Tuesday, January 22, 2013

აბო-თბილისის მფარველი წმინდანი


                      აბო-თბილისის მფარველი წმინდანი
VIII .70-80-იანი წლები, 
საქართველოს ეკლესიის წმინდანი
მიჩნეულია თბილისის მფარველად
ხსენების დღე _  8/21 იანვარი.



აბო წარმოშობით იყო არაბიმაჰმადიანური ოჯახიდან.მისი ოჯახი -  დედ-მამა და და-  ძმები  ცხოვრობდნენ ქალაქ   ბაღდადშიაბო კარგად იყო დახელოვნებული ნელსაცხებლების
შემზადებაში,  შესწავლილი ჰქონდა არაბული მწიგნობრობა.
775 წელს არაბთა ხალიფამმაჰდიმტახტზე ასვლის შემდეგ გაათავისუფლა ბაღდადის ციხეში დამწყვდეული ნერსექართლის ერისთავირომელსაც ბრალად არაბების წინააღმდეგეობა ედებოდასამწლიანი ტყვეობიდან თავდახსნილითავისუფლებებში აღდგენილი ნერსე ერისთავი საქართველოსაკენ გაემგზავრამას თან გაჰყვა ბაღდადელი მენელსაცხებლე ჭაბუკიაბორომელიც იმ დროს 17-18 წლისა იქნებოდა.
      ქართლში ჩამოსული აბო ნერსე ერისთავის კარზე დამკვიდრდა საცხოვრებლად და თავისი სათნოებით ყველასშეაყვარა თავიმალე იგი უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულადკარგად შეისწავლა ქართული მწიგნობრობაცაქვეგაეცნო აბო ქრისტეს მოძღვრებას და მთელი გულით შეიყვარა იესოარაბმა ჭაბუკმა გულდასმით წაიკითხა წმინდა წერილი,რთულად გასაგები ადგილების გაგების მიზნით იგი შჯულის მეცნიერებთან დადიოდა საკითხავად. Aაბოს ძლიერ უნდოდა,მონათლულიყო ქრისტიანულ რჯულზემაგრამ ეშინოდა თავისი თანამოძმე არაბებისა.
      არაბებთან ხელახალი დაპირისპირების გამო Nნერსე ერისთავი იძულებული გახდა 
ხაზარეთში გახიზნულიყო.Mხაზარეთში ერისთავს თან გაჰყვა მრავალრიცხოვანი ამალარომლის ერთ-ერთი წევრი იყო არაბი აბოხაზარეთში ყოფნისა აბომრაკი არაბებისაგან შორს 
დაიგულა თავიაისრულა დიდი ხნის სურვილი და მოინათლა.
      აბო თან გაჰყვა ხაზარეთიდან აფხაზეთში გადასულ ნესრე ერისთავსშემდეგ კი,როდესაც ნერსე ერისთავს არაბებმა ქართლში დაბრუნების ნება დართესთბილისშიცგაჰყვა მასგამგზავრების წინ აბოს თავად აფხაზეთის მთავარმა ურჩია აფხაზეთშიდარჩენა _ მთავარი შიშობდაქართლში დაბრუნების შემდეგ არაბებს არგადაებირებინათ თავის მხარეზე ახლადგაქრისტიანებული ჭაბუკიაბომ არ მიიღომთავრის  რჩევარადგან სურდაყველასათვის საცნაური გაეხადა მის სულშიდამკვიდრებული რწმენააღარ ერიდებოდა თავისი თანამოძმე არაბებისაც.
      თბილისში დაბრუნებული აბო არ მალავდა თავის რწმენას და ყველას დასანახად  ქრისტიანული წესით ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაშიმრავალჯერ შეეცადნენ აბოსთანამოძმე არაბებიხელახლა მოექციათ მამაპაპეულ რჯულზე გაქრისტიანებული ჭაბუკი,მაგრამ ვერაფერს გახდნენ – აბოზე არ ჭრიდა არც  ტკბილი ლაპარაკიარც მუქარისსიტყვები თუ დაშინება.
არაბებმა აბო ამირასთან - ქართლის არაბ მმართველთან დააბეზღეს. Aამირამდააპატიმრა მამაპაპეული სარწმუნოების უარმყოფელი არაბი ჭაბუკიმაგრამ საქმეშიჩაერია ნერსე ერისმთავრის დისწულისტეფანოზ ქართლის ერისმთავარი და აბოგაათავისუფლეს.
      ამ დროს არაბებმა ქართლში ახალი ამირა გამოაგზავნესახლადდანიშნულ ამირასთან შევიდნენ აბოს დამბეზღებლებიდა მას გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკის სამაგალითო დასჯა მოსთხოვესქრისტიანებმა აბო გააფრთხილეს მოსალოდნელიგანსაცდელის შესახებმიმალვა ურჩიესმაგრამ აბომ ყურად არ იღო მათი რჩევა – იგი მზად იყომოწამეობრივი სიკვდილიმიეღო ქრისტეს სახელითაბო ახალ ამირასთან მიიყვანესამირა გაესაუბრა ჭაბუკსურჩიადაბრუნებოდა მამაპაპეულსარწმუნოებას და როცა წინააღმდეგობას წააწყდა აბოს მხრიდანბრძანაბორკილები დაედოთ ურჩისათვის და საპატიმროშიჩაეგდოთ.
      საპატიმროში აბომ ცხრა დღე გაატარა. Aამ ხნის განმავლობაში მრავალმა ცრუ კეთილისმყოფელმა მოინახულაპატიმარი და ურჩიადაჰყოლოდა ამირას ნებასმაგრამ აბო არც კი უსმენდა მათ ლაპარაკსციხეში აბო ლოცულობდა,მარხულობდამატერიალურად ეხმარებოდა მასთან ერთად დაპატიმრებულ უპოვარ ხალხსმეცხრე დღესროდესაც გათენდანათლიღების დღეაბო ხელახლა მიიყვანეს ამირასთანაბოსთან გასაუბრების დროს ამირა დარწმუნდა აბოს ურყევობაში დაბრძანათავი მოეკვეთათ მისთვის.

 ამირას განაჩენი ჯალათმა სასახლის ეზოშივე აღასრულააბო მტკიცედგულუშიშრად შეეგება სიკვდილსეს მოხდა 786წლის 6 იანვარს.
არაბებს არ სურდათქრისტიანებს დარჩენოდათ აბოს ცხედარიამიტომ მათ აბოს Aგვამი ქალაქგარეთმტკვრის კბოდეზემდებარე სასაფლაოზე წაიღეს და დაწვესძვლები კი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
      აბოს მოწამეობრივი სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ თბილისელი მოქალაქეები იმ ადგილისაკენ გაეშურნენსადაცარაბებმა აბოს გვამი დაწვესაქ მრავალი დავრდომილი და სნეული განიკურნა იმ დღესდაღამებისას კიყველამ იხილასასწაული ამ ადგილის ზემოთ დამდგარიცეცხლივით მოკაშკაშე ვარსკვლავის სახითმეორე ღამეს უკვე მტკვრის წყალიგამოსცემდა სასწაულებრივ ნათელსრომელიც ანათებდა ნაპირზე აღმართულ კლდესა და მდინარეზე გადებულ ხიდს.

      აბოს სულიერ ღვაწლსა და მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება `წამებაÁწმიდისა და ნეტარისა ჰაბოÁსი~. ნაწარმოების  ავტორია იოვანე საბანისძერომელიც თავის დროზე კარგად იცნობდა  აბოს.

ნაწარმოები დაიწერა ქართლის კათალიკოსისსამოელის დაკვეთით 786-790 წლებში.
 ამ თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი X საუკუნით თარიღდება.
      წმაბოს ეძღვნება სამი სვინაქსარული (მოკლერედაქცია მისი `ცხოვრებისა~ (XIV, XVII, XVIII სს.), აგრეთვე ანტონკათალიკოსის მიერ დაწერილი მეტაფრასული `ცხოვრება~ (1768-69 წწ.).



ჩვენი პროექტი:,,აბო-თბილისის მფარველი წმინდანი”. 1-ლი დღე.


პროექტი:
,,აბო - თბილისის მფარველი წმინდანი”
            (21 იანვარი-აბოს ხსენების დღე)
გეგმა:
21 იანვარი-,,აბო-თბილისის მფარველი
                     წმინდანი”-წირვაზე დასწრება აბოს                          სახელობის ეკლესიაში.40                    
                     სებასტიანელი წმინდანის სახელობის
                     ეკლესიაში ლოცვა.
22 იანვარი-ვიქტორინა თემაზე:,,როგორ
                     ვიცნობთ აბოს ”
23 იანვარი- ვიდეომასალის  ჩვენება და
                      განხილვა,თხზულებების     
                      პრეზენტაცია
24 იანვარი-ინტეგრირებული გაკვეთილი-
                     ,,აღვერიენით ერსა
                     უცხოსა”(ქართული და ისტორია)
25 იანვარი-შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის ხელმძღვანელები:
  ლია ჩხაიძე, ასმათ ჭარელიძე-
ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები

მონაწილენი:
№ 32 საჯარო სკოლის ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”

მომზადების დრო:
2  კვირა

მიზანი:
·         კვლევა-ძიების უნარის განვითარება
·         ტექსტზე მუშაობა
·         ანალიტიკური უნარის განვითარება
·         ლოგიკური მსჯელობა და დასკვნების გამოტანა
·         წმინდანის ღვაწლის გააზრება
·         მოწამის ცხოვრების გააზრება და თანამედროვეობასთან დაკავშირება

არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეებ სწავლობენ ტექსტს,მაგრამ აინტერესებთ ის ადგილი,რომელიც ნახსენებია ნაწარმოებში  და მდებარეობს მეტეხის ხიდთან ახლოს(აბოს წამების ადგილი).....






ამოცანები:

·         კვირეულის გეგმის შედგენა-გაცნობა;
·         ფუნქციების განაწილება;
·         ფილმების მოძიება და ჩვენება;
·         ნაწარმოებების წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         კედლის გაზეთებისათვის მასალების შეგროვება,დახარისხება,შემდეგ გაკეთება;
·         საკონფერენციო თემებზე მუშაობა;
·         აბოს სახელობის ეკლესიაში მისვლა და მოლოცვა;
·         წირვაზე დასწრება აბოს სულის უკვდავსაყოფად.

შედეგი:
მოსწავლეებს
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს წმინდანის  ცხოვრებისა და წამების  შესახებ;
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • საკონფერენციო თემები;
  • კედლის გაზეთები;
  • სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.
  • წირვაზე დასწრება
  • აბოს სახელობის ეკლესიაში მსვლელობა
რესურსები:
·         სახელმძღვანელო-,,აბოს წამება”-ტექსტი
·         ინტერნეტი
·         ფორმატები
·         მარკერები
·         ფლომასტერები
·         ფოტოაპარატი,ვიდეოგადამღები


Saturday, January 5, 2013

გილოცავთ შობა-ახალ წელს,ჩვენო ,,გვრიტებო”....იფრინეთ ლაღად,არ გეგრძნოთ დაღლა..................


                                  ასმათი და ლია