დაუჯდომელი წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისა
ევედრებიან ხილულთა და
უხილავთა მტერთაგან, ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა
მანქანებათაგან თავდასახსნელად, აგრეთვე ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა განსაკურნებელად
მანქანებათაგან თავდასახსნელად, აგრეთვე ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა განსაკურნებელად
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო
ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი
ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო
ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა
და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ
(3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე
ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და
განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა
ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი
ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ
განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა
მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა
ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და
ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე
ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა,
უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა,
ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა
განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ
განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც
მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე.
ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან,
ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო,
ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა
გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა
არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ
შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კონდაკი
1
ზეგარდამო წოდებულო, სარწმუნოო ქრისტჱს მოწამეო აბო, შეიწირე
სამადლობელი ესე გალობაჲ, და მითხოვე ჩუენ ქრისტჱს ღმრთისაგან მშჳდობით დაცვაჲ
მტერისა საბრჴეთაგან და სულთა ჩუენთა მოჰმადლოს შენ მიერ, წმიდაო, მოტევებაჲ
ცოდვათაჲ და წყალობაჲ, რაჲთა არა სამართლად მოგვეგოს საქმეთა ჩუენთათჳს, რომელნი
სარწმუნოებითა გიღაღადებთ: გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო
და მცველო ტფილის-ქალაქისაო!
იკოსი 1
ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელმან, სახარებისა სჯული თჳსტომთა
შენთა მოციქულებრივ ახარე და წყუდიადი აგარიანთა საცთურისაჲ ღუაწლითა შენითა
განაქარვე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და
ყოველნი ნათესავნი სამკჳდროჲსა ჩუენისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა
შინა განგუამტკიცენ, რაჲთა შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი
დაუცხრომელად გნატრიდეთ:
გიხაროდენ, მორჩო, ძირთაგან ურწყულთა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სიყრმითგან სიბრძნითა და კეთილ-გონიერებითა გამორჩეულო;
გიხაროდენ, უსჯულოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, დრკუსა სამწყსოსა და მწყემსსა არა-ჭეშმარიტსა, ბოროტ-მძოვნებელსა და ბილწსა განშორებულო;
გიხაროდენ, ტარიგო შუენიერო, მწყემსსა კეთილსა, ქრისტესა მაცხოვარსა შედგომილო და არვეთა შინა მისთა დამკჳდრებულო;
გიხაროდენ, ჴელითა უღმრთოჲთა მისთჳს დაკლულო და უკანაჲსკნელ ცეცხლსა შთაგზებულო;
გიხაროდენ, მსხუერპლად საზეპუროდ ტაბლასა ზეცისასა შეწირულო;
გიხაროდენ, ღუაწლითა წამებისაჲთა ცად აღწევნულო;
გიხაროდენ, ადგილსა განსუენებისასა და წიაღსა აბრაჰამისასა დამკჳდრებულო;
გიხაროდენ, გჳრგჳნითა დიდმოწამეობისაჲთა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ისმაიტელ-ყოფილო აბო, წინაპართა ჩუენთა მიერ ქართველად სახელდებულო და მარადჟამ ჴსენებულო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!

2
ოდეს ქუეყანაჲ ჩუენი ეპყრათ სარკინოზთა, ერის-მთავარი ქართლისაჲ
მოწოდებულ იქმნა ბაღდადს წინაშე ამირა-მუმნისა და შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა
პყრობილ-ყვეს მუნ სამითა წლითა, მაშინ მსახურ-ეყავ შენ ნერსეს, სჯულითა ისმაიტელი,
განგებითა ღმრთისაჲთა და იხილე რაჲ წესი ქრისტეანობისაჲ და სჯული ქართველთაჲ,
ვითარცა ჭაბუკმან გონიერმან, ისმინე წოდებაჲ ღმრთისაჲ: უარყავ სჯული მამეული და
შეიყუარე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, მოციქულთაგან ქადაგებული, ამისთჳსცა ჴსენებასა
შენსა წმიდასა პატივს-ვსცემთ და ქრისტესა უგალობთ ყოველნი: ალილუია.
იკოსი 2
ინებეს რაჲ უსჯულოთა განტევებაჲ ნერსჱსა, წარმოგზავნეს კუალად
ერისმთავრად ქუეყანასა თჳსსა, ხოლო შენ აბრაჰამისი მოისიბრძნე გამოსლვაჲ
მამულისაგან და სახლისა, და შესაკრებელი ბილწებათაჲ - ბაბილონი - მოიძულე და
დაემკჳდრე ტფილისსა - დედა-ქალაქსა ქართლისასა, გარნა ვერ განაცხადებდი თავსა
თჳსსა ქრისტეანედ, შიშისათჳს ქართლის მპყრობელთა მათ სარკინოზთაჲსა, და ფარულად
ისმენდი რაჲ სიტყუათა საღმრთოთა და ქადაგებათა სჯულისათა, გარდაემატე სიყრმითგან
ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა
და ბოროტისა განრჩევისაჲ, რაჲთა სრულნი ყოვლითა კეთილითა, ვიტყოდეთ ძალისაებრ
ჩუენისა:
გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა დამდებელო;
გიხაროდენ, სჯულთა გამომეძიებელო და უმჯობესისა უდარესისაგან განმრჩეველო;
გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა დამტევებელო და ღმრთისმშობლის წილ-ხუედრისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, ჴმასა ღმრთეებისასა შედგომილო და მცნებათა მისთა გულსა შენსა აღმბეჭდველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმყრალისა განმდევნელო და სიცრუვისა უღლისა განმგდებელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა საცთურისა უარისმყოფელო და ცხორებისა წესისა გამომცვლელო;
გიხაროდენ, ძუელისა მის კაცისა განმძარცველო და ახლისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო;
გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო;
გიხაროდენ, მათ მიერ დევნილისა სარწმუნოებისა აღმსაარებელო;
გიხაროდენ, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულისა ერისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ьმენელსაცხებლეო, სულნელთა მათ საცხებელთა წილ სულიერისა კეთილსულნელებისა მომფენელო;

3
კუალად განურისხდენ სარკინოზნი კეთილმორწმუნესა ნერსე ერისთავსა,
გარნა უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, რამეთუ განვლო მან კარი დარიალისაჲ და
მივიდა რაჲ მეფისა მის ხაზართაჲსა, კეთილად შეიწყნარეს იგი ლტოლვილობისათჳს
სარკინოზთაჲსა, მაშინ ნათელ-იღე შენ, ნეტარო აბო, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა
და დაუბრკოლებელად უგალობდი დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.
იკოსი 3
რაჟამს ნერსჱს თანა წარემართე აფხაზეთსა, მგზავრ სლვასა შინა
იმარხვიდი, ნეტარო აბო, და არა დასცხრებოდი ლოცვითა და ფსალმუნებითა, ხოლო მადლითა
ღმრთისაჲთა მიიწიეთ რაჲ სამთავროსა მას ქართველთასა და იხილეთ ღმრთისმოყუარებაჲ
ყოვლისა მის ერისაჲ, ჴორცნი შენნი უფროჲს მოაუძლურე მარხჳთა, და ვნებათა აღძრვანი
მოაკუდინენ ლოცჳთა და მღჳძარებითა, ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, სანატრელო, და გჳჴსენ
რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა შურითა საღმრთოჲთა აღგზებულთა
შეგასხათ სამადლობელი ესე ქებისაჲ:
გიხაროდენ, მართლ-აღმსაარებელო და თაყუანისმცემელო წმიდისა
სამებისაო;
გიხაროდენ, ჴმამაღალო ქადაგო დევნილისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, უფსკრულო სიბრძნისაო და თანაზიარო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, სიმჴნეო მოთმინებისა და სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისაო და გონიერებისაო;
გიხაროდენ, წყაროო ნუგეშისა და სიხარულისაო;
გიხაროდენ, ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, ხატო სულიერისა სისრულისაო;
გიხაროდენ, უძლეველო სუეტო სიმდაბლისაო;
გიხაროდენ, უმუსრველო ძეგლო ქრისტეანობისაო;
გიხაროდენ, მნათობო, განმაცისკრებელო ივერიისაო;
გიხაროდენ, პატიოსანო მარგარიტო ქართველთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!
გიხაროდენ, ჴმამაღალო ქადაგო დევნილისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, უფსკრულო სიბრძნისაო და თანაზიარო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, სიმჴნეო მოთმინებისა და სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისაო და გონიერებისაო;
გიხაროდენ, წყაროო ნუგეშისა და სიხარულისაო;
გიხაროდენ, ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, ხატო სულიერისა სისრულისაო;
გიხაროდენ, უძლეველო სუეტო სიმდაბლისაო;
გიხაროდენ, უმუსრველო ძეგლო ქრისტეანობისაო;
გიხაროდენ, მნათობო, განმაცისკრებელო ივერიისაო;
გიხაროდენ, პატიოსანო მარგარიტო ქართველთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო აბო, სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო!
კონდაკი
4
რაჟამს სტეფანოზ, დისწული ნერსჱსა, დაადგინეს ერისმთავრად
ქართლისა, სიხარულითა წარმოემართა ნერსჱ ქუეყანასა თჳსსა, გარნა შენ, ვითარცა
სარკინოზსა, გრქუა მთავარმან აფხაზეთისამან: „ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით,
რამეთუ სამეფოჲ ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და ნუ უკუე განგდრიკონ შენ
სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა“, მაშინ შეუშფოთებელითა გონებითა მიუგებდი:
„ვერარამან განმაშოროს მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა“, და მჴსნელსა შესწირევდი
ძღუენსა ქებისასა: ალილუია.
იკოსი 4
ვითარ გესმა წიგნთაგან სულიერთა ახოვნებაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ,
რომელნი აჩუენებდეს სიმჴნესა ქრისტჱსთჳს და განიცდიდეს ტანჯუათა, ეგრეთ აღეტყინე
შენ ზეცისა სურვილითა და ისწრაფდი სისხლთა დათხევითა მსგავს ყოფად მათთა, ხოლო
ნერსჱს თანა მო-რაჲ-იწიე დედა-ქალაქსა ქართლისასა, სახელს იდევ ქრისტეანედ და
განფინე სწავლანი საღმრთონი სარკინოზთა შინა, ეგრეთვე აწ განაბრწყინვე გონებაჲ
ჩემი ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებული და ღირს-მყავ მე შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, კაცთა ხელოვნებითა შეთხზულისა სჯულისა განმგდებელო;
გიხაროდენ, ბნელისა დამტევებელო და ღმრთისა მეცნიერებისა ნათლისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, უცხოო, უცხოჲთა სჯულითა მოსრულო და ქრისტჱს, ღმერთისა ჩუენისა შემმეცნებელო;
გიხაროდენ, მცნებათა მისთა შემყუარებელო და მადლთა ბრწყინვალებისა ღმრთივშვენიერად შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სიბრძნით-მეტყუელო და საღმრთოთა წერილთა მართლიად აღმასრულებელო;
გიხაროდენ, მოქალაქობასა შინა ჭეშმარიტებისასა სახარებისა სჯულთა მოციქულებრივ ახლად მიმფენელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უბიწოჲთა მოქალაქობითა სჯულნაცვალთა ქართველთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილსა და ღმრთივ-სათნოჲსა დამნერგველო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ყოველსა ჭეშმარიტებასა ზედა სარკინოზთა დამმოძღურელო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლებათა დამამჴობელო;

5
წარიკუეთეს რაჲ თჳსტომთა შენთა სასოებაჲ გარდაქცევისა შენისაჲ,
მჴეცებრ იღრჭენდეს კბილთა, რაჲთა მიგცენ სიკუდილსა და რქუეს ამირას: „ ქალაქსა
ამას შინა არს ჭაბუკი ერთი, რომელსა დაუტევებიეს სჯული ჩუენი და უშიშად ასწავებს
სჯულსა ქრისტეანეთასა“, მაშინ შეგიპყრეს და შეგაყენეს რაჲ დილეგსა, გამოგითხოვა
ქართლისა ერისთავმან და განგიტევა, გარნა შენ ნებსით თჳსით მიისწრაფდი ღუაწლთა
მიმართ და ცხადად და საცნაურად უგალობდი ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 5
მაშინ უფროჲს აღეგზნეს გულისწყრომითა უღმრთონი ისმაიტელნი და
შურისგებითა კუალად წარგადგინეს რაჲ წინაშე მსაჯულისა, ლიქნითა იწყო მან სიტყუად
შენდა მომართ: „რაჲსა-ესე შეგწამებენ შენ, აბო, რამეთუ დაგიტევებიეს მამეული სჯული
და ქრისტეანეთა თანა შეცდომილ ხარ?, - „მშობელნი ჩემნი თუ ისმაიტელ არიან, მე
მსახურ ვარ ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა“, მტკიცედ მიუგე ამირასა და თავი თჳსი
განუმზადე განსაცდელსა და სიკუდილსა, რომლისათჳსცა ერნი საქართველოჲსანი შეგასხამთ
გალობასა ღირსსა:
გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;
გიხაროდენ, მამაცობისა და ურყევისა სიმტკიცისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, სიბრძნისმეტყუელებითა სწავლისაჲთა მუჰამედისა საცთურისა ძლევით მამხილებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მცირედ მორწმუნეთა რწმენასა შინა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებლობითა აღძრულთა წარწყმედელთა გზათაგან განმაშორებელო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა სულიერისა ძილისაგან განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, უნაყოფოჲსა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და აღძრვისაგან ჴორცთაჲსა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, სულთა და ჴორცთა ვნებისა უშურველად განმკურნელო;

6
„უკეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე
უფროჲსღა წყალობაჲ მოგანიჭო შენ“ - გეტყოდა ზაკჳთა უკეთური, ხოლო შენ უმეტესითა
კადნიერებითა ესრეთ მიუგებდი: „არა ვეძიებ საბოძვართა შენთა, რამეთუ მე მონაჲ ვარ
ზეცათა მეუფისაჲ, და საფასეთა მისგანვე მოველი“, მაშინ გულისწყრომითა უბრძანა
ამირამან მსგავსად მჴსნელისა გუემაჲ შენი, გარნა შენ წყლულებასა ახოვნად
დაითმენდი, და განმაძლი-ერებელსა შენსა ქრისტესა ჴმა-ტკბილად ადიდებდი: ალილუია.
იკოსი 6
განარისხა მძლავრი კადნიერებამან შენმან და ძჳრის-მოქმედებრ
შეკრული საკრველითა მით რკინისაჲთა შთაგაგდო დილეგსა ბნელსა, გარნა შენ სიხარულითა
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელმან ღირს-გყო გუემასა და პყრობილებასა სახელისათჳს ქრისტჱსისა
და მოელოდი გჳრგჳნსა აღთქმისაებრ მოწამეთასა, რომელთა თანა აწ წინაშე მისსა
კადნიერებითა მდგომარემან, ითხოვე შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად
ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა, და ცოდვათა შენდობაჲ შემსხმელთა
შენთა:
გიხაროდენ, მამულისა შენისა დამტევებელო და ზეციერისა მამულისა
აღმრჩეველო;
გიხაროდენ, ტყუეობასა შინა სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ძალითა უსჯულოთა ისმაიტელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, უმძჳნვარესთა ჭირთა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა დამთმენელო;
გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაჲთა კაცობრივისა უძლურებისა დამფარველო;
გიხაროდენ, ახოვნებითა გონებისაჲთა უწყალოჲსა ბელიარისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, შიშითა განლეულთა და ლერწამთაებრ შერყეულთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, საპყრობილესა შინა მშიერთა და ნაკლულევანთა გამომზრდელო და ღმრთისმოსაობასა შინა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუითა მტერისაჲთა წარწყმედულთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მზაკუვარებისა დამლახვრელო და ეშმაკთა მსწრაფლ განმსჴმელო;

7
მაშინ შეკრბეს შემასმენელნი შენნი და ცრუ-სჯულისა მასწავლელნი და
გეტყოდეს სიტყჳთა ლიქნისაჲთა: „შჳლო, ნუ გაწირავ სიჭაბუკესა შენსა, რამეთუ ცეცხლი
და მახჳლი განგჳმზადებიეს შენთჳს, უკუეთუ არა მოიქცე ჩუენდა“, ხოლო შენ, ვითარცა
ყრუსა არა გესმოდა და, ვითარცა უტყუვმან, არა აღაღი პირი თჳსი, არამედ მდუმარედ
ილოცევდი, დიდო მოწამეო, და სამთა ყრმათა გალობასა გულსა შინა შენსა იტყოდი:
ალილუია.
იკოსი 7
გაუწყა რაჲ ქრისტემან ჟამი აღსრულებისა შენისაჲ, ყოვლად ქებულო,
საკმეველი და კელაპტარნი შესწირე ეკლესიათა, და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შესთხოვე
მღდელთა, რაჲთა არა დაბრკოლდე სარწმუნოებისაგან ჭეშმარიტისა და ღირს იქმნე მადლსა
მას ქრისტჱს მოწამეთასა, რომელთა თანა ევედრე აწ ღუაწლისდამდებელსა შენსა, რაჲთა
არასადა ღირს იქმნენ კაცნი ცრუნი და ურწმუნონი, რომელნიცა ჰგმობენ ჭეშმარიტსა
ღმერთსა და აქუთ თაყუანის-საცემელად თჳსად მამონაჲ, მთავრობად ერსა ჩუენსა ზედა და
მიტაცებად მართლმადიდებელთა ქართველთა, არამედ განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ
ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა
მადლო-ბისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა:
გიხაროდენ, ჟამსა მას ისმაიტელთა დიდებასა ქრისტჱს უღლისა
მიმღებელო და ჯუარისა მისისა მჴართა შენთა ზედა მტჳრთველო;
გიხაროდენ, ახოვნებითა შენითა სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ყრმობრივისა ბორგნეულებისა და უკრძალველობისა მომძულებელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მამხილებელო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუარებითა განმხრწნელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ნებელობითა თჳსითა სჯულის მდებელთა მათ, მრავალთა შემაცთუნებელთა, შემრისხველო;
გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა სარწმუნოებითა დამაწყნარებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო და ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;

No comments:
Post a Comment