების
მოტკბო და უშენო სუნი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რად ბოშაო ჯავრიანო,
რად დამდე ჯადოს ბორკილი,
რად გამიხმე სიყრმის წლები..
აჰა, ჩემი ფეხით მოვსულვარ,
მარტო და სნეული მოვსულვარ,
ვერცხლის ძაფით მოვსულვარ
და ვერ მიცანი -
აჰა, მოვაბი ძაფი,
რას მომტირი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა,
ღარიბი ვარ, ტანტრე მქვია,
დამკარგა და ვეძებ ვირსა,
მოვაბი ძაფი წვრილი და არ მოვწიე,
ფუჭად მომღმუი და ფუჭად შემთხოვ,
ცრუდ მოვაბი ძაფი,
ცრუდ მოვაბი ძაფი ვერცხლისა და წვრილი,
არ მოვქაჩავ და არ მოგაცლი,
ცრუდ მოვაბი ძაფი -
შენი
მოსაცვლელი
კბილი
მოვატყუე

Posted in Literature | Tags: გიორგი კეკელიძე, Giorgi Kekelidze
მოსწრებული სიტყვა-თქმანი. აკაკი
დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია....
აკაკის ნაკვესები

აკაკიმ ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი მახვილი ენითა და სიტყვა პასუხით. მე გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
1. ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის:
- როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?
- ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს პენსიას და არც მაძლევსო!
2. აკაკი ერთხელ ”ივერიის” რედაქციაში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა. ხელში ხელის მომწერთა სია ჩაუვარდა. გადაშალა და სწორედ ისეთ გვარებს წააწყდა, რომლებიც ”ძ”-ით იწყებოდა.
- ძილამდე ჩასულა ”ივერიის” რედაქციაო,-იხუმრა აკაკიმ.
3.”დროების” რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზედ ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც ”ლელოს” ფსევდონიმით წერდა ”დროებაში”.
ამ დროს რედაქციაში შემოვიდა აკაკი და შეუტია მეუნარგის:
- სუ, ლელო!
4. ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: ”თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო”. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა:
- რამე როგორ გაატარეო?
- რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე კიდევ ლექსებმაო,- მიუგო აკაკიმ.
5. ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:
- ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?
- შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო,- მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.
6. საბანკო არჩევნების დროს ზოგიერთი კენჭოსანი ყვიროდა:”კენჭი მოგვეცით, კენჭი! კენჭმა უნდა გაგვასწოროსო”!..
- ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი, ან ლოდს და დაიშურებს თქვენთვისო,- მიაძახა აკაკიმ.
7. ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.
- ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?
- იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო!- მიუგო აკაკიიმ.
იმედია ცოტა მაინც დაგაინტერესათ და წაიკითხეთ
წყარო: წიგნი ”აკაკი ნაკვესები” და ჩემი ხელები
თხზულებების კონკურსი
მოსწავლეებმა შეადგინეს ჟურნალი,რომელიც აკაკის 170 წლისთავს მიეძღვნა და , რომელშიც მათი ნაწერებია შესული...........
აკაკი-170
აკაკი წერეთლის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული:
1. შეკრება საფიხვნოში თემაზე:
,,აკაკი მოძღვარი, დამრიგებელი, მნათე მომავლის...”
2. აკაკი-ხალხური მარგალიტების შემკრები,
გამომზეურებელი, გამომყენებელი...
3.აკაკის ნაკვესები- ,,მოსწრებული სიტყვა-თქმანი”.
4.ფილმების ჩვენება.
5.თხზულებებისა და ნახატების კონკურსი.

Saturday, September 18, 2010
ვემზადებით მკითხველთა კონფერენციისათვის!
აბა,გვრიტებო!
ვნახოთ,რა წაიკითხეთ ზაფხულში!როგორ წაიკითხეთ!
როგორ მოიტანეთ ჩვენამდე!
სასურველია მოხსენება გააკეთოთ შემდეგი მითითების მიხედვით:

- წაკითხული წიგნის ან ნაწარმოების ავტორი და სათაური.
- არჩევანის საფუძველი (რამ გადაგაწყვეტინათ ამ წიგნის წაკითხვა?).
- მოკლე მიმოხილვა (რა თემაზეა დაწერილი წიგნი?)
- ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ტექსტში.რითაა გამორჩეული იგი?
- რომელი გმირი მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და რატომ?
- გაუზიარეთ აუდიტორიას თქვენი შთაბეჭდილება ამ წიგნის შესახებ და დაარწმუნეთ,რომ ეს საუკეთესო წიგნია და სასურველია წაიკითხოს!
ლიტერატურული სალონის სამუშაო გეგმა
I სემესტრის სამუშაო გეგმა:
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”
ნახატების გამოფენა-კონკურსი
წარმოდგენა.
- ,,სამოთხის გვრიტებთან” შეხვედრა და ახალი სასწავლო წლის მილოცვა.
- ა)მოსწავლეთა სურვილებისა და წინადადებების განხილვა.
- მკითხველთა კონფერენციისათვის მზადება(მოხსენების დაწერა,მოსმენა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა).
- მკითხველთა კონფერენცია(დასკვნითი ეტაპი)
- 2 ოქტომბერი-გოდერძი ჩოხელის დაბადების დღე.
- აკაკი წერეთლის საიუბილეო წელი-170 წლისთავი.
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”
ნახატების გამოფენა-კონკურსი
- ვაზისა და ღვინის დღესასწაული (ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია).
- 16 ნოემბერი-გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღე(ფილმის ჩვენება)
- ერთი ლექსის საღამო!-გალაკტიონ ტაბიძე.
- ექსკურსია ბუნებაში.
- დისკუსია თემაზე:,,ვარ თუ არა თავისუფალი?”
- შეხვედრა საფიხვნოში.
- პროექტი:,,რა მიტაცებს მე?”
წარმოდგენა.
- დებატები.
- საახალწლო კარნავალი ლიტერატურულ სალონში.
Wednesday, September 15, 2010
2010-2011 სასწავლო წელი დადგა
Subscribe to:
Posts (Atom)
-
დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია.... აკაკის ნაკვესები მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საი...
-
ქსანზე რომ. .. შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს, ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე, ჩემს...