ტროპარი:
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სვეტისა წმიდისა და კვართისა საუფლოსა ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკვდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
| კონდაკი:
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივ-ბრწყინვალისა, რომელი ჰნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა, და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძვასა საყდარსა, და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხამენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.
| |
ხოლო ოდეს მოიწია ჟამი და მოვიდა ნეტარი ესე დედაკაცი, მოციქული და მახარებელი ძისა ღმრთისაჲ, წმიდაჲ ნინო, პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხოჲ და ვითარცა მწირი, ვითარცა შეუწევნელი, ვითარცა უსმი და უტყვი, რომელიცა აწ მექმნა ჩუენ ტყუე იგი დედოფალ, უცხოჲ იგი – დედა, შეუწევნელი – შესავედრებელ ყოველთა, და უტყვი იგი – ქადაგ ძლიერ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა გულის სიტყუათა, ამან წმიდამან აღანთო გულსა ჩემსა სანთელი ნათლისაჲ და შუვაღამეს ოდენ მეჩუენა მე მზე მბრწყინვალე, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისა ნათელი მისი არა მოაკლდეს უკუნისამდე. და მექმნა ჩუენ მოძღუარ და შემრთნა ჩუენ ერსა ქრისტესსა ნათლის-ღებითა წმიდითა და პატიოსნისა ძელისა თაყუანის-ცემითა. და მომცნა ჩუენ სჯული ახალი ცხორებისაჲ და სიხარულისაჲ და ღირს-მყვნა გემოჲს-ხილვად საიდუმლოთა უხრწნელთა ზეცისათა. მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელიცა მასწავა და აღვაშენე ეკლესიაჲ სალოცველად სამოთხესა მას მამათა ჩემთასა, და მას შინა სუეტი ესე ნათლისაჲ, რომელიცა მე ყოვლად ვერ შეუძლე ყოვლითა ძალითა და ცნობითა კაცობრივითა, ხოლო ღმერთმან მაღალმან მოავლინა ერთი მსახურთა მისთაგანი და წამის-ყოფითა მისითა ქუეყანით ცად აღიწია. და თვით თუალნი თქუენნი ხედვენ საშინელებასა და საკვირველებასა მისსა და მერმე კურნებათა მათ მისთა.
წმ. მეფე მირიანი
მოქცევაჲ ქართლისაჲ. შატბერდის კრებული, თბ. 1979 წ.
| ||
Friday, December 7, 2012
ნოდარ დუმბაძე:
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“
ზუსტად 8 საათზე-ნოდარ დუმბაძე
| ||||||||
დაგვჭირდება ნოდარ დუმბაძის კვირეულისათვის სამუშაოდ
შოთა ნიშნიანიძე
თვრამეტი – ცხრამეტი წლის იქნებოდა შოთა ნიშნიანიძე რომ გავიცანი.
_ როდესაც ლექსს ვწერ, საოცრად ვღელავ და შინაგან თრთოლვას გავნიცდი. შენ თუ გემართება მსგავსი რამ? _ მკითხა ერთხელ უნივერსიტეტის ბაღში. მაშინ მეც ლექსებს ვწერდი, თუმცა არაფერს მსგავს არ განვიცდიდი. არა, რაღაცა განცდა კი მაწუხებდა, აბა სხვანაირად ლექსს რა დამაწერინებდა, მაგრამ შინაგანი თრთოლვა? ვიფიქრე, ალბათ ეგ ყველა პოეტს უნდა სჭირდეს-მეთქი და ვიცრუე.
უფრო გვიან, ლექსების წერას თავი რომ დავანებე და ერთ-ერთ ჩემს პროზაულ ნაწარმოებს ჩავუჯექი, შევკრთი, ზუსტად ის დამემართა, რაზედაც შოთა მელაპარაკებოდა. დამემართა და უზომო სიყვარული ვიგრძენი კიდეც.
უფრო დიდი ბედნიერება ვიგრძენი, როდესაც შოთას ცოტა უფრო გვიანდელი ლექსები წავიკითხე და იგივე განცდამ დამიპყრო. და რა მადლობელი ვარ ბუნების, რომ ამ თრთოლვას დღემდე არ მივუტოვებივარ, იმდენად არ მივუტოვებივარ, რომ მისმა ბრწყინვალე ლექსმა, ქართველი კაცის სევდიანმა და სულისშემძვრელმა სიმღერამ ხარზე მოთხრობა ,,კორიდაც’’ კი დამაწერინა.
აი ახლა, ამ წუთში წინ მიდევს შოთას ახალი ლექსები ,,შეშლილი პოეტის მონოლოგი სამი ფაბულით’’.
ყველა საიდუმლო მომპარა და გამომიმზეურა დალოცვილმა, და ახლა თავდაყირა სიარულს მთხოვს, - თავისი უკურნებელი სენი _ ნიჭიერება უნდა გადამდოს.
ზოგს მწერლობა დღესასწაული ჰგონია. მწერლობა დაუსრულებელი ტკივილია, დღესასწაული ისაა, ეს ტკივილი რომ გაივლის, მაგრამ რომ არ გადის?! უნდა ვიფიქროთ, რომ მწერლობა მარადიული ტკივილის დღესასწაულია.
სხვანაირად აბა როგორ დაწერს ადამიანი ამ სტრიქონებს:
...

და როცა მიწას მივებარები,
ნაჯაფარი და ტანდაკირძილი,
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოსების ამოკოცნილი...
ირაკლი აბაშიძე
კაპიტან ბუხაიძეზე რომ სიმღერა მოვიდა ჩემს სოფელში, 14 _ 15 წლის ბიჭი ვიყავი.

მღეროდა ყველა: რადიო, ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ომში მიმავალი, ომიდან ჩამოსული. მეც ვმღეროდი, ვმღეროდი და ვნატრობდი, მკვდარი ვყოფილიყავი და ჩემზე ყოფილიყო ეს სიმღერა. ვმღეროდი და ვნატრობდი, ჩემი დაწერილი ყოფილიყო ეს ლექსი. ვმღეროდი და ვნატრობდი, ამ ომში დაღუპული და მკერდზე მკლავდაკრეფილი ვაჟკაცის ან ძმა, ან შვილი, ან მეგობარი ან ჯარისკაცი ვყოფილიყავი. ვმღეროდი და ვნატრობდი, ამის დამწერი მენახა და მერე მოვმკვდარიყავი.
მერე ერთი ნატვრა ,,კაპიტან ბუხაიძის’’ ავტორმა ამისრულა: გააცოცხლა იგი, წამოაწევინა მხრები, ფრთები მისცა და სიმღერად აქცია მისი უკვდავი სული.
მერე მეორე ნატვრაც ამისრულა: ამ ახოვანი, ლამაზი და სახელოვანი კაცის მეგობარი გავხდი.
ღმერთმა უმრავლოს ჩემს მამულს ირაკლი აბაშიძის ბადალი ხალხი და მისცეს მას დღე გრძელი.
ვიცი, ეს ნატვრაც ამისრულდება.
მერაბ ბერძენიშვილი
რამდენიმე წლის წინ ვაჟა – ფშაველას ძეგლის პროექტების კონკურსის გახსნაზე გახლდით, ერთ – ერთი, კონკურსგარეშე პროექტთან კი არ გავჩერებულვარ, თავად გამაჩერა; ეს იყო კლდის ნაგლეჯივით შუბლდაღარული, მთის თაკარა მზით სახეგარუჯული, ჭიუხებიდან მოსხლეტილ ზვავებს გადარჩენილი უძილო ღამეებით ქუთუთოდამძიმებული, ფიქრსა და თვლემაში წასული, გოლიათი არწივის ფრთების ჩრდილში დასვენებული ვაჟა – დიდი ვაჟა.

და მოხდა უცნაური რამ, უნებურად ხმამაღლა ვთხოვე:
`მიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა? . .~
. . . და ვაჟამ მიამბო ყველაფერი ის, რასაც ბავშვობაში მიკითხავდა დედა ყოველ ღამე, და რასაც ახლა ვუკითხავ ჩემს პატარა ბადიშს.
ასე დაიწყო ჩემი ნაცნობობა მერაბ ბერძენიშვილთან, როგორც მოქანდაკესთან, თორემ როგორც ვერელ ბიჭს აკვნიდან ვიცნობდი. და ასე გრძელდება იგი დღემდე, გურამიშვილის ნატიფი, კლდემამოსილი და განსაცვიფრებელი შინაგანი სიძლიერით სავსე მონოლოგის ხმაზე, რომელსაც იგი თავდახრილი ყოველდღე უკითხავს ჭავჭავაძის პროსპექტზე მის წინ მოსიარულე ქართველს.
. .

. კასპის სადგურთან, მატარებლის გულისწამღებ კივილში, მე მესმის რონოდებს ადევნებული, მამულისათვის შვილშეწირული დიდი მოურავის ცხენის ფლოქვთა თქარუნი და ძლევის ყიჟინა.
M მე თითქოს სიკვდილი მზარავდეს, ისე მეშინია მარნეულის გზაზე მდგარი ქართლის დედისა და მისი ორი მუხლჩაბიჟგული ტიტლიკანა, ალგეთელი მგლის ლეკვებისაკენ გახედვა, რომლებიც თითქოს მახვილს გაწვდიან და გეძახიან: `ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი არ შაშჭამონ მტრისანი~. და მაინც კვირა არ არის, სიცოცხლესავით არ მომენატროს მათი ხილვა და არ წავიდე მათ სანახავად.
მე მუდამ მინდა მუხლის მოყრა გურჯაანში მთაზე გადმომდგარი, მკლავზე დაღუპული შვილის ფარაჯაგადაკიდებული ჯარისკაცის მამის წინაშე და დამნაშავესავით იმ ჯარისკაცთა გვარების ქვეშ საკუთარი გვარის მიწერა, რომლებითაც სავსეა შინმოუსვლელთა ფიქალის კედელი.
. . . და მე მიხარია ცაკალმახიან ღამის თბილისში ფეხით ხეტიალი, რადგან მელიქიშვილისა და ლენინის ქუჩის გასაყარზე უერთგულესი და უმშვენიერესი შეყვარებული, მკლავგაშლილი მწვანეთვალება მუზა მელოდება... ეს ყველაფერი და კიდევ მეტი მერაბ მერაბ ბერძენიშვილის მიერ ცის ქვეშ დაბნეული და მოფენილი ღვთიურ ნიჭში შეზავებული სიყვარულია.

მის სახელოსნოში კი ერის განძი დევს უამრავი და ფასდაუდებელი. როდის მოასწრო ამ მეგობრის, სპორტის, სიმღერის, ლექსის, ქეიფის მოყვარულმა 50 წლის ვაჟკაცმა ამდენის გაკეთება, ამდენი ფიქრის, ტკივილის და სიყვარულის ქვაში და ტილოზე გადატანა? ღმერთმანი, არ ვიცი. ეს ალბათ მხოლოდ მისმა ოდნავ გაკვირვებით მზირალმა უსაზღვროდ ჭკვიანმა თვალებმა, დაკოჟრილმა ხელებმა და ოცდახუთ საუკუნოვანმა სისხლმა იცის, მეტი არავინ.
ძმანო ხევსურნო
ძმანო ხევსურნო!
ჩემი დიდი მამულის კუთხევ, ძირო, შენახულო ენავ, ფარო, ხმალო, რჯულო, ვაჟკაცობავ, მხნეობავ, სარჩოვ და საბადებელო, ჩემო სისხლო და ხორცო.
ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინაც და რამაც თქვენ თავის დროზე მთიდან ბარში ჩამოგყარათ, ღმერთმა აკურთხოს ყველა, ვინც ახლა თქვენ კვლავ მთისკენ გიხმობთ და წინ მიგიძღვებათ.
გაიხსენეთ ვაჟა - ფშაველა _ მთები დგანან და ელიანო . . . თქვენს დაბრუნებას ელიან მთები, ჩემო ძვირფასებო!
მთა უარწივოდ სად გაგონილა?! არწივმა მართვე საიდან გადმოაფრინოს, თუ მთაში ბუდე მოეშალა?! ციხე რის ციხეა, თუ შიგ მეციხოვნე არ დგას?! არაგვი და არღუნი რის მაქნისია, თუ შიგ ხევსურები ბედაურებს არ დაადგაფუნებენ?! სათიბი რის სათიბია, თუ შიგ ცელი არ მღერის, ცხვარ - ძროხა არ დადის და ნახირი არ ბღავის?! შატილი რის შატილია, თუ შიგ ხევსური არ ცხოვრობს?!
თუ წინათ ბარი გეძახდათ ქუდზე კაცს, ახლა ქუდზე კაცს მთები გეძახიან, მთები, რომლებიც რა ხანია დგანან და გელიან.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, ეს დუმბაძე ვინ არის, საქართველოს რომ ჩემულობს, თვითონ ბარში დამჯდარა და ჩვენ მთაში გვერეკებაო.
ეგრე არ არის ძმებო!
ეს საქართველო კი თქვენიც არის და ჩემიც და ვერც ვერავინ შეგვეცილება, მაგრამ შატილიონი თქვენი სახლია და სახლში თუ მასპინძელი არ არის, ღობეზე მომდგარს ძაღლმა თუ არ შემომყეფა და მასპინძელმა თუ არ შემომძახა _ მობრძანდი, სტუმარი ღვთისააო, ვისთან მივიდე?! თქვენ გეკითხებით, ხევსურებო! . .
ოღონდ თქვენ მანდ დაფუძნდით კვლავ, დამიძახეთ და, მომაკვდავიც რომ ვიყო, ჩოქვით გეახლებით.
მისი უდიდებულესი ორმოცდაათი წელი.
ვიდექი და ვუმზერდი მუქყავისფრად შეღებილს, ფანჯრებზე შავ ფარდებჩამოფარებულს და მაინც დიდსა და ზვიადს, შემდეგ ჩემს თვალწინ ჩამოხსნეს შავი ფარდები.

შეფეთქეს გედისფრად და მე შევედი შიგ ქედმოხრილი, მორჩილი და მოდრეკილი, როგორც მავედრებელი წმიდათაწმიდა ტაძარში. მან მიმიღო, როგორც შვილი, შეიწყნარა ყველა ჩემი ცოდვა, ისმინა ყველა ჩემი ვედრება და აღასრულა ყველა ჩემი ჭაბუკური ოცნება.
ჩემი კაცობის ყველაზე ნათელ საყუდარს, ჩემი კაცობის ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს, ჩემი კაცობის ყველაზე დიდ პატრონს _ უნივერსიტეტს ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას
ათი უთბილესი და უნათლესი წლის გამო,
ჩემი მასწავლებლის გამო,
ჩემი ეკონომიკური ფაკულტეტის გამო,
ჩემი ლიტერატურული წრის გამო,
ჩემი მეგობრების გამო,
. . . ჩემს უნივერსიტეტს _ ჩემი ცხოვრების ყველაზე მაღალგუმბათოვან ტაძარს _ ვკადრებ ჩემს უზომო სიყვარულსა და მადლობას!

ნოდარ დუმბაძის ნაფიქრალი
სიტყვა პაოლო იაშვილზე
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.
M მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.
M მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.
რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ.
რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.
მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.
ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.
და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.
გალაკტიონი
გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა.

ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან, ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა.
. .
სინამდვილეში აი რა მოხდა:
გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რახან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.
* * *
ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედის მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის მქონე კვაზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა თუ ბარში გაბნეულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - `ვეფხისტყაოსნად~ ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.
რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ, ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემლჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.
სად უნდა ვსდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაჰქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავისით იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.
გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის - `აი რა მზის სიზმარიას~ მსგავსად წაღმა - უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა. Aამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.
ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს.

რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა დაუთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო. . .
სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
ჩემი გალაკტიონი
გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა.

. დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - `ჩემი გალაკტიონი! ~
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან `მზიან ღამეში~ აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . .

.
...და მართლაც, რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ, და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად
მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
მიხეილ ჯავახიშვილი
ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.
B ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის:
პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო . . .
ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა. . .
მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა. .

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.
ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.
ტკივილი ტკივილად დარჩა.

თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი.
A ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი.
იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.
ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. Eესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. Aასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.
ნიკო ლორთქიფანიძე
მცირერიცხოვან, ანუ, ეგრეთ წოდებულ, პატარა ერებს დიდი გული აქვთ. აქედან გამომდინარე, ტკივილებიც და სიხარულიც შესაბამისად დიდი გააჩნიათ, და ამიტომ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა იციან.
როგორც ირკვევა, მცირერიცხოვანი ერების ადგილი და ფუნქცია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ადრევე განსაზღვრა ბუნებამ, რაკი არ აღჭურვა ისინი გლობალური, ზებუნებრივი ფიზიკური თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით. სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი გაუგონარი თავდაცვის უნარით, სხვადასხვა ჭირთა და სენთა მიმართ მძლავრი იმუნიტეტით დააჯილდოვა – მისცა მათ ანბანი, ენა ხატოვანი, გონიერება და ძირითადად სულ სხვა მისია დააკისრა: კერძოდ ის, რომ სულიერი საზრდო მიეცათ ადამიანებისთვის.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერების რიგს მიეკუთვნება საქართველო.
სხვანაირად ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავასაბუთებდით ამ ერთ მტკაველ მიწაზე ფარნავაზ განმანათლებლის, იაკობ ცურტაველის, დავით აღმაშენებლის . .

. რუსთაველის, გურამიშვილის, საბა-სულხანის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვათა დაბადებას.
ძნელი დასაჯერებელი და დასასაბუთებელი შეიქნებოდა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ქებათა ქებაც.
ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისა. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში:
`უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი~.
საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვინმე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გიკვირს კიდევაც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! საქართველოს მიწაზე, სხეულით მის გატანჯულ სხეულს ეკვრის, თავი საქართველოს მკერდზე აქვს მისვენებული, ყური კი მის ჯიუტად მბორგავ გულზე აქვს მიყურებული. Mის მძიმე, ღრმა, მაგრამ ძლიერი სუნთქვა ესმის და მისი პირით ლაპარაკობს.
A ამიტომ არის იგი ნაწილი საქართველოს სხეულისა და ამიტომ არის იგი გენიოსი.
იქნებ სწორედ ამ გარემოების გამო შეძლო მან, ჩვენ შორის ყველაზე უკეთ დაეახლოვებინა საქართველოს წარსული დღევანდელობას.
. . . შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს.

გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.
ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს; მერე სრულიად ჭაბუკმა მაცხოვარივით შეიხედა მამამისის ტაძარში და, რა იხილა იგი სავეს ჩარჩებითა და მოვაჭრეებით, ასე შეიცხადა იგი:
` . . . იყიდება საქართველო, მინდორ-ველით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით, მშვენიერი ენით . . .

ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდით, გონებამახვილი ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით . . . იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარით . . .~
მერე მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად, გამორეკა ყველა ურჯულო, უმწეო და მოვაჭრე ამ ტაძრიდან, ჩადგა მის კარში და დღემდე დგას, რათა მის კარიბჭეს მორწმუნის, გამრჯის, კეთილშობილის და სპეტაკი სულის კაცის გარდა, არავინ გადააბიჯოს და არ შევიდეს ამ სათნოების ტაძარში.
მუხრან მაჭავარიანი
მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ.

Mმოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.
გვეგონა ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.
ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.
დაახლოებით ასე ილაპარაკა:
- მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი . . . მე მჯერა!
და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა.
ანა კალანდაძე
გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გაეშალა და მეორეს უკითხავდა
- ნახე რას წერს - `ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო~.

ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?
- არ გამიგიაო, - ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.
1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გაწყდა.
ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს `ფულსა და კრედიტში~, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გამომიწოდა და მითხრა: `читай думбадзе, вслух читай!~ ვკითხულობდი:
D და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,
რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,
შეხედეს და . . .

შეუკურთხეს გამჩენი . . .
რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი.
ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე.

. . და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა.
იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.
არჩილ სულაკაური
ოცდაათი წელიწადია ჩვენ ვუკითხავთ ერთმანეთს ლექსებსა და მოთხრობებს, და ოცდაათი წელია გაუთავებელი შინაგანი თრთოლვა და შეგირდის შიში მაქვს მის მიმართ. Aამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსოვს არჩილის სუსტი ლექსი ან სუსტი მოთხრობა, ჩემი კი – რამდენიც გნებავთ.
ყოველი მისი ნაწარმოები, ჩვენს ყმაწვილკაცობაში ჩემზე რაღაც სულისშემძვრელ იდუმალ და რაღაც დიდი აღმოჩენის მაგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაშინ ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებდით, რაღაცის დაუცხრომელი ძიების სურვილი გვაწვალებდა, ეს დალოცვილი კი იდგა ტრიალ მინდორზე და სადაც დაჰკრავდა ბარს, ყველგან რაღაც განძი, ძვირფასი სამკაული ან მხოლოდ მისთვის ამოსაცნობი პალიმფსესტი და ეტრატი ამოჰქონდა.
M მე იგი უკვე დაბრძენებული დამხვდა უნივერსიტეტში და როდესაც ლიტერატურულ წრეში გამოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილებები მექმნებოდა, თითქოს იგი მწერლობის დიდ ხელოვნებას კი არ ეუფლებოდა, არამედ აქეთ გვასწავლიდა და ყველაფერი ეს, სადღაც გულის სიღრმეში ეწყო ძალიან ღრმად და, როგორც კარგი მეურნე, იმ მძიმე ომის წლებში, იძულებულ ხელმომჭირნეობას დაჩვეული კაცივით, მშვიდად, წინდახედულად, გამიზნულად, მაგრამ კეთილი და ალალი გულით გვილაგებდა წინ.
მას შემდეგ, როდესაც მან თავის ხალხს სთხოვა, მაცალეთ მივდგებ – მოვდგები და ყველა ვალს გაგისტუმრებთო, მე მივხვდი რას წარმოადგენს ჩემთვის არჩილ სულაკაური და მე ჩავწვდი ისე, როგორც შემეძლო, მისი სულის არსსა და საიდუმლოს.
უკეთესი მეგობარი, უკეთესი ძმა, უკეთესი მესაიდუმლე, მასწავლებელი, შემოქმედი, წრფელი და მართალი კაცი ძნელად მოიძებნება ჩემს თაობაში.
ამას წინათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არჩილმა შესანიშნავი ლექსი წაიკითხა, რომელიც ასე მთავრდებოდა: `მიყვარხარ!~ და როდესაც ტაშმა იგრიალა, არჩილმა აუდიტორიას მადლობა მოახსენა, გმადლობთ, რომ დამიჯერეთო.
მორის ფოცხიშვილი
არის წიგნები, რომელთაც წინასიტყვაობა საერთოდ არ სჭირდება. პირველივე ლექსი კრებულის წინასიტყვაობაა თავისთავად, ხოლო ყველა მომდევნო – ფიქრი, მსოფლმხედველობა და ბიოგრაფია ავტორისა.
ასეთ კრებულად მიმაჩნია მორის ფოცხიშვილის ეს კრებული და ასეთ პოეტად მიმაჩნია იგი თავად . . .

. მასთან ჩემი პირველი შეხვედრა (1950) ამაღელვებელი და ოდნავ სევდის მომგვრელი იყო: იდგა სცენაზე ახალგაზრდა კაცი და ათრთოლებული, ამღერებული ხმით სიყმაწვილეს ემშვიდობებოდა:
ენკი, ბენკი სიკლისა
ენკი, ბენკი . . . და!
დღენი სიყმაწვილისა
გა . . .
ენკი, ბენკი სიკლისა
ენკი, ბენკი . . . და!
დღენი სიყმაწვილისა
გა . . .
ვი…. . .… და…. . .
მახსოვს, როგორ აიჩუყა გული თვითონაც და როგორ აგვიჩუყა გული ჩვენ, მსმენელებს (მაშინ მეც ლექსებს ვწერდი). წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო, ტაში თითქმის ათ წუთს არ შეწყვეტილა – ათი წუთი ტაში ვისაც გამოუცდია, ძალიან ბევრია . .

. და იმ დღიდან წარმატებას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია მორის ფოცხიშვილი.
M მორის ფოცხიშვილი ერთ – ერთი იმათთაგანია საქართველოში, თუ არა ერთადერთი, რომელსაც საკუთარ ლექსებს ხალხი დარბაზიდან კარნახობს და ხმას აყოლებს კიდევაც . . .
საქართველოში საოცარი რამ ხდება, დღემდე არც ერთი პოეტის იმდენი ლექსი ხალხს არ უმღერია, რამდენსაც მორისის ლექსებს მღერიან. მორის ფოცხიშვილი ქარაგმულად თუ ვიტყვი `ამღერებული ტალანტია~. ხალხი მის თითქმის ყველა ლექსს მღერის, და განა იმიტომ, რომ იგი სასიმღერო მარტივ ტექსტებს წერდეს, არა, მისი ლექსი საოცრად მუსიკალურია და შინაგანი ჰანგით არის ზეაწეული.
M მორის ფოცხიშვილის ლექსს შეხვდებით ყველგან, ესტრადაზე, მაგნიტოფონის ფირზე, რადიოში, ტელევიზიაში, ყველგან – სახლის სარდაფსა და ფანჯარაში, ყველა ოჯახში თითქოს ათას ხმაზე თბილისსა და მის მოქალაქეებზე უსაშველოდ შეყვარებული მკლავგაშლილი პოეტი დადიოდეს ქუჩაში და ქვეყანას ეალერსებოდეს.
M მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მორისს მხოლოდ სასიმღეროდ და სალაღობოდ მოცლილს წარმოვიდგენთ, მას აქვს სულისშემძვრელი და როგორც ტიციანი იტყოდა, ისეთი მეწყერივით ლექსები, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს. Aამ ლექსების მოყოლა არ შეიძლება, არც სიმღერა, ისინი ჩუმად უნდა იკითხო, შენთვის.

მე ამ ლექსებმა შურით ამავსეს, კეთილი შურით და ერთი გაელვება ასეთმა აზრმაც კი გამიელვა: ასეთი ლექსები რომ მეწერა თავის დროზე, ალბათ პროზის წერას არ დავიწყებდი – მეთქი.
ნოდარ დუმბაძე
ჩემი რუსთაველი
არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე.
მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა ,,ვეფხისტყაოსანს’’, ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, ,,ვეფხისტყაოსანი’’ რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად – ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც:
ავადმყოფს _ წამალი,
ხეიბარს _ ყავარჯენი,
მეომარს _ იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო.
მე ახლაც მიკვირს წერა – კითხვის უცოდინარმა ბავშვმა როგორ ვისწავლე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზეპირად:
`აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმა დაუვსის, ვის ედებოდეს ვის, ალი.
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროილ გამომჭვირვალოი.
ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი _ ნაღველსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
გულო, შავ – გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!~
აღარაფერს ვამბობ ,,ავთანდილის ანდერძზე’’, რომელიც საერთოდ ჩემს მიერ ქვეყნად რომელიმე ლექსის შექების უნარის მიღმა დგას.
ცნობილია, რაბინდრანატ თაგორის ლექსებს ბენგალიელი წერა – კითხვის უცოდინარი მეთევზეებიც კი მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მათი შინაარსი არ ესმის, მაგრამ იმდენი ღვთიური, ზეციური მუსიკაა შიგ ჩაქსოვილი, იმდენი სითბო და ისეთი სულშიჩამწვდომი იდუმალება, და ყოველივე ამასთან ერთად ისეთი გასაოცარი უბრალოება, რომ ლექსი თავისთავად მღერის და ვისაც უსაუბრია ამ ბენგალიელ მეთევზეებთან, ამბობენ, რომ მეთევზეები ირწმუნებიან, ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვგრძნობთ, განვიცდით, ოღონდ ვერ ვამბობთო, და მე მჯერა მათი. . .
აბა ნახეთ, განა შეიძლება ქვეყნად იყოს რამე ამაზე გასაგები, ამაზე უბრალო, ამაზე სადა, ლამაზი და გენიალური?!
`იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ – მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი, კვლა მოუბარი წყლიანი.~
ასე უმარტივესი, უბრალო და განსაცვიფრებლად სადა აკორდებით იწყება ბეთჰოვენის ,,მთვარის სონატაც’’ და ,,აპასიონატაც’’, რასაც შემდეგ მოსდევს აბობოქრებული, ყოვლის უზენაესი, სულისა და გულის დამდუღებელი და წამლეკავი ოკეანის მოვარდნა და მოქცევა. . .
ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის, ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე – მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ასე გასაგები ყველა ქართველისათვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის?
საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურულ ქმნილებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ხალხის საკუთრებაა, რომ მხოლოდ ხალხია განმსჯელი ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა.

და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე, და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც.
და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე ,,ვეფხისტყაოსნის’’ გარშემო შექმნილ პოლემიკას და ნრძოლას მის წინააღმდეგ, ერთ – ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო, არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე ,,ვეფხისტყაოსანი’’. განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის, ,,ბაზრული’’ სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?!
აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი, ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებაც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს იმ კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას.
. . .

ერთ – ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათმოსკოვში ჩატარდა, ასეთი შეკითხვა მომცეს:
_ როგორია როლი ,,ვეფხისტყაოსნისა’’ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში?
_ ნაწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე, ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ.

და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს ,,ვეფხისტყაოსანი’’, ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რუსულად. _ ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს.
. . .
. . .
კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს ,,ვეფხისტყაოსანი’’. თუ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ.
. . . კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!
დიდი ილია
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.
ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, - იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია არა.
ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.
ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს.
სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან.
როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.
A
აკაკი, ერის სინათლე და სიამაყე.
მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი.

ახლა მე მზეზე კი არა, აკაკიზე მოგახსენებთ.
ალბათ, 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის `განთიადი~ რომ მასწავლეს. ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კია არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსთვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისგან ვიცოდი და გამიკვირდა ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი – მეთქი. . . და აი უკვე 40 წელია ვეჯიბრები აკაკი წერეთელს, რომ განთიადის მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს.
და მე კიდევ ერთს მივხვდი, კერძოდ, იმას, რომ `განთიადი~ კაცის დაწერილი არ არის, ასეთ ლექსებს ადამიანები არ წერენ, ეს მათ ძალღონეს აღემატება. დიახ, ეს ლექსი ღვთის ბაგიდან არის გამოსული და ნაკარნახევი.
ერი და ერისკაცი ზიარ ჭურჭელს ჰგავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.
როგორც დღე მისდევს დღეს, ისე მიდიან თაობები და ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ აკაკი, ბულბული საქართველოსი, შუამავალი ცისა და მიწისა, უცვლელია. იგი ყოველ დილას ამოდის საქართველოს ცაზე ბრდღვიალა მზესავით, რომ ნათელი მოჰფინოს სულ ახალ და ახალ თაობებს.
კონსტანტინე გამსახურდია
ზოგიერთი მწერალი ზღვას ჰგავს თავისი მღელვარებით, ზოგი მთას, დიდებულებითა და ზვიადობით, ზოგი კიდევ ნაირფერადი ყვავილებით მოჩითულ, თვალუწვდენელ, მშვენიერ ტრამალს.
გამსახურდია არც ერთ მათგანს არ ჰგავს.
იგი ცეცხლგამძლე აგურით ნაგები, მარადიული ცეცხლის შემნახველი, მკვიდრი ბუხარია.
როგორც ქარბუქში დამზრალსა და იმედგადაწყვეტილ კაცს მიწვდება ხოლმე შორეული საკვამურიდან აღმომხდარი კვამლის სასიცოცხლო სუნთქვა და მიაშურებს ხოლმე მას სულის გასათბობად, ისე დგას გამსახურდია თითქმის საუკუნეა თავისი ხალხის იმედად ქართულ ლიტერატურაში.
ხალხში მწერლებზე ასეთი წარმოდგენაა: მწერალმა ყოველ წუთს, ყოველ წამს სული უნდა უბეროს ქართულ კერას, რომ არ ჩაქრეს იგი, და არ განელდეს ცეცხლი ეროვნული.
გამსახურდია თავად არის ეს ცეცხლი, სახმილი, შეშა და ბუხარი მოგიზგიზე.
იგი ოქრომჭედელია ქართული სიტყვისა და თუმცა მის სიტყვას სინატიფე და სილამაზე არათუ აკლია, არამედ ზედმიწევნითაც აქვს მომადლებული, იგი დაზგას კი არ უზის, ზიზილპიპილოებს, საყურეებს, ბეჭდებს და სამაჯურებს კი არ ჭედს და აგვირისტებს, იგი მკლავებდაკაპიწებული, ცეცხლისაგან სახეგარუჯული გრდემლთან დგას უროთი ხელში და სამეფო მუზარადებს, საომარ აბჯარს, ჯაჭვის პერანგებს, სატევრებსა და ფარშიმშერს სჭედს ლურჯი ფოლადისაგან.

აი, ვინ არის კონსტანტინე გამსახურდია.
Mმცდარია აზრი, თითქოს რუსთაველიდან დღემდე ენის ხიდი გამსახურდიამ გადოო, - მცდარია იმიტომ, რომ რუსთაველიდან დღემდე ნაპრალი, ხრამი და უფსკრული არ ყოფილა, რომ ვინმეს ზედ ხიდები ეშენებინა. იყვნენ გურამიშვილი, საბა-სულხანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და სხვანი.
გამსახურდიას არ სჭირდება ხიდების მშენებლის მოგონილი პროფესია; იგი მარგალიტის მაძიებელი იყო და ქართული ენის უსაზღვრო ოკეანის ფსკერიდან სხვაზე მეტი მარგალიტი ამოჰქონდა და აბნევდა ქართული პროზის ნოყიერ ხნულში. ეს იმიტომ, რომ სხვაზე ძლიერი ფილტვები ჰქონდა და სხვაზე უფრო გამჭრიახი თვალი.
შემაძრწუნებელი სიმართლის თქმა იცოდა ბატონმა კონსტანტინემ: ისევ და ისევ ერის სასიკეთოდ:
`ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა . . . პიპა.

. მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები . . .~
განსაცვიფრებელი იყო ოცდაათიანი წლების ქართულ პროზაში თანამედროვეობის ისეთი მძაფრი აღქმა, მხატვრულ ფერებში მოქცევა და მათი ლიტერატურაში გადმოტანა, როგორი გაბედულებითაც ამას გამსახურდია აკეთებდა.

ავადმყოფი
დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო..
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო..
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

დუმბაძის სიტყვებით გავიმხნევოთ თავი:
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

წმინდა გიორგი III საუკუნეში კაბადოკიაში, წარჩინებულ და დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. ამ პერიოდში საბერძნეთს იმპერატორი დიოკლეტიანე განაგებდა.
კერპთაყვანისმცემელი იმპერატორი ქრისტიანების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მეფობის პერიოდში ქრისტეს მიმდევრები იდევნებოდნენ და რწმენისათვის საკუთარი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს.
საიმპერატორო ჯარის მხედარმთავარი და სამეფო კართან დაახლოვებული გიორგი თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ღიად აღიარებდა ქრისტიანობას, რომელსაც იგი ბავშვობაშივე მშობლებმა აზიარეს.
გიორგი ტოვებს იმპერატორის სასახლის კარს, თავის ქონებას ღარიბებს ურიგებს და ქრისტიანობას ქადაგებს ხალხში. საკუთარი მხედარმთავრის თამამ საქციელს დიოკლეტიანეს რისხვა და გიორგის დატყვევება მოჰყვება.
იმპერატორის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, გიორგიმ არ უარყო ქრისტიანობა. უფლის ნებით მან ხანგრძლივ წამებას გაუძლო: გიორგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს, ბორბალზე გააკვრეს, ცხელი კირის ორმოში ჩააგდეს, გავარვარებული რკინის ქალამნები ჩააცვეს და აიძულეს ერბინა. მაგრამ ღმრთის წყალობით მოწამეს ანგელოზი იცავდა და გიორგის ჭრილობები უშუშდებოდა.
ქრისტეს სარწმუნოებისთვის თავდადებულ გიორგის ღმერთმა სასწაულების ჩადენის ძალა მიჰმადლა. წმინდანმა უამრავი ადამიანი განკურნა და დიოკლეტიანეს მოთხოვნით მკვდარიც კი გააცოცხლა. ამ სასწაულების ასრულებისას ბევრმა იწამა ქრისტე, მათ შორის იყო იმპერატორის მეუღლე-დედოფალი ალექსანდრა.
ხანგრძლივი წამების შემდეგ იმპერატორმა გიორგის სასახლის კარზე დაბრუნება, სიმდიდრე და ძალაუფლება შესთავაზა. ამის პასუხად ,,ქრისტეს მხედარმა” წარმართულ სამლოცველოში ქურუმებისა და მლოცველების თვალწინ კერპები ლოცვითა და ჯვრის გამოსახვით დაამსხვრია. განრისხებულმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ ბრძანა გიორგისთვის თავი მოეკვეთათ.
წმინდა გიორგი მოწამეობრივად აღესრულა 305 წლის 23 აპრილს (ახ. სტილის 6 მაისი). ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს გიორგობას. საქართველოში კი, სადაც წმინდა დიდმოწამე გიორგის კულტი განსაკუთრებით ძლიერია, ასევე აღინიშნება მისი ბორბალზე წამების დღეც – 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10 ნოემბერი). ამ დღეს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

Subscribe to:
Posts (Atom)
-
დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია.... აკაკის ნაკვესები მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საი...
-
ქსანზე რომ. .. შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს, ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე, ჩემს...