Friday, February 22, 2013

გამგზავრება...........დაბრუნება............


მოულოდნელად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს.“ - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

მარშრუტი ცნობილია: 1921 წლის 18019 თებერვალს თბილისში პანიკის გამო, სამუზეუმო ნივთები ნათმში გაგზავნეს. 2 მარტს . თაყაიშვილი და მისი მეუღლე ქუთაისს წავიდნენ, აქედან 3 მარტს ბათუმს გაემგზავრნენ, 11 მარტს განძეულობით დატვირთულ კრესისერერნესტ რენანზეავიდნენ და მარსელს მიაღწიეს, საიდანაც პარიზის სიახლოვეს ლევილის მამულში დასახლდნენ.

განძეულობა ქართველ ხალხს დაუბრუნდა 1945 წლის 11 აპრილს მის მცველ, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად.

განძს შეადგენდა თბილისისა და ქუთაისის სახელმწიფო ხაზინების ვალუტა, აქაური მუზეუმების განძეულობა, უმნიშვნელოვანესი ნივთები ბორჯომის დიდი მთავრის სასახლისა და ხობის მონასტრის განძეულობა, სულ 249 დიდი ყუთი. ამათგან  39 ყუთი ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას.

ემიგრაციის მთელი წლები მოახმარა ექვთიმემ ამ განძეულის დაცვას, საფრანგეთში ამ სიმდიდრის დაპატრონებას ხან ვაიპატრიოტი ქართველები, ხან საფრანგეთის მთავრობა, ხან სხვადასხვა მუზეუმები, ხან ვინ და ხან ვინ ცდილობდა.

ექვთიმემ გამოფენაზეც კი არ გაატანინა არცერთი ექსპონატი დაკარგვისა და დაზიანების შიშით.   - მთელი ამ საგანძურის პატრონ ექვთიმე თაყაიშვილს პარიზში ფინანსურად ისე უჭირდა, რომ ხშირად ულუკმაპუროდაც დარჩენილან ის და მისი მეუღლე. ამას დაემატა ის, რომ 1928 წლის ზაფხულში ნინა პოლტარაცკაია დაავადდა და 1931 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად ამ უბედურებისა და უკიდურესი გაჭირვებისა, ექვთიმე აქტიურად განაგრძობდა განძის დაცვას, სამეცნიერო მუშაობას, ლექციების კითხვას, ევროპაში გაფანტული ქართული სიძველეების ძებნას, ადგენდა მათ აღწერილობას , ბეჭდავდა სტატიებსა და წერილებს ქართველ მოღვაწეებზე.

იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებულიქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდისთავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა.

„ 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძი“ - წერს იგი.

1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებითევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.


No comments:

Post a Comment