Friday, February 22, 2013


ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი ნიკო მარისადმი

16თებერვალი
  1900წელი
  (თბილისი) ძმაო ნიკო!

  შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა,რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა,ეხლა მოიკეთა.შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას,მაგრამ მე მოუცლელობით,ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი.ნუ დამემდურები,რომ დაგიგვიანე ეს შრომა ცოტა გადადევი.რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს,მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს კატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი ეხლაც გავსინჯე.ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი,მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს ,რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი.ბოლოს მინაწერი სწორათ აქვს ჯანაშვილს,გარდა მესამე სტრიქონისა,რომელიც იკითხება ასე: „ჰხმობენ მწერალნი,არ თქმულ არს ცისა ღრუბლის არ ქონაი “. მაგრამ ჯანაშვილის მოყვანილი თავები,ვითომ გილარიანისა რომ ეჭვს გარეშე ყალბია ამის დასამტკიცები საბუთი თვით ხელნაწერშია, ყალბ მეთორმეტე თავს განძის აშიაზე ტექსტის ხელით,ასეთი მინაწერი აქვს:„.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაცას ცრუს ქრცხინვალელს(მიუწერია)“.სხვა აშია აქ წაჭრილია.მაგრამ სამაგიეროდ,ამ გვარივე ფრაზა დამთავრებულია მეცამეტე კარის შენიშვნაში.იქაც გვერდზე უწერია:„.ნურც ამას დასწერთ. ესეც იმ ცრუს ქრცხინვალელს კაცისაგან არის ნალაყბი და მოგონილი“.აქიდამ ცხადია, მოხსენებული თავები ყალბია ეს იმითაც მტკიცდება,რომ სხვა უძველეს ვარიანტებში ეს თავები სრულიად არ არის.სხვა არავითარი მინაწერი არა აქვს ჩვნს დედანს.ეს მინაწერები ჯანაშვილმა აღარ მოიხსენა.რატომ? შენ გამოიკვლიე.რაკი მე ყველა ხელნაწერების ცნობა მაქვს შეკრებილი,მინდა ცოტა შენიშვნა დავსწერო მოამბეში ან სღვაგან ამ ხელნაწერების შესახებ და შესახებ ყალბი დილარიანისა,სხვათა შორის,საზოგადოებას აქვს პეტერბურგში გადაწერილი,ვგონებ ოქრომჭედლიშვილის თაოსნობით,ეგზემპლიარი.ეს ეგზემპლიარი შედარებულია აკადემიის ვარიანტთან და აქა იქ აღნიშნულია,როგორ არის აკად.ვარიანტში.ეტყობა,გადაწერილი სხვა დედნიდან არის და ეს ორი ყალბი თავიც არის შით,მაგრამ მეორე თავის ბოლოს,გვერდზე უწერია აკადემიის ვარიანტში არ არისო,მაგრამ ვინაიდან აქ რაღაც ნიშანი არის,არ ვიცი მარტო ბოლოს ეხება ეს შენიშვნა თუ მთელ თავს.მადლობელი ვიქნები,თუ მაცნობებ,რამდენი და როგორი ხელნაწერია პეტერბურგში.
  ნიკო,პირველი ხელ ნაწერი ზემოთ გარკვევით არ წერია და აქ კიდევ მოვიყვან: „.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს ამ წიგნის მთქმელისა არ არის.ვიღაც ცრუს ქრცხინვალ...“შენი სტატია მივიღე.აქ დაბეჭდილი სტატიის ოტტისკიც გამომიგზავნე უსათუოდ,როდესაც მიიღო. ეს უკანასკნელი სტატია აქ ძლიერ მოეწონათ ყველას.ჩახრუხაძეს როდის დაბეჭდავ?მართლა ნიკო როგორ გესმის შენ ჩახრუხაძეს ფრაზა (კაეპე5):მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისაგან ახშპოთებულად.ნუთუ ისეთი შინაარსის იყო დილარიანი რომ აღაშფოთა თლამარი?სახელი პოემისა უნდა დილარგეთიანი იყოს და არა დილარიანი.ძალაინ მიკვირს როზენის საქმე.მაქ თუ ასეთი ინტრიგები და სიუპატიოსნეა,სხვაგან რაღა გვიკვირს!კაცი თურმე ყველგან და ყოველ შემთხვევაში მოუსვენარი და ინტრიგანია.შენ მაინც პოზიცია არ გაიფუჭო უნივერსიტეტში ცოტა ფრთხილად იყავი.
  მომიკითხე გულითადად შენი მუღლე ჩემ და ჩემი ცოლის მაგიერ და გიორგის მიკოცნე. შენი ძმა .თაყაიშვილი.

.სნიკო გეთაყვა ,შემიტყვე და მალე მომწერე,აკადემიის ხელნაწერი შეიძლება კიდევ ვითხოვოთ,რომ სამი თვით ან მეტით კიდევ დაარჩინონ ჩემთან.მარიამის ბეჭვდვას ცოტა აკლია,მაგრამ აქაური ტიპოგრაფიის წყალობით,კიდევ არ მაქვს იმედი,მალე გათავდეს.შენი ჭირიმე,ლემს მოელაპარაკე და მითხოვე მომიხერხოს,კიდევ დამიცადონ.ლემის სტატიის გადმოთარგმნას შენ რომ დამპირდი რათ არ გადმოთარგმნე.ლაპატინსკის ნათარგმნი რაღაც არეულიდან შემოკლებულია მე მგონია არც თეოგნოსტა არის ნამდვვილი სსახელი ჩვენი განმანათლებლისა ..

  ძმაო ნიკო!
  16.11.1903
  (ტფილისი)
  ნემესიოს, წიგნს , ხელნაწერს გიგზავნი,რათა ისარგებლო შენი მოხსენებისთვის და ორი კვირის შემდეგ დამიბრუნო; ტექსტს მე ვბექდავ კატალოგში. ამასთანავე, მაგის ლიტერატურის შესახებ მაცნობე, თუ რითი შველის ბერძნული ტექსტის აღდგენას. მე მაგის გამოცემა პროფესორ ტეგას დავპირდი და მას შემდეგ ვეძებ ხელნაწერებს. ორი კიდევ სხვა ვიპოვე,ერთი ხუცური და ერთი მხედრული. ტექსტის შედარებამ დამარწმუნა, რომ სამივე ხელთნაწერი ერთი მეორისაგან არის გადმოწერილი, ყველა ერთ და იმავე ფრაზაზეა შეწყვეტილი და განსხვავება ტექსტში არ არის. გრადაცია ასეთი მგონია: ხუცური ხელთნაწერიდან, რომელიც ეხლა მე მაქვს, გადმოწერილია ეს, შენ რომ გიგზავნი, და ამისგან მხედრული. .

ხახანაშვილმა ითხოვა ეს ხელთნაწერი და ეცნობა, რომ მე ვბეჭდავ და ამიტომ ვერ გავუგზავნეთ. ტფილისში მე ნემესიოს შესახებ ცნობები ვერ ვიპოვე, მხედრულს ხელთნაწერში სწერია, პომ ეს პეტრიწის გადმოთარგმნილიაო... ნიკო, შენი ადონცი მე ავაზაკურათ მომექცა პატივისცემისათვის. ხელნაწერის ჩვენება მთხოვა, ვაჩვენე, წავუკითხე და ავუხსენი. მერე ერთი დღით მთხოვა სახლში, ვათხოვე და იმ დღიდგან აგერ მეექვსე თვეა, ხმას აღარა მცემს და არც ხელნაწერს მიგზავნის. და მერმე ვის ხელთნაწერს? წერა-კითხვის საზოგადოებისას. შენი ჭირიმე, ნიკო, ერთ ხათაბალას გადამარჩინე გამოაგზავნინე.

ასე უსირცხვილობაც არ შეიძლება.
  ნიჟარაძეს გიგზავნი პეტერბურგში ეკზამენების დასაჭერათ და გთხოვ ყოველი ღონე იღონო და როგორმეატესტატითგამოამგზავრო. მე მგონია, ეხლა მაგას უფრო დავიწყებული აქვს კურსი, ვიდრე გამეორებული, მიიღონ მხედველობაში ის ბალები, რომელნიც წინანდელ ეკზამენებზე მიიღო. არხელოგიის შესახებ ცალკე მოგწერ. ეხლა შემიძლია გაცნობო, რომ პირველი ნორმისათვის ზარზმის წარწერებს მოგაწვდი, ძლიერ ბევრია ფრესკის წარწერები. აქ რეფერატი წავიკითხე, მაგრამ ის ხომ მარტო წარწერებს არ ეხება. ამას გარდა, სხვა შემოწმებულ წარწერებსაც გამოგიგზავნი, მაგრამ ენკენისთვემდის არა მგონია, რომ შენ საქმეს შეუდგე. ბიბლიოგრაფიას ენკენისთვის ვფიქრობ მომზადებას, საზოგადოდთ კი აღარაფრისთვის არ მცალია მანდამაინც.

ხანძთელის დაბეჭდილი ტექსტი მომაწოდე ოტტისკებით წიგნის გამოსვლამდე.
  ნინომ და ჩვენებმა შენ და შენს მეუღლეს სალამი და ჩე()მაგიერადაც მოკითხვა გადაეცი.

იურის ჯანჯუხას უგზავნი ცოტას, თუ ნიჟარაძემ წამოიღო. სხვაფრივ ჯერ მშვიდობით, ამ წერილს საჩქაროთ გწერ.
  .. მომცემლიძეს ფული ჯერაც არ მიუღია და მე შევიტანე ზალოგი, ის გაჭირვებულია და მიტომ შეგაწუხა, მე კიდევ შემაწუხა. ერთი ფურცელი ტექსტისა დარჩენილა აქ ჩემთან და გიგზავნი ამასთანავე. ხელთნაწერიზაკაზნოიბანდეროლით გაოგზავნე, არ დაიკარგოს, ერთ ხათაბალას არ შემამთხვიო, ოფიციალურად რომ გეთხოვა, არ გამოგიგზავნიდნენ ამ ხელთნაწერს. კატალოგის მეორე წიგნაკს გიგზავნი, მესამე დაბეჭდილია და შეიცავს მარტო 144 გვერდს.

მეგრელიის ქართლის ცხოვრების ვარიანტშია შით მოქცეული. შენი ძმა ექვთიმე

  ძმაო ნიკო!
  პარიზი,
  10.06.1928
  პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.

როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისიაკურატნობამე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია: 1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა, 2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამსვე აქვს დართული შენიშვნა, 3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი, 4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში, 5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა,6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III; ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერაბის ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.
  .თაყაიშვილი



No comments:

Post a Comment