Tuesday, January 22, 2013

ჩვენი პროექტი:,,აბო-თბილისის მფარველი წმინდანი”. 1-ლი დღე.


პროექტი:
,,აბო - თბილისის მფარველი წმინდანი”
            (21 იანვარი-აბოს ხსენების დღე)
გეგმა:
21 იანვარი-,,აბო-თბილისის მფარველი
                     წმინდანი”-წირვაზე დასწრება აბოს                          სახელობის ეკლესიაში.40                    
                     სებასტიანელი წმინდანის სახელობის
                     ეკლესიაში ლოცვა.
22 იანვარი-ვიქტორინა თემაზე:,,როგორ
                     ვიცნობთ აბოს ”
23 იანვარი- ვიდეომასალის  ჩვენება და
                      განხილვა,თხზულებების     
                      პრეზენტაცია
24 იანვარი-ინტეგრირებული გაკვეთილი-
                     ,,აღვერიენით ერსა
                     უცხოსა”(ქართული და ისტორია)
25 იანვარი-შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის ხელმძღვანელები:
  ლია ჩხაიძე, ასმათ ჭარელიძე-
ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები

მონაწილენი:
№ 32 საჯარო სკოლის ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”

მომზადების დრო:
2  კვირა

მიზანი:
·         კვლევა-ძიების უნარის განვითარება
·         ტექსტზე მუშაობა
·         ანალიტიკური უნარის განვითარება
·         ლოგიკური მსჯელობა და დასკვნების გამოტანა
·         წმინდანის ღვაწლის გააზრება
·         მოწამის ცხოვრების გააზრება და თანამედროვეობასთან დაკავშირება

არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეებ სწავლობენ ტექსტს,მაგრამ აინტერესებთ ის ადგილი,რომელიც ნახსენებია ნაწარმოებში  და მდებარეობს მეტეხის ხიდთან ახლოს(აბოს წამების ადგილი).....






ამოცანები:

·         კვირეულის გეგმის შედგენა-გაცნობა;
·         ფუნქციების განაწილება;
·         ფილმების მოძიება და ჩვენება;
·         ნაწარმოებების წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         კედლის გაზეთებისათვის მასალების შეგროვება,დახარისხება,შემდეგ გაკეთება;
·         საკონფერენციო თემებზე მუშაობა;
·         აბოს სახელობის ეკლესიაში მისვლა და მოლოცვა;
·         წირვაზე დასწრება აბოს სულის უკვდავსაყოფად.

შედეგი:
მოსწავლეებს
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს წმინდანის  ცხოვრებისა და წამების  შესახებ;
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • საკონფერენციო თემები;
  • კედლის გაზეთები;
  • სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.
  • წირვაზე დასწრება
  • აბოს სახელობის ეკლესიაში მსვლელობა
რესურსები:
·         სახელმძღვანელო-,,აბოს წამება”-ტექსტი
·         ინტერნეტი
·         ფორმატები
·         მარკერები
·         ფლომასტერები
·         ფოტოაპარატი,ვიდეოგადამღები


No comments:

Post a Comment