Sunday, February 24, 2013

32-ე საჯარო სკოლა


,,სამოთხის გვრიტების” მოძღვარია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა(კეკელია),მისი კურთხევითა და დედობილების,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების-ასმათ ჭარელიძისა და ლია ჩხაიძის უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენი ლიტერატურული სალონი მრავალი შესანიშნავი დღის მოწმე გამხდარა....სასიტყვეთში მოგზაურობა ერთიანად გვხიბლავს დიდსა თუ პატარას,სტუმარსა თუ მასპინძელს.....



ექვთიმე თაყაიშვილი , როგორც პოლიტიკური მოღვაწე


ექვთიმე თაყაიშვილის ფათერაკებით სავსე ცხოვრება საქართველოს კუთვნილებაა,მისი ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელია.შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა ის რეგალია,რაც მის სახელს უკავშირდება:პირველი ქართველი არქეოლოგი,მკვლევარი ისტორიკოსი,ეთნოგრაფი,წყაროთმცოდნე,ნუმიზმატი,ფოლკლორისტი, განძეულის გუშაგი,....არ დარჩენილა მეცნიერების არც ერთი დარგი,რომელსაც სწავლულის ხელი არ შეხებია.
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.
კვლევის მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა  პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის დასაწყისში,როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი  ადამიანისა ,ილია ჭავჭავაძესთან ერთად.
ილია ჭავჭავაძემ 1905 წელს შეადგინა პარტიის პირველი პროგრამა,მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევს დაეფუძნადა,არსებითად,საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე გზა განაგრძო.ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილეა ამ პოლიტიკური წიაღსვლებისა.
კვლევის დაწყებამდე ვესაუბრეთ № 32 საჰარო სკოლის პედაგოგს,ისტორიკოს ნელიჭელიძეს.ის გვესაუბრა ექვთიმეს ღვაწლსა და დამსახურებაზე,გაგვიღვივა ინტერესი მომავალი კვლევისავის.ისტორიკოსი,ქალბატონი ნელი ჭელიძე:,,ჩემთვის ექვთიმეს გზა არის ტანჯვის,ღირსებისა და კაცურკაცობის,უკვდავებისა და სიმართლის გზა...გზა,რომლითაც უნდა იაროს მომავალმა თაობამ”.,,მართლაც საინტერესოა ექვთიმე,როგორც პოლიტიკოსი.შეგიძლიათ ჩაატაროთ მინი-კვლევა ამ საკითხზე...”
ამის შემდეგ გეზი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ოფისისაკენ ავიღეთ.21 თებერვალი იყო,ექვთიმეს გარდაცვალების დღე.ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა.ჩვენც გავთამამდით და რესპონდენტის კეთილგანწყობით ვისარგებლეთ.ბევრი რამ გავიგეთ და მასალებიც მოვიპოვეთ.ჩვენი კვლევაც,ფაქტობრივად,მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ავაგეთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან ორი უდიდესი წმინდანი დგას:წმინდა ილია მართალი და წმინდა ევთიმე ღვთისკაცი.ილია მივიდა იმ დასკვნამდე,რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური პარტიის დაარსება  და 1905 წელს იგი ეროვნილ-დემოკრატიულ პარტიას აარსებს.მას აზრად აქვს ამ პარტიის მხრებზე გადმოასვენოს ის ტვირთი,რომელსაც საქართველო ერქვა და რომელიც მან მთელი ორმოცდაათი წელიწადი მარტოდმარტო ზიდა და ატარა,როგორც ერის ბელადმა.”
შეიქმნა ქართული დემოკრატიული პარტია,ამასთან საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა წამოყენებულია,როგორც პარტიის პროგრამის ძირითადი პუნქტი.არჩეულია პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომელშიც შევიდნენ ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.
ექვთიმე ამბობს:,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს საქართველოში მას აქეთ,რაც საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად პროტექტორატისა და დაცვისა,მოახდინა ანექსია საქართველოსი.”
,ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია,ის ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის,უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
ამ პარტის რიგებში თავი მოიყარეს ინტელიგენცის წარმომადგენლებმა.ნიკო ნიკოლაძე,უკანასკნელი სამოციანელი,იყო პარტიის უხუცესი წევრი.ექვთიმე ამ დროს 54 წლის გახდათ.მას გავლილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის სკოლაც,პეტერბურგის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1887 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იწყებს,მაგრამ ავლებს რა თვალს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას,ილიას გვერდით დგება და უერთდება მის თანამებრძოლთა წრეს.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში,რომელიც იმ პარტის ინიციატივით იყო მოწყობილი,რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.ის,როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის,აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
ნიშანდობლივია,რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს,რომლითაც საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან აღდგა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
1919 წ.თებერვალი-საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.ამ არჩევნებზე ედპ-მ 8 მანდატი მიღო,ერთი მანდატი ექვთიმეს ერგო.მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  კვლავ დატოვეს ამ თანამდებობაზე.იყო აგრეთვე განათლებისა და ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი.მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო კომისია.რა თქმა უნდა,თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ,ამ საქმეში დიდი გამოცდილების გამო.
სამწუხაროდ,საქართველოს დამოუკიდებლობა  დიდხანს არ გაგრძელებულა.1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნული განძეულის მცველად და საპატრონოდ საფრანგეთში გაემგზავრა.ლევილის მამულში დაიდეს ბინა ემიგრანტებმა.ეროვნულ-დემოკრატები მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას ,პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,რომელიც ფრაქციათა წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა.ექვთიმე თაყაიშვილი კვლავ მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე.ეს მკაფიოდ გამოჩნდა 1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე,რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში აჯანყების საკითხი.ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე.1924 წელს მაინც მოხდა აჯანყება,მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ რეპრესიებს მიმართა.,,ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!-”ასე აფრთხილებდა ექვთიმე საზოგადოებას.
      ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა პარიზში ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე,რომელზედაც მომავალი კონფერენციის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები შეიმუშავეს(1921წ.18 დეკემბერი).
ექვთიმე კონფერენციის დელეგატია,მოხდა ინტერპარტიული შეთანხმება,რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული გამოსვლისათვის ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.პოლიტიკურმა ემიგრაციამ კარგად იცოდა,რომ გადამწყვეტი სიტყვა თავად ხალხს უნდა ეთქვა(1922წ.თებერვალ-მარტი).
ექვთიმე  დღესაც ამხნევებს ქართველ ერს:ერი არ შეიძლება შედრკეს,ქართველი ხალხი ერთი წუთითაც არ გაიფიქრებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა დაბლა დახაროს(1922წ.26 მაისი).
,,ერი ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს,მისი გუშაგი უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს გათავისუფლებამდის! მთაწმინდის მიწამ ჩაიკრა გულში ერის საამაყო შვილი,განძის მცველი და თავად უდიდესი სიმდიდრე და განძი,სინდისი და ნამუსი,ღირსება და პატიოსნება,სიმართლე და უბრალოება, სიწმინდე და სათნოება-წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.



გამოყენებული ლიტერატურა:
ž  ჯანელიძე,ო.ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან.-თბ.მეცნიერება,2002.-535 გვ.
ž  ჯანელიძე,ო.საქართველო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან.-თბ.:ნიკე,1997.-40გვ.
ž  ჯანელიძე,ო.ექვტიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე//ღვთისკაცი.ექვთიმეთაყაიშვილი.კრებული.შემდეგ.ი.თავბერიძე.-თბ.საქ.საპატრიარქოს გამ-ბა,207.-გვ.14-129
ž  ჯანელიძე,ო.საქართველოს ეკლესია და პოლიტიკური პარტიები მე-20 საუკუნის პირველ ოცწლეულში/საისტორიო შტუდიები/ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.-201.-ტ.2.-გვ.126-138.
ž  ასათიანი,ა.საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია[1917-1937წ.წ.]/ქართული მწერლობა.-190.-№3.-გვ.82-95.
ž  თევზაძე,ნ.ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება(1918 წლის 26 მაისი)/კლიო:საისტორიო ალმანახი.-19.-№5.-გვ.174-178.
ž  საქართველოს ისტორის ნარკვევები.ტ.მე-6.საქართველო 190-1921წ.წ.-თბ.საბჭოთა საქართველო,1972.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული პარტის პრეს-სამსახურის გამოცემა.თბილისი.2008წ.
ž  ეროვნულ-დემოკრატიული მსოფლმხედველობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი.მოამბე,№1(4).205წ.
ž  ინტერნეტ-საიტები:google.ge; burusi; wordpress.com; ka.wikipedia.org;



კვლევითი პროექტი:
ექვთიმე თაყაიშვილი,როგორც პოლიტიკური მოღვაწე
პროექტის ხელმძღვანელები:
პედაგოგები:
ნელი ჭელიძე,ლია ჩხაიძე,ასმათ ჭარელიძე.

მონაწილენი:
მოსწავლეები:
გიორგი ჯანხოთელი,თორნიკე გოჩიტაშვილი.
მომზადების დრო:
1-22 თებერვალი.2013 წელი.

მიზანი:
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლა პოლიტიკურ სარბიელზე,კერძოდ,მისი
ღვაწლის წარმოჩენა მე-20 საუკუნის
დასაწყისში , როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან მდგარი ადამიანისა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

პრობლემა ანუ
არსებული მდგომარეობა:
უამრავი ინფორმაცია არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის,განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ.თეზო თაბუკაშვილის ფილმიც დოკუმენტალურად აღწერს ამ ადამიანის ღვაწლსა და დამსახურებას,მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.ამიტომაც საკვლევ თემად სწორედ ეს საკითხი ავირჩიეთ.



განსახორციელებელი ამოცანები:
·         ჯგუფის შექმნა
·         მოტივაციის განსაზღვრა
·         სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
·         ფილმების მოძიება ექვთიმეს შესახებ და მისი ჩვენება-განხილვა
·         ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა,კვლევების  წაკითხვა,დეტალების ჩანიშვნა,ამონარიდების ჩაწერა;
·         ინტერვიუ ისტორიკოსებთან,ედპ-ს წამრმომადგენლებთან.
·         საცავებსა და ბიბლიოთეკებში ინფორმაციის მოძიება.
·         ინტერნეტსაიტებზე მასალის მოძებნა,გაცნობა.
·         მოძიებული მასალის დახარისხება,დალაგება,ნაშრომისათვის საბოლოო სახის მიცემა.
·         პრეზენტაცია




შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
  • გაიგებენ უფრო მეტს ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის  შესახებ;
  • წარმოაჩენენ ეღვთიმეს,როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს.
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში;
·         შექმნიან ბლოგს,სლაიდშოუს მოძიებული მასალების გამოყენებით.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • კვლევითი  პროექტი;
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

რესურსები:
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.



Friday, February 22, 2013

„რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის 29.01.2013


წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.

კონკურსების მიზანია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.

პროექტებში წარმოდგენილი მასალები შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე, ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სამუშაოს შესასრულებლად მათ დაახლოებით 20 დღე ეძლევათ.

თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს (სურვილისამებრ) წარმოუდგენს. მათ სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

მთაწმინდა-ერის ღირსეულ მამულიშვილთა ძვალთშესალაგი....

მივაგოთ პატივი ღირსეულ მამულიშვილებს....ერისკაცობა მძიმე ტვირთია.........







ეს გაკვეთილი ექვთიმეს ხსოვნას ეძღვნება........



მოსწავლე გიორგი ჯოხაძე თანაკლასელებს ესაუბრება ექვთიმეს დამსახურებაზე,განძის გატანასა და დაბრუნებაზე...აღნიშნავს ექვთიმეს ერთგულებასა და პატიოსნებას,რომ მან, უკიდურეს სიღარიბეში მყოფმა,ერტი ნივთიც არ მოაკლო საგანძურს.............
მოსწავლეებმა იმსჯელეს ერისკაცობაზე,ერთგულებაზე,მამულიშვილობაზე.........გაითავისეს ამ ადამიანის დიდი ტკივილი,განცდა,პატრიოტული შემართება და თავიანთი ვარაუდები ჩამოაყალიბეს...........

ინტერვიუ კვლევის დაწყებამდე

მოსწავლე გიორგი ჯანხოთელი აქტიურად ჩაება კვლევაში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით..მან ინტერვიუ სთხოვა ისტორიკოს ნელი ჭელიძეს და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო მისგან.

21 თებერვალი - ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალებიდან 60 წელი

,,სამოთხის გვრიტები” პედაგოგებთან -ასმათ ჭარელიძესა და ლია ჩხაიძესთან ერთად მთაწმინდის პანთეონს ვეწვიეთ.პატივი მივაგეთ დიდებული მამულიშვილის,ერის საგანძურის მცველის,საქართველოს ჭირისუფლის,ტანჯული ქართველის,ექვთიმე ღვთისკაცის ხსოვნას...........გვირგვინით შევამკეთ მისი საფლავი....დავუნთეთ წმინდა სანთელი და ვისაუბრეთ მის ღვაწლსა და დამსახურებაზე............
დავესწარით პანაშვიდს,რომელიც ჩაატარა მამა ნიკოლოზმა............

,,სამოთხის გვრიტები”-2009


რა პატარები ვყოფილვართ...........როგორ გავიზარდეთ...........უკვე 5 წელი გასულა...............

ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები



 ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი

  -ნო იოსებ,დიდად გმადლობ წიგნებისათვის.

გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენინაროდნიე პრედანია შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნისვეფხისტყაოსნის საკითხები“- შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემსარქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
  თქვენა გთხოვთ , საიუბილეო გამოცემავეფხისტყაოსნისამომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმისმოამბემარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტისმოამბე“-ათიიზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.

რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიებისოტტისკებიამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.
  მეარა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. .მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს.


 
  პატივისცემით . თაყაიშვილი.
  11.06.(1938)

N-2
  -ნო იოსებ,
  მივიღეპამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი,1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია . ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში.ეს მაცნობა .

ავალიშვილმა.ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის . მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, - ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.

პატივისცემით . თაყაიშვილი
  P.S. დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.

N-3
  -ნო იოსებ,
  გამოუთქმელი მადლობავეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ . მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.

სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
  ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროარუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთმოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელიქართლის ცხოვრებისგაგრძელება.

ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.

ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
  სამწუხაროდ, საიუბილეოვეფხისტყაოსანიარ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.

ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს. პატივისცემით . თაყაიშვილი.
 
  ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან


  9 აპრილი 1935 წელი
  ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
  1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
  2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.


  3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
  4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
  ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
  გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.
 
  ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი