Friday, February 22, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები



 ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი

  -ნო იოსებ,დიდად გმადლობ წიგნებისათვის.

გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენინაროდნიე პრედანია შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნისვეფხისტყაოსნის საკითხები“- შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემსარქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
  თქვენა გთხოვთ , საიუბილეო გამოცემავეფხისტყაოსნისამომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმისმოამბემარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტისმოამბე“-ათიიზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.

რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიებისოტტისკებიამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.
  მეარა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. .მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს.


 
  პატივისცემით . თაყაიშვილი.
  11.06.(1938)

N-2
  -ნო იოსებ,
  მივიღეპამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი,1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია . ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში.ეს მაცნობა .

ავალიშვილმა.ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის . მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, - ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.

პატივისცემით . თაყაიშვილი
  P.S. დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.

N-3
  -ნო იოსებ,
  გამოუთქმელი მადლობავეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ . მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.

სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
  ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროარუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთმოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელიქართლის ცხოვრებისგაგრძელება.

ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.

ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
  სამწუხაროდ, საიუბილეოვეფხისტყაოსანიარ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.

ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს. პატივისცემით . თაყაიშვილი.
 
  ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან


  9 აპრილი 1935 წელი
  ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
  1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
  2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.


  3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
  4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
  ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
  გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.
 
  ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი

No comments:

Post a Comment