Thursday, December 10, 2009

მკითხველთა კონფერენცია

მკითხველთა კონფერენცია

მოხსენების გეგმა:

1.ნაწარმოების ავტორი,სათაური...

2.არჩევანის საფუძველი.რატომ აირჩია იგი?

3.მოკლე მიმოხილვა

4.ადგილი,რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწარმოებში,რატომ?

5.შეარჩიეთ ყველაზე საუკეთესო ადგილი და გაუკეთეთ კომენტარი

6.გაუზიარეთ აუდიტორიას,რატომ მოგწონთ ნაწარმოების კონკრეტული გმირი.

თემა,იდეა.





ღონისძიებების ორგანიზატორები: ლია ჩხაიძე

ასმათჭარელიძე


2009 წლის 23-24 სექტემბერს ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის ლიტერატურული წრის წევრებმა მოაწყვეს,,მკითხველთა კონფერენცია”.
ნორჩმა მკითხველებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის შთაბეჭდილებები,რომლებიც გაუჩნდათ ზაფხულის პერიოდში წაკითხული ნაწარმოებების მიმართ.
წარმოადგინეს 46 მოხსენება.მონაწილეობდა ამდენივე მოსწავლე.
ესწრებოდნენ:
1.ლიტერატურის კათედრის გამგე:დარეჯან პეტრიაშვილი
2.ბიბლიოთეკის გამგე:ნელი ბუთურიშვილი
3.ბიბლიოთეკარი:ნაზი ყუფუნია
4.პედაგოგები:ეკა ხონელიძე
ნინო ბურჭულაძე
დალი ჩადუნელი
სიდონია ჟიჟილაშვილი
მანანა ბურდული






აი,ეს გოგონები როგორ ამზადებდნენ მოხსენებებს....


ჯანხოთელი გიორგი-სვანური ქუდით....ლამაზი პირი-სახითა და წმინდა ქართული პატიოსნებით....

მკითხველთა კონფერენციის მასალები


,,თეთრი თათმანი'"

ჩემი საყვარელი მწერლებიდან და ნაწარმოებებიდან გამოვარჩევ მაინ რიდის ,,თეთრ თათმანს''.ეს ნაწარმოები ისტორიული რომანია.

ძალიან მომწონს ასეთი წიგნების კითხვა,რადგან გართობასთან ერთად დიდ ცოდნას იღებს ადამიანი ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის შესახებ.ამ წიგნში ძირითადად აღწერილია ინგლისის მეფის,ჩარლზ პირველის მეფობის ხანა,რომელიც შემდგომ სიკვდილით დასაჯეს.მისი მეფობის შესახებ სხვა წიგნებიც მაქვს წაკითხული,სადაც გამართლებულია მეფე,მაგრამ მაინ რიდმა სულ სხვანაირად დამანახა ყველაფერი.წიგნში გამაცნო მეფის მოწინააღმდეგენი და მათი აზრები.

ამ ნაწარმოებში ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისის ისტორიის პატარა მონაკვეთის გაგება.თუ რა უჭირდა და რა ულხინდა ინგლისელ ხალხს იმ დროს.ამ ისტორიული ამბების ფონზე ასევე საინტერესოდ ვითარდება წიგნში მოთხრობილი რომანი.

ამ წიგნში თვალნათლივ ჩანს,თუ რას ნიშნავს რაინდის ქუდზე დამაგრებული თეთრი თათმანი.იმ დროს ქალები სიყვარულის ნიშნად სატრფოს ჩუქნიდნენ თეთრ თათმანს,ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პატარა ყუთში ჩადებული თმის კულული.ამ წიგნში ნახსენები თეთრი თათმანი მისი პატრონის,მარიონ უედის უმანკოებას,სუფთა სულს გამოხატავს.

ამ წიგნიდან გამოვარჩევდი ერთ ერთ გმირს ჰენრი ჰოლტსპერტს,რადგან ჩემი აზრით ის ნამდვილი გმირია,სატრფოსთვის თავგანწირული რაინდი და სამშობლოს დამცველი.ის მწერლის რჩეულია ამ წიგნში.

ან წიგნის თითოეული გმირისგან რაღაცას სწავლობს და იგებს ადამიანი.მე ამ წიგნით ვისწავლე,რომ მთავარი არაა გქონდეს ქონება,იყო მდიდარი,მთავარია გქონდეს მიზანი და მისთვის სამართლიანი გზებით იბრზოლო.და რომ არ ატკინო გული ადამიანს ,რომელიც გენდობა.ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ ღმერთი ყველას სჯის ჩადენილი ცოდვებისთვის.

მარიამ კასრაძე
VIII კლასის მოსწავლე


„ტრადიციების მსხვერპლი“

ამ ზაფხულს წაკითხული წიგნებიდან განსაკუთრებით მომეწონა ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. პატარა ვიყავი, როდესაც ამ წიგნზე გადაღებული ფილმი ვნახე და ძალან მომეწონა. შემდეგ, ჩემი აღფრთოვანება დედს გავუზიარე.მან კი მითხრა, რომ არსებობდა წიგნი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ეს ფილმი და მისი ავტორი იყო ალექსანდრე ყაზბეგი. მე მაშინვე დავინტერესდი ამ მწერლით და გადავწყვიტე წამეკითხა ეს წიგნი.

წიგნში მოქმედება ხდება ძირითადად ხევში, რომელსაც ჰყავს ხევისბერი ანუ მმართველი. მას ერქვა გოჩა. მას ჰყავდა ვაჟი ონისე. ერთხელ, მთელი ხევი, მათ შორის გოჩა და ონისე ზეიმობდნენ ონისეს მეგობრის, გუგუას ქორწილს. ონისე გუგუასსაც მისცეს საუვედური. მაგრამ მეგობრები ერთმანეთს იცავდნენ. ამის გამო, გაბრაზებულმა გოჩამ შვილი მახვილით განგმირა, ხოლო გუგუამ თავი მოიკლა და სიცოცხლე ამ სიტყვებით დაასრულა: „ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს. ეხლა ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, არ მინდა, დარჩენილი სიცოცხლე ყველა ეჭვის თვალით მიყურებდესო. ამ ამბის შემდეგ გოჩა ჭკუიდან შეიშალა და უღრან ტყეში მარტომ დაიწყო ცხოვრება. ხელისმომკიდე იყო. გუგუას ცოლად მოჰყავდა ულამაზესი ასული ძიძია, მაგრამ ონისეს და ძიძიას შეუყვარდათ ერთმანეთი, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ერთხელაც, ხევს მტერი შეესია. ონისეს ევალებოდა მოხევეებისათვის საჭირო ცნობების მიწოდება, მაგრამ გზად ძიძია შეხვდა და თავისი მისია დაავიწყდა. ამის გამო ბევრი მოხევე დაიღუპა. ონისე ხევის საბჭოზე წაიყვანეს. იქ გუგუა დახვდა........

ჩემთვის ძალიან მისაღებია სასიკვდილოდ გადამტერებული გუგუასა და ონისეს ერთმანეთისადმი თავგანწირვა, ღალატისა და მტრობის მიუხედავად. თუმცა, ძალიან სამწუხარო ფაქტია მამის მიერ შვილის მკვლელობის ფაქტი. ამიტომაც შეიშალა გოჩა ჭკუიდან . შვილის მკვლელი მამა არ შეიძლებოდა ნორმალური დარჩენილიყო...

ანანო ლაზარაშვილი

8-5 კლასის მოსწავლე


,,რომეო და ჯულიეტა“

გადავწყვიტე წამეკითხა უილიამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა“,რადგან აქამდე ამ ავტორის რამოდენიმე ნაწარმოები წავიკითხე და ძალიან მომეწონა შექსპირის რომანტიული და ყველასათვის ადვილად გასაგები ენა.

ეს წიგნი ძალიან ტრაგიკულ,მაგრამ ბედნიერ სიყვარულზეა,რადგან დასასრულში მთავარი გმირები იღუპებიან.ჩემი აზრით,ამ წიგნში მთავარი აზრი არის ის რომ სიყვარული სისულელე არ არის და ადამიანი მზადაა მისთვის სიცოცხლეც კი გაწიროს და ნამდვილ წმინდა გრძნობას სიკვდილიც კი ვერ დააშორებს.ყველაზე მეტად ამ ნაწარმოებში მომეწონა ის ადგილი,როდესაც რომეო ჯულიეტას პირველად დაინახავს და მაშინვე შეუყვარდება.

„ვინ არის ეს მშვენიერი არსება,ვინც ანათებს ასე კაშკაშად ან ბნელ ღამეს.ის არის ძალიან ლამაზი ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებისთვის და განსაკუთრებული ამ სამყაროსთვის.ის გავს საყვარელ თეთრ ჩიტს ბევრ სხვა უშნო ფრინველებში“.ეს მისი პირველი რეაქცია იყო ჯულიეტას დანახვაზე და ამით ჩანს რომ მას ის თავდავიწყებით უყვარდება.

ამ ნაწარმოებში მოქმედი პირებიდან მომეწონა მღვდელი რომელიც ამ სიყვარულის მომხრე იყო და შეყვარებულებს ყველაფერში ეხმარებოდა.ბოლოს კი როდესაც მეფემ გადაწყვიტა ახალგაზრდების სიკვდილში დამნაშავე ადამიანი მოეძებნა მღვდელმა შეუშინებლად ამბავი ტრაგიკული სიყვარულის შესახებ და ამით სიმართლემ იზეიმა.მრავალი წლის სიძულვილის შემდეგ ორ ოჯახს შორის სიმშვიდემ დაისადგურა.

ყველა წიგნით ადამიანი,ახალ ცოდნას იძენს და მე ამ წიგნმა მასწავლა,რომ შენი მიზნის მისაღწევად სხვას ცხოვრება არ უნდა დაუნგრიო და ყველას პატივი სცე,რათა შენც ასე მოგეგცნენ.

ნანა გეგია

მე-8-4 კლასის მოსწავლე

No comments:

Post a Comment