Wednesday, January 20, 2010

დოდო თელია-გვრიტების დამფრთიანებელი....

,,სამოთხის გვრიტების”ყველა ღონისძიებას ესწრება და თავისებურ ხიბლს მატებს პედაგოგი დოდო თელია....
თავის მხრივ,პატარა გვრიტებიც ადევნებენ თვალს ამაგდარი ადამიანის მოღვაწეობას....
ქალბატონი დოდოს გაზრდილები ხომ ამ ლიტერატურული წრის აქტიური წევრები არიან....



ქალბატონმა დოდომ № 32 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა-,,დედაენის”კაბინეტი გახსნა და ამით ძეგლი დაუდგა იაკობ გოგებაშვილის ნაშრომსა და ნაამაგარს....


დათუნა ქალბატონი დოდოს გაზრდილია...პედაგოგი ახლაც არ შორდება თავის ნალოლიავებ ბავშვებს და ცდილობს ყველა ლამაზი ღონისძიების მონაწილენი გახადოს ისინი....


ქალბატონი ნანა ქაჯაია,ნინო ხუციძე,მამუკა გუგეშაშვილი,ნანა ჯოჯიშვილი,ხათუნა ბურჭულაძე.


აი ია.-უკვდავი სიტყვები კიდევ ერთხელ გახმიანდა და ამ სურნელოვანი ყვავილისადმი სიყვარულით განაწყო გაკვეთილის მონაწილენი.....


მოსწავლეებს მაგიდაზე დედაენა დახვდათ....


თაობათა შორის ასაკი არ არსებობს....

დედაენის სიყვარულმა აქ ყველას მოუყარა თავი...

გლდანი -ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები ღონისძიებას ელოდნენ,მაგრამ არ ეგონათ,თუ მოსწავლეთა როლში  აღმოჩნდებოდნენ....



ეს გოგონა დედაენის სიყვარულის ძალაზე საუბრობს,გატაცებითა და საოცარი გარდასახვის უნარით....


დედაენის ზეიმს ქართული ეროვნული ჩაცმულობაც უხდება....


ქალბატონი დოდო როლებში შევიდა...ადვილი საქმე როდია!

მისი მოსწავლეები ამჯერად არიან:დეპუტატი-მერაბ სამადაშვილი,

ქველმოქმედი-მამუკა გუგეშაშვილი,

გამგეობიდან:მურმან თხელიძე,შოთა 

ქურდაძე,

სკოლის დირექტორი:ნანა ქაჯაია,

მოადგილეები:ირინა ბაღიშვილი,შორენა ცნობილაძე ....



ბატონმა მამუკამ თავად ითხოვა ამ გოგო-ბიჭებთან სურათის გადაღება....





                                    მოსწავლეთა როლში....






                        აი,ჩვენი გვრიტები უფროსებთან ერთად.....






ჩვენ, ,,სამოთხის გვრიტების”დედობილები-ასმათი და ლია,დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ დოდოსა და ყველა იმ პედაგოგს,რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ გოგო-ბიჭების სულის ფორმირებაში....

დოდო თელია მუდამ ემახსოვრება თაობებს,

როგორც ენერგიითა და გულისხმიერებით სავსე,

თაობების დამფრთიანებელი,

გულში სიკეთისა  და სიყვარულის ცეცხლის ამგიზგიზებელი....

მასწავლებელი,მეგობარი და სახელოვანი აღმზრდელი....

Friday, January 8, 2010

გიწვევთ ,,გვრიტებო”!


დადგა 2010 წელი.

ვეფხვის წელი შემობრძანდა თავისი დიდებულებით.............

ლიტერატურული წრე,,სამოთხის გვრიტები” აგრძელებს მუშაობას ..........

ისახება ახალი გეგმები,იბადება იდეები.............

ვიკრიბებით 25 იანვარს,2010 წელს..........

ჩამოვაყალიბოთ:

  • რა ვაკეთოთ?
  • ვინ მოვიწვიოთ?
  • სად გავემგზავროთ?

                                                                            საინიციატივო  ჯგუფი.

Tuesday, December 22, 2009

გვრიტებო,გვრიტებო..................



გილოცავთ 2010 წელს!

ულევი წარმატება და სიხარული გქონოდეთ!

სანთლის ციმციმში გეღიმილოთ,

ჩვენო ,,გვრიტებო!”

ასმათლია.

Thursday, December 17, 2009

ბარბარობას გილოცავთ!













დიალოგი
-დე , ვინ იყო ბარბარე?

-ღვთის მოწამე, შვილო.

-რა თქმა უნდა.წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ოლიმპოში. მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს.ბარბარეს დედა მალე გარდაიცვალა. იგი ოჯახის ერთად-ერთი შვილი და მამისგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ძალზე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. მამამისმა მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

-დე, რატომ ჩაკეტა მამამისმა კოშკში?

-შვილო, მას მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვის.

-და, როგორ გახდა ის წმინდანი?

-ცოტა ხანში ბარბარეს მამას საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვარება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანობა და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ოლიოპოსი ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო.

-როგორ შეხვდა მამა შვილის გაქრისტიანებას?

-მამა ვერ შეეგუა შვილის გაქრისტიანებას და ბარბარე სიკვდილით დასაჯა.

- მადლობა, დედა, რომ გამაგებინე დღევანდელი დღის მნიშვნელობა.

-შვილო, დაიმახსოვრე,რომ ბარბარე ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება.

სოფო სამხარაძე
მე-7 კლასისმოსწ.

ახალი წელი მობრძანდება ახლის იმედით...


რა მოგაქვს ,წელო ახალო?
(დიალოგი)


-რა არის ახალი წელი,დეე?საჩუქარი?
-არა,ახალი წელი სასწაულის და სითბოს დღეა.
-რა შეუძლია ახალ წელს?
-ახალ წელს შეუძლია თითოეულ ადამიანს საახალწლო სული აჩუქოს...........
-და საახალწლო სული რას ნიშნავს?
-სითბოს,შვილო....
-საახალწლო სული რომ მაჩუქოს ახალმა წელმა,ამისათვის რაა საჭირო?
-საჭიროა,რომ ახალ წელს ბევრი ვიშრომოთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ........
-შრომაში რა შედის?
-სწავლა.
-მე მეგონა,რომ ახალი წელი მხოლოდ საჩუქრების მომტანი იყო................
ახლა კი მივხვდი,რომ მას ახალი სიხარული,ბედნიერება და წარმატება მოაქვს..............
მარიამ აზიკური

მარი აზიკური

Tuesday, December 15, 2009

მოსწავლეთა ნამუშევრები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე...



ვეხმიანები მწერლის სულს....

გოდერძი ჩოხელის შემოქმედება სავსეა პატრიოტული განწყობითა და სევდით, რომლითაც შეპყრობილი იყო მწერალი. მას გული სტკიოდა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მის ნაწარმოებებში კარგად ჩანს უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი.

გოდერძი ჩოხელი ცდილობდა, დრო არ დაეკარგა, აღეწერა თავისი გრძნობები, განცდები მხატვრულად. იგი აღწერდა საქართველოს ბუნებას, ქართულ კულტურას, ქართველი ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ ცხოვრებას... მან დაგვანახა ბევრი კარგი ფაქტი და ბევრიც სევდიანი ცხოვრების სურათი.

შემოქმედი კარგად ხედავდა საქართველოს გაჭირვებას და ამ ყველაფრით გულდამძიმებულმა მწერალმა თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ხელი შეუშალეს... მისი სიკვდილით საქართველო მაინც ვარ გადარჩებოდა, პირიქით, უდიდეს სევდაში ჩაიძირებოდა. ჩაიძირებოდა ბურუსში, ჭაობში... ყველა წუხილს მიეცემოდა, რადგანაც უდიდესი პატრიოტი, საქართველოს ნამდვილი შვილი, რომელსაც სამშობლოზე გული მართლა შესტკიოდა და ზოგ თვალთმაქცს არ ჰგავდა, საკუთარი ხელთ მოისწრაფებდა სიცოცხლეს. თვათმკვლელობა უდიდესი ცოდვაა, რის გამოც იუდა ისკარიოტელი ჯოჯოხეთში მოხვდა. ჯოჯოხეთში, სადაც ცეცხლი და ეშმაკი ბატონობს... ღმერთს კი გოდერძისათვის ასეთი მომავალი არ ემეტებოდა, ამიტომაც უფალმა შეაჩერა იგი...

გოდერძი გარდაიცვალა ორი წლის წინ. მისი სული ალბათ ეხლა სამოთხეში, ღმერთთან ახლოს იმყოფება... ის ახლაც ადევნებს საქართველოს თვალს, ახლაც გული შესტკივა სამშობლოზე. საქართველოზე, რომელმაც უდიდესი ტანჯვა გამოიარა, რომლის ყოველი გოჯი ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ადამანები წუთისოფელს ხორციელად ტოვებენ, მაგრამ მათი ხსოვნა მუდამ ჩვენთანაა. გოდერძი ჩოხელი მუდამ ჩვენს გულებში იცოცხლებს, იცოცხლებს ჩვენთვის და საქართველოსთვის!..

ანანო ლაზარაშვილი

მე-8 კლასის მოსწავლე




როცა შენს საფლავთან ვდგავარ...

დამთავრდა, ჩაბარდა მოგონებებს კიდევ ერთი უმშვენიერესი დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ეს დღე სევდიანიც იყო და სასიამოვნოც,ამაღელვებელიც და შთამჩეჭდავიც...
ყოველი წამი, წუთი თუ საათი, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი იყო ჩემთვის.მე ამ დღეს სულიერი სიმშვიდის დამკვიდრების დღეს დავარქმევდი.
დედათა მონასტერში ვპოვე სულიერი სიმშვიდე, იქ რთული ცხოვრებაც იოლი მომეჩვენა, ბოროტება-კეთილად, სიძულვილი-სიყვარულად, მოწყენილობაც-სიხარულად აღვიქვი. იქ ყველაფერი ლამაზი იყო,ლამაზი როგორც არასდროს...
ალბათ იკიტხავთ, რა იყო ლამაზი?-ადამიანთა ურთიერთობა, დამოკიდებულება, პატივის მიგება ღირსეული ადამიანისთვის.
გოდერძი ჩოხელი, ქართველი მწერალი, რომელიც სიცოცხლეში არ დაუფასებიათ, მის სულს მივაგეთ პატივი და კიდევ ერტხელ თანავუგრნეთ ოჯახს.
გული მწყდება რომ ყველაფერი კარგი ასე მალე მთავრდება, როგორც ეს დრო, როგორც ეს დღე...

თაკო წილოსანი

VIII-5 კლასის მოსწავლე



ვარდის სურნელით ყველას მთრობელი,
ეს არის გენიოსი- გოდერძი ჩოხელი...


ჩვენ ბევრი რამე შევისწავლეთ და გავიგეთ გოდერძი ჩოხელის შესახებ. მის კალამს მუდამ თან სდევს სევდისმომგვრელი ამბები, რომელიც ხშირად თვითონ მას გადახდენია თავს და თავისი თვალით უნახავს. მერე ეს ყველაფერი ფურცლებზე გადაუტანია და ჩვენამდე მოუტანია. გოდერძი ჩოხელი თავისი კუთხის- გუნამაყრის ხეობის მეხოტბეა. რამდენი მთა და ხე, ბუჩქი და ღრუბელი, ცხოველი და ფრინველისათვის ჩაუდგავს ენა და აულაპარაკებია, მერე ისე აულაპარაკებია, რომ მათი მოსმენისას არ შეიძლება სევდამ არ მოიცვას ჩვენი განწწყობილება და თVალზე ცრემლი არ მოგვადგეს. თუ მანამდე ბუნების მგოსნად იყო ვაჟა-ფშაველა, ახლა მას გვერდით გოდერძია. გოდერძი ჩოხელს წერა ძირითადად განმარტოებით, მთის კალთებშიი უყვარდა. მას შეეძლო დაუსრულებლად ეწერა და ჩვენთვის ბუნების გულისნადები გაენდო. თუ ბუნებას სტკიოდა-ტკიოდა მასაც, თუ უხაროდა-უხაროდა მასაც. ძალიან მოკლე გამოდგა მისი სიცოცხლე, მას კიდევ ბევრი რამის თქმა და ბევრი რამის გაკეტება შეეძლო, მაგრამ ავადმყოფობამ სძლია, უღალატა და თან გაატანა ყველა ის გულისნადები, რომელიც სურდა მომავალი თაობებისთვის გადაეცა. გოდერძი ჩოხელი ყველასია, ყველას ეკუთვნის და დაუვიწყარია, ის მუდამ იარსებებს ჩვენს გულებში, მმის ნაწარმოებებს დახუნება არ უწერია.
თუკი ჩვენმა ახალგაზრდებმა ასე შეიყვარეს მისი პიროვნება, ესეიგი ჩვენს მომავალს გადაშენება არ უწერია...


გოგა წერუაშვილი
VIII-5 კლასის მოსწავლე






გოდერძი ჩოხელი სიკეთის მასწავლებელი


,, ნუღარ მოიგონებ აქაობას, აქ შენნაირებს არ იხდენენ“- ეს სიტყვები მართლაც რომ შეესადაგება გოდერძი ჩოხელს.
მე-20 საუკუნის უნიჭიერესი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი დაიბადა 1954 წელს სოფელ ჩოხში.
გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისა თუ რომანების გმირები გუდამაყრელები არიან. ავტორის სიტყვებითვე ,, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია, მთები ყდებად აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია . მზე და მთვარე მნათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ.“ ჩვენ კი გულდასმით ვუსმენთ მწერლის მიერ მონათხრობ უცნაურ თავგადასავლებს ნახვად, ირმად, თევზად ქცეული ადამიანებისასას და თითქოს გვჯერა კიდეც, რომ ჩვენს ყოპაშიც შემოაბიჯეს მხარეზე ნაძვამოსული ადამიანი.
ჩოხელის ნაწარმოებებში უთანასწორო ბრძოლა ხშირად მთავრდება კეთილზე ბოროტების მეუფებით, სიცოცხლეზე სიკვდილის გამარჯვებით, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია მწერლისა იმისტვის, რომ ბოროტების გამარჯვების ჩვენებით მკითხველის უფრო მოაწყუროს და შეაყვაროს სიკეთე.
სიკეთისა და ბოროტების შერკინებას ასახავს მოთხრობა ,, სამანის იქით დასახელებულნი.“ საფიხვნოში მჯდარი თემის კაცნი საწყაოთი ზომავენ ადამიანურ ქმედებებს, მსჯავრი გამოაქვთ და ცოდვილებს სამანს იქით ასახლებენ.
გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება და ამქვეყნად არსებობა სიკეთის მსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ანდერძით ჟღერას სიტყვები გენიოსი შემოქმედისა ,, ეცადეთ სიკეთეს ემსახუროთ სიკვდილამდე და სამანს აქეთ იცხოვროთ და დაიმარხოთ.“









,,ლუკას სახარება“-ფილმი და ჩემი ფიქრები....


ჩვენ ვნახეთ ცნობილი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ფილმი „ ლუკას სახარება“. მასში მოთხრობილია ბიჭუნასა და მისი ბებიას ამბავი. იქ ასევე არის სკოლა , სადაც დირექტორი ბავშვებს ცემს.

ბიჭს, რომელიც ამ ფილმში თამაშობს, ლუკა ჰქვია და ის გოდერძი ჩოხელის შვილია. ლუკა სკოლიდან სახლში რომ დაბრუნდა, მას ბებია გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ ის სიმარტოვეს არ შეუშინდა და ცხოვრებას ისევ თავისი შრომით აგრძელებდა. მე ლუკაზე კარგი შთაბეჭდილება შემაქმნა, რადგან ის არ შეუშინდა ცხოვრების რთულ გზას და დირექტორის მისადმი წამებას. ის ვაჟკაცურად მოიქცა, როცა მას წაართვეს მამის დანატოვარი წიგნი „ლუკას სახარება“. ის დირექტორს არ შეუშინდა და წიგნი წამოიღო.

მე ამ ფილმმა მასწავლა,რომ მარტოობის ჟამს დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ჩვენი ცხოვრება უნდა მივანდოთ უფალს.

მარიამ წერეთელი
მე-6 კლასელი

სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი

რა არის ცხოვრება? მე ვფიქრობ რომ ცხოვრება ეს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია. ეს ორთაბრძოლა მართავს თითოეულ ჩვენგანს და აგრეთვე  მთელ სამყაროს. ზოგჯერ სიკეთის ქმნა გვეადვილება, ზოგჯერ კი ბოროტებას ჩავდივართ დაუფიქრებლად და დაუნდობლად.

სიკეთე ღმერთია, ნათელი, ხოლო ბოროტება ეშმაკი ანუ წყვდიადი, და ჩვენც შესაბამისად ხან ღმერთს ვემსახურებით და ხანაც ეშმაკს ვუკმევთ გუნდრუკს. ჩვენ მიერ გაკეთებული მადლი უფალთან გვაახლოვებს,ხოლო ცოდვას ეშმაკისკენ მივყავართ.

ხშირად ჩვენს მიერ ჩადენილი სიკეთე თითქოს ჩვენსავე კეთილდღეობაზე გვაქვს მორგებული და ის ,ერთი თვალსაზრისით, შეიძლება სიკეთედ ჩაითვალოს, სხვა მხრივ კი -არა. საერთოდ ჯობია, ისეთი მადლი, რომელსაც ყველა კუთხიდან ერთი შედეგი ექნება, ლაქა არ წაეცხება.

ხშირად გამიგია მოსაზრება :ადამიანები სიკეთის ფასს ვერ მიხვდებოდნენ, ბოროტება რომ არ არსებობდესო. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. როგორ შეიძლება ვერ აფასებდე იმ სინათლეს,სიხარულს,აღმაფრენას ,რასაც უფალი ჰქვია. ვაკეთოთ სიკეთე, ბოროტებას ყველა კარი ჩავურაზოთ და დედამიწაზევე გვექნება სამოთხე.

ჩემი განცდები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასთან ზიარების შემდეგ



დღესდღეისობით ბუმბერაზი მწერალი გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი, როგორც ყველა გამოჩენილი ადამიანი, არ იქნა სიცოცხლეში აღიარებული, მაგრამ სიკვდილი ყველაფერს ცვლის, და დღეს მის სახელს ხშირად მოიხსენიებენ საზოგადოებაში.

ჩვენი სკოლაც ა საზოგადოების  ნაწილია და ჩვენც ვეზიარეთ მის უნაკლო ნაშრომს. მე მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ,,ლუკას სახარებას“. მართალი გითხრათ ,ამ ფილმის ყურების შემდეგ ცრემლები ძვლივს შევიკავე. აქ საუბარი იყო პატარა ბიჭზე ,რომელიც მხოლოდვ12 თუ 13 წლისა იქნებოდა და წარმოიდგინეთ ,მას არ ჰყავდა მშობლები, ზრდიდა ავადმყოფი ბებია და გვერდში ედგა ერთადერთი მეგობარი ძროხა-ნიკორა. თითქოს ღმერთმა მას ეს ყველაფერი არ აკმარა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სკოლაში წითელი კვერცხების მიტანის გამო აწამებდნენ, ჯვარს აკიდებდნენ და არბენინებდნენ წრეზე, სახლში მისულს კი ბებიაც მკვდარი დახვდა, ასე ობლად დარჩენილი მხოლოდ ნიკორას იმედზეღა იყო. სიტყვებით აღწერა ძალიან ძნელი იქნებოდა იმ ეპიზოდის, როდესაც ლუკა ცხარე ცრემლებით ტიროდა საფლავზე და ბებიას ეუბნებოდა, რომ მას იგი ძალიან მოენატრა.

მე ლუკას სახარების ნახვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ,უფრო უკეთ გამეცნო გოდერძი ჩოხელის შემოქმედება და ყველას, სწორედ, ამავეს ვურჩევდი.

                                                                         მარიამ გერგედავა

ფილმის ნახვის შემდეგ...

გუშინ ქართულის მასწავლებელმა გვიჩვენა არაჩვეულებრივი ფილმი ,,ლუკას სახარება''.ეს ფილმი მოგვითხრობს პატარა ობოლ ბიჭზე ,რომელიც ბებიასთან ერთად სოფლის ერთ ღარიბულ სახლში ცხოვრობდა.ლუკა მართლაც ბევრ სისასტიკეს იტანდა დირექტორისგან სასწავლებელში ,მაგრამ მაინც არ კარგავდა სწავლის ხალისს.

ამ ფილმმა პატარა ლუკას გულში ჩამახედა და დამანახა, თუ რას გრძნობდა თუნდაც მაშინ ,როდესაც მამის სამახსოვროდ დატოვებული,, სახარების ”სკოლაში მიტანისთვის ძალიან მკაცრად დაისაჯა.მაგრამ მე ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი მაშინ, როდესაც ლუკას უზარმაზარი ზის ჯვარი აკიდეს მხრებზე და მხოლოდ იმიტომ ,რომ მან სააღდგომო კვერცხები მიიტანა სკოლაში.

არ შეიძლებოდა თვალი დამეხუჭა და არაფერი მეთქვა ათეისტ დირექტორზე, რომელსაც ბავშვების ცემა მართლაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.დირექტორს თვალებზეც კი ეტყობოდა ,თუ როგორ სიძულვილს გრძნობდა ბავშვების მიმართ.არ შეიძლება ოდნავი სიყვარული მაინც გქონდეს მოსწავლეების მიმართ და ასე სასტიკად ექცეოდე.პატარა ლუკა, ყველაფრის მიუხედავად გაბედულად ხვდებოდა განსაცდელებს.მე ძალიან კარგად მახსოვს ბავშვების სახეები მაშინ ,როდესაც ლუკას ჯვარი ჰქონდა მხრებზე აკიდებული.ზოგი ტიროდა,ზოგი იცინოდა,ზოგი კი სიამაყით შეჰყურებდა, მაგრამ ალბათ ეს სიამაყით სავსე თვალები იმის მანიშნებელი იყო ,რომ მან ,ყველაფრის მიუხედავად ,ფარ-ხმალი არ დაყარა და გაბედულად იდგა.ამ ფილმს არ ჰქონია ბედნიერი დასასრული, რადგან პატარა ლუკას ბებია გარდაეცვალა და მარტოდმარტო დარჩა ,მაგრამ პირველად დავინახე მის თვალებზე სიხარულის ცრემლები, როცა მისი მეგობარი ნიკორა დაბრუნდა. ის აღარ იყო მარტო ,მას გვერდით ჰყავდა ერთადერთი საუკეთესო მეგობარი.


ჩემი განცდები

გოდერძი ჩოხელის ფილმის

,,ლუკას სახარების'' შთაბეჭდილებებით


დირექტორია კაცი ურწმუნო,

მიტომ რომ ლუკას არ უგდო ყური,

ლუკას გამცემი,იუდა არის,

ვით მიგუზალი ჯოჯოხეთური.

ყველამ გაიგდო ლუკა წიხლებქვეშ,

აფციაური გრძელ ჯოხს ურტყამდა

მხოლოდ ერთ გოგოს ეცოდებოდა,

არ უყვიროდა და არც ტუქსავდა.

სკოლის მთავარი მასწავლებელი

უფრო სწორედ კი გამწვალებელი,

არვის ინდობდა,სულ ყველას სცემდა

ვინც კი მის ნებას პატივს არ სცემდა.

ლუკა ითმენდა,მედგრად ითმენდა,

მაგრამ სასჯელი ვერ კი დაცალა

სასჯელი უფრო გაუარესდა,

როცა ბებია გარდაეცვალა.

საწყალი ლუკა სულ მთლად დაობლდა

არავინ ჰყავდა მას ხმის გამცემი

ღმერთმა ნიკორა გამოუგზავნა,

საჩუქრად მისი მედგრად დათმენის.

პატარა ბავშვის,დაობლებულის,

ასე დამთავრდა ეს ისტორია,

სახლში მარტოა,თითქმის სულ მარტო,

მაგრამ ის მაინც ბედნიერია.

დავით ბეჟანიშვილი

მე ექვსე კლასის მოსწავლე


ჩემo ფიქრები გოდერძი ჩოხელზე...


მთა ახლოსაა ზეცასთან, მზესთან, სიწმინდესთან, უფალთან.
მთაში გაიზარდა გოდერძი ჩოხელიც. სწორედ ამიტომ ის ახლოსაა უფალთან.
რაღაც უხილავი ძაფებითაა გადახლართული მასთან. იგი უფლის ჭეშმარიტი შვილია. შვილი, რომელსაც ტკიოდა ყველას გასაჭირი, უყვარდა ყველა.
სახელი ეს უძვირფასესი რამაა, რაც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე რჩება . გოდერძი ჩოხელმა დატოვა სახელი, რომელიც მარად ცოცხალია , ჩვენს გულებში ანტია და ჩვენს სულის სიამაყეს სძენს. ის მარადიულობას ეზიარა, გაღმა, ,,სამანს იქით" გადავიდა მისი სული და წაიღო ადამიანთა დარდი და სევდა.
ჩემო დიდო წინაპარო, ღვტთიური მადლითაა გაჯერებული თქვენი ყოველი პწკარი, სულში გვწვდება და ისეთ სიმებს გვითრთოლებს, რაზეც ყველას არ ,მიუწვდება ხელი. ,, მე ერთი პატარა მოტხრობა '' ვარ იმ წიგნში, რომელსაც დედამიწა ჰქვია. შეგიყვარეთ თქვენი სისადავით, თქვენი უსაზღვრო სიყვარულით. ამას ვერაფერი წაშლის ჩემი გულგონებიდან. ალბათ მართლა ,, თქვენი სულის გარშემო ბრუნავს დედამიწა,'' რადგან სიცოცხლეშივე მისი ჭირისა და ლხინის მოზიარე იყავით, მისი ყოველი ამოსუნთქვა გესმოდათ. თქვენ ყველა ჟამისა და ეპოქის ხართ, არ ჩაქრეთ, სანამ ბუნება იარსებებს, სანამ ერთი, ბალახი ყვავილი, კლდე, მთა, მდინარე იარსებებს. თქვენ უბრალოდ სხვა სამყაროში დაგასახლდით, ,, სულის სამყუდროში,'' რომელსაც ყველგან და ყველაფერში დაეძებნათ. თქვენი ,, თავგადასავალი'' არასოდეს დამთავდება, თქვენ ჩვენში იარსებებთ სამარადჟამოდ. სიკვდილის მერე ყველას როდი უწერია დიდი სიცოცხლე, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და თქვენ ის გირსეულად დაიმსახურეთ. თქვენი ყოველი მოთხრობა ხომ ადამიანთა სიყვარულის საგალობელია. ნეტავ. რას დუდუნებენ ,, მთები, საწუთროს დევები, მხარგაშლილები მაღლები, არაგვზედ წყლის დასალევად ჩამოსულები,დამსხდრები'' ალბათ რაც უთქმელი დაგრჩათ ,იმას გვიამბობენ, ეს რომ გავიგოთ თქვენი მადლი უნდა გვეცხოს. ხომ აგისრულდათ სურვილი, ,, სიკვდილი ვალიაო'' ამბობდით, თქვენ მოიხადეთ ვალი ყველას წინაშე. შეგვინახე დედამიწავ, შენზე შეყვარებული სულდიდი წინაპრის ძვლები შენს წიაღში. შეგვინახე მისი სათუთი სხეული და გადაეცი, რომ მისი ნაცვლად მის სიტყვა დააბიჯებს დედამიწაზე ჩვენი გულებით და არასოდეს დადუმდება.
სოფიკო მენაბდიშვილი


ფიქრები ,როცა თქვენს სულს ვეხმიანები....


მე ვარ ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. ქართულის გაკვეთილი ძალიან მიყვარს. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და ქართულის მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო დიდი ქართველი კინორეჟისორის და ასევე პოეტის, გოდერძი ჩოხელის კვირეული. დღეს 16 ნოემბერია, მისი გაედაცვალების დღე და აი ბავშვებმა და მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მის საფლავზე. საფლავზე წასასვლელად და თავის გამოსაჩენად კი ვისწავლეთ ლექსები, დავირიგეთ სიტყვები და ა.შ. 4 გაკვეთილის შემდეგ კი ჩავატარეთ გენერალური რეპეტიცია და გეზი ავიღეთ მცხეთისაკენ,კერძოთ დედათა მონასტერისაკენ.რომ მივედით მოვილიცეთ ,მამა ლაზარე მოვიდა და დავესწარით პანაშვიდს. როგორც , კი წირვა დასრულდა, დიდ მწერალსა და რეჟისორს შევეხმიანეთ თავისივე სიტყვებით, ისევ მივილოცეთ და გზაში კარგათაც გავერთეთ.
ამ დღემ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გავეცანი გოდერძიჩოხელის შემოქმედებას, რომელიც ჩემი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა. ძალიან მომეწონა ლექსები, მოთხრობები, ნოველები. მომხიბლა მისმა რომანტიულმა გრძნობამ და მამშვიდებდა კიდეც მოთხრობები. ძალიან ლამაზი დღე იყო, მაგრამ როგორც ყოველივე დღე მთავრდება, ისე უჩვეულოდ დამთავრდა ეს დღეც.

მე-8 კლასი
მარიამ ჯალაღანია