Saturday, December 22, 2012

ნოდარ დუმბაძე-,,ბაჯაღლო მზით დამწიფებული”

შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ლიტერატურული წრის წევრების მიერ.


პროექტი


პროექტი: ნოდარ დუმბაძის დღეები სკოლაში



   პროექტი:
ნოდარ დუმბაძის დღეები სკოლაში
                        გეგმა:
)ფილმების ჩვენება-განხილვა;
)ნახატების(გაზეთების) გამოფენა:,,ჩემი თვალით დანახული .დუმბაძის შემოქმედება”.
)ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძეს;
)სტუმრად ნოდარ დუმბაძის მუზეუმსა და მთაწმინდის პანთეონში;
)მინი-კონფერენცია:,,.დუმბაძე-ერის სულიერი მოძღვარი”;
)დისკუსია:,,ადამიანი ფრესკა არ არის”;
)კალიგრაფისტთა კონკურსი: ნოდარ დუმბაძის სიბრძნის სიმფონია;
) ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: .დუმბაძე მზის სხივად გარდაქმნილი სული”.
პროექტის ხელმძღვანელები:
№32 საჯარო სკოლის პედაგოგები:ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე.
მონაწილენი:
დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მომზადების დრო:
2 კვირის განმავლობაში.
მიზანი:
v  მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
v   ფილმების ნახვის შემდეგ ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს;
v  მოსწავლეთა შთაბეჭდილებები წარმოჩინდება სხვადასხვაგვარად(ნახატი,კედლის გაზეთი,თხზულება,სლაიდშოუ);
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ მეტყველების კულტურა;
v  მოსწავლეები იმუშავებენ მწერლის სახელოსნოში და მოაწყობენ მინი-კონფერენციას;
v  გაიმართება დისკუსია და გამოვლინდება მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარი;
v  კალიგრაფისტთა კონკურსი წარმოაჩენს წერის კულტურისადმი დამოკიდებულებას;
v  მოსწავლეები როლური თამაშებით გააკეთებენ იმპროვიზებას;
v  მოსწავლეები თავად გაუწევენ ორგანიზებას
შემაჯამებელ ღონისძიებას;
v    მოსწავლეები პატივს მიაგებენ მწერლის ხსოვნას.
v    ესტუმრებიან მუზეუმს.

არსებული მდგომარეობა:
მოსწავლეები სათანადოდ არ იცნობენ მწერლის შემოქმედებას,უნახავთ ფილმები, მაგრამ არ იციან მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები.

ამოცანები:
ü  კვირეულის გეგმის შედგენა-გაცნობა;
ü  ფუნქციების განაწილება;
ü  ფილმების მოძიება და ჩვენება;
ü  ნაწარმოებების წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
ü  კედლის გაზეთებისათვის მასალების შეგროვება,დახარისხება,შემდეგ გაკეთება;
ü  როლური თამაშემის ორგანიზება;
ü  მხატვრულ კითხვაში ვარჯიში;
ü  პატარებისათვის დახმარება მხატვრულ კითხვაში;
ü  მუსიკალური ნომრების დამუშავება;
ü  საკონფერენციო ტემებზე მუშაობა;
ü  მუზეუმსა და საფლავზე წასვლის ორგანიზება;
ü  შემაჯამებელი ღონისძიების მომზადება.
შედეგი:
მოსწავლეებს
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ;
  • დააგროვებენ ცოდნას;
  • მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • საკონფერენციო თემები;
  • ნახატების გამოფენა
  • კედლის გაზეთები;
  • სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.
  • მიმდინარე ღონისძიებები და კვირეულის შეჯამება.
რესურსები:
    • კომპიუტერი
    • პროექტორი.
    • ინტერნეტ-პროგრამები.
    • ნ.დუმბაძის წიგნები
    • ფორმატები;
    • ფლომასტერები
    • ფაილები;
    • ჭიკარტები.
    • მუსიკალური ინსტრუმენტები;

,,მარადისობის კანონი” და მამა შალვას ქადაგება....




Saturday, December 8, 2012

მთავარი თემა. ,,მზით გამთბარი პოეტის სული”

მთავარი თემა. ,,მზით გამთბარი პოეტის სული”

აქტუალობა.
ბავშვები ეცნობიან მწერლის შემოქმედებას
მოხდება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პოპულარიზაცია.

მიზანები და შედეგები.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მაგალითზე ბავშვები ისწავლიან კვლევის და ანალიზის მეთოდებს, რომელსაც გამოიყენებენ სხვა მწერლების და პოეტების შემოქნედების შესასწავლად. პროექტის მონაწილეები მოახდენენ ნაშრომის პრეზენტაციას და მის გამოქვეყნებას.

შეფასების პროცედურები.

ჯგუფური მუშაობა (ჩართულობა, ლიდერობა, ინიციატივა, კომუნიკაბელობა), ინფორმაციასთან მუშაობა (ძიება, ანალიზი, პრეზენტაცია), მხატვრული კითხვა, ზეპირი პრეზენტაცია

წინასწარი ცოდნა

ნოდარ დუმბაძის შემოქმედების ცოდნა, ისტ-ის გამოყენების საბაზო ცოდნა(საოფისე პროგრამები, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის გამოყენება), ჯგუფური მუშაობის უნარი, სასკოლო ბიბლიოთეკის გამოყენება.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, კომპიუტერები, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, საკანცელარიო ნივთები, დიკტოფონი, მიკროფონი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი.

პროექტის მსვლელობა.
პროექტის ხანგრძლივობა- 1 თვე.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" განხილვა
კლასის დაყოფა ჯგუფებად მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით და დავალებების განაწილება:
მწერლის ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი;
ნოდარ დუმბაძის ფოტომასალების მოძიება და შეგროვება;
ინტერნეტის მეშვეობით მასწავლებელთან ერთად იძიებენ და უკავშირდებიან ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებს და იღებენ ინტერვიუს;
მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება;
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან" ნაწყვეტის ინსცინირება;
ხატვის მასწავლებლის დახმარებით ხატავენ ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირებს;
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე გადაღებული ფილმების, ვიდეო და აუდიომასალის ნოდარ დუმბაძის მონაწილეობით ძიება და გადმოწერა;
მწრელის ენას, ლიტერატურულ ჟანრებს და მხატვრულ ხერხების კვლევა
პროექტის პრეზენტაცია
ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა
მხატვრული საღამოს ჩატარება
ინსცენირების ჩვენება
ნახატების გამოფენა
ფილმის ჩვენება
ექსკურსიის ორგანიზება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში და მისი ინიციატივით დაარსებულ საბავშვო ქალაქ "მზიურში"
პროექტის საზეიმო დახურვა
პრიექტის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე.




Friday, December 7, 2012

სულხან-საბა


სულხან-საბას იგავარკთა კრებული"სიბრძნე სიცრუისა" დიდაქტიკური-ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებია. მასში წამოჭრილი მემკვიდრის აღზრდის საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემა იყო იმ ეპოქაში. გონერ მბრძანებელს უნდა ეხსნა ქვეყანა განადგურებისა და გადაგვარებისგან. ქვეყნის მმართველი ზნეობრივი მაგალითი უნდა ყოფილიყო ერისათვის. ამასთანავე საბა არამხოლოდ უფლისწულის არამედ საერთოდ ადამიანის აღზრდის მეთოდს, ადამიანის სულიერ წვრთნას ისახავს მიზნად.
სულხან-საბამ აღმზრდელად მრავაჭირგამოვლილი, ობოლი და აქა-იქ ხეტიალში გაზრდილი ლეონი მოგვივლინა.იგი მეტად გონიერი და ბრძენი ადამიანი ჩანდა. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მას ბევრი რამ შესძინა. თავისი გონიერება ჭაბუკმა მეფესთან პირველივე შეხვედრისთანავე გამოამჟღავნა , აგრეთვე წინდახედულობაც გამოიჩინა და მეფეს ხელწერილი დაადებინა,რომ არ მოკლავდა სხვა ადამიანების ენის მიტანის გამო.
სულხან-საბას აზრით გადამწყვეტი როლი ადამიანის აღზრდაში აღმზრდელს ენიჭება. აღმზრდელი კი უნდა იყოს გონიერი, ბრძენი და ფრიად განსწავლული პიროვნება.
ადამიანის განსწავლა უპირატესად ბაძვა-მოსმენიტ ხდება. სწორედ ამ მეთოდს იყენებს ლეონი ჯუმბერის აღსაზრდელად. ლეონმა ჯუმბერი სამეფო კარს, ყველანაირ ფუფუნებას მოაშორა და Mზიმე პირობებში აცხოვრა. დღედაღამ ფეხზე დგომით ჭაბუკმა მონათა და მსახურთა გასაჭირი გაიცნო,Iმშილით გლახაკთა და დავრდომილტა გულისტკივილი შეისისხლხორცა, უცხენოდ და ფეხშიშველა სიარულით ბაზიერთა და შიკრიკთა მწუხარება გაიზიარა, არგანის სიმწრის საკუთარ თავზე გამოცდიტ მონებტის სატანჯველო გაიგო.

გლახაკთა , უღონოტა და მდაბალტა გასაჭირი უჩვენა აღმზრდელმა ჭაბუკს.
ლეონის აზრიტ, აღზრდილის განსწავლულობა გამოკითხვით გამოიცდება, სწორედ ამ მიზნით მეფემ შვილი სასახლეში დაიბარა, მას თავდაპირველად ხელარგოსანი, შემდეგ დარბაზთუუხუცესი, მესტუმრეთუხუცესი, ვაზირი და მოლარე გაუგზავნა. ჯიმბერი არც ერთ მათგანს არ გამოყვა გარდა მოლარისა, რომელიც სხვებთან შედარებით უგვანია და არსაც არ მიიგზავნება.
მეფის შეკითხვაზე თუ რატომ არ გამოყვა ჯუმბერი დიდებულებს და რატომ არჩია მოლარე, მან გონივრულად უპასუხა: "სხვატა თანა ეგე უგვანია და არც მიიგზავნება, თვარა ჩემთან მოლარის გამოგზავნა ხამს: მე ვარ შენი განძი , შენი საუნჯე, შსენი ლარი" მეფეს მოეწონა შვილის ასეთი პასუხი..
ჯუმბერმა თავისი სიBრზნე შეგონებეშიც გამოავლინა.
სულხან-საბას აზრიტ სწორედ ჯუმბერისნაირი და ლეონისნაირი უნდა იყოს განსწავლული პიროვნება, უნდა შეეძლოს ავისა და კარგის გარჩევა, იყოს გონიერი, სიBრძნით დაჯილდოებული, სულგრძელი, თავმდაბალი, სამართლიანი/
ასეთი აღზრდის მეთოდი არამარტო წინა ეპოქაში, არამედ ახლაც და შემდგომაც უნდა იქნას დაფუძნებული. რადგან სწორედ ასეთი აღზრდით ხდება ადამიანის სულიერ წვრთნა და მისი ზნეობრივი ამაღლება