1321887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ
გიმნაზიაში
(ბერძნულ-ლათინურ
ენებს,
ისტორიას
და
გეოგრაფიას).
1894-1904 წლებში
იგი
განაგებდა
თბილისის
ქართულ
სათავადაზნაურო
გიმნაზიას.
აღსანიშნავია,
რომ
ქუთაისის
ქართულ
სათავადაზნაურო
გიმნაზიასთან
ერთად,
ეს
გიმნაზია
წარმოადგენდა
ქართული
ეროვნული
განათლების
უმთავრეს
კერას.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი
შეუდგა
აქტიურ
სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას.
იგი
გახლდათ
წყაროთმცოდნე
და
არქეოგრაფი,
ეპიგრაფიკის
მკვლევარი,
არქეოლოგი,
ქართული
მწერლობის
ისტორიის
მკვლევარი.
დიდი
ქართველი
მეცნიერი
და
მამულიშვილი,
პროფესორი
მიხეილ
(მიხაკო)
წერეთელი
ასე
ახასიათებდა
თაყაიშვილს:
"ექვთიმე
სპეციალობით
არც
არქეოლოგი
იყო,
არც
ხელოვნებათა
მეცნიერი,
არც
ისტორიკოსი,
არც
ქართული
ფილოლოგიის
სწავლული.
მაგრამ
იგი
იმავე
დროს
ერთიც
იყო,
მეორეც,
მესამეც
და
მეოთხეც.
სიდიადე
მისი
სულისა
სწორედ
აქ
არის,
- მან
თავისი
ერის
სამსახურისთვის
ეს
მეცნიერებანი
თვით
შეისწავლა.
იგი
იყო
"მოხალისე",
"მოყვარული",
მაგრამ
ნამდვილი
ბატონი
საქართველოს
წარსულის
კვლევის
ფართო
ნიადაგზედ...
იგი
იყო
განმგრძობი
დიმიტრი
ბაქრაძის,
თავისი
უფროსი
თანამედროვის
თ.
ჟორდანიას
და
სხვათა
ღვაწლისა,
რომელთაც
იგივე
მიზანი
ხელმძღვანელობდა
მათი
უანგარო
, დაუღალავი
და
ხანგრძლივი
შრომის
დროს"
(იხ.
ჟ.
"ბედი
ქართლისა",
პარიზი,
#16, 1954, გვ. 8).
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
1907 წელს
ექვთიმე
თაყაიშვილის
თაოსნობით
დაარსებულმა
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ,
რომლის
მიზანი
საქართველოს
ისტორიის,
მისი
ხალხის
ყოფა-ცხოვრების,
ხელოვნების
ძეგლების
შესწავლა
იყო.
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ
ფართო
და
ნაყოფიერი
მუშაობა
გაშალა.
მრავალმხრივმა
სამეცნიერო
საქმიანობამ
დიდი
პოპულარობა
მოუტანა
საზოგადოებას.
ექვთიმე
თაყაიშვილმა
დააფეძნა
ორი
სამეცნიერო
სერია
"ძველი
საქართველო"
და
"საქართველოს
სიძველენი".
იგი
თავად
იყო
ამ
სერიების
ტომების
შემდგენელი.
ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ.
ნაშრომისათვის
"მასალები
კავკასიის
არქეოლოგიისათვის"
1911 წლის
28 მარტს
იგი
აღნიშნული
საზოგადოების
დიდი
ოქროს
მედლით
დაჯილდოვდა.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე
ჯავახიშვილთან
ერთად
იმთავითვე
იყო
არჩეული
"ქართული
უნივერსიტეტის
საზოგადოების"
კომისიაში.
როგორც
ცნობილია,
უნივერსიტეტი
1918 წლის
26 იანვარს
გაიხსნა.
ექვთიმე
თაყაიშვილი
გახლდათ
უნივერსიტეტის
ერთ-ერთი პირველი
პროფესორი.
1918 წლის
21 მაისს
თბილისის
უნივერსიტეტის
საბჭომ
ექვთიმე
თაყაიშვილს
მიანიჭა
დოქტორის
სამეცნიერო
ხარისხი.
იგი
სამ
სალექციო
კურსს
უძღვებოდა.
ერთი
პირველკურსელთათვის
იყო
და
მოიცავდა
საქართველოს
სიძველეთმცოდნეობის
შესავალს.
ამასთან
ერთად
მეცნიერი
კითხულობდა
ეპიგრაფიკას
და
საქართველოს
საეკლესიო
ისტორიას.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს.
მან
თავი
მოუყარა
17 ხელნაწერს,
რომელთა
შორის
ზოგი
მეტად
საყურადღებო
იყო
როგორც
ვარიანტებით,
ისე
მხატვრობით;
საერთოდ
კი
24 ხელნაწერის
შესახებ
მოკრიბა
ცნობები.
ექვთიმე
თაყაიშვილის
მიერ
თავმოყრილ
"ვეფხისტყაოსნის"
ხელნაწერთა
შორის
უძველესი
იყო
1646 წლის,
რომელიც
საზოგადოებამ
ვინმე
კორინთელისაგან
შეიძინა.
საზოგადოების
შენაძენთა
შორის
არის
აგრეთვე
მეფე
გოირგი
XI-სათვის
1680 წელს
მისი
მდივნის
მიერ
გადაწერილი
"ვეფხისტყაოსანი".
ეს
ხელნაწერი
გამოირჩევა
თავისი
მოხატულობით.
ექვთიმე
თაყაიშვილის
დიდი
დამსახურებაა
გადარჩენა
პელაგია
წერეთლისეული
"ვეფხისტყაოსნისა",
რომელიც
სიუჟეტური
მინიატურებით
იყო
დასურათებული.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო
"ხელმწიფის
კარის
გარიგების"
ხელნაწერის
აღმოჩენა.
ეს
ხელნაწერი
ექვთიმემ
ქართლში
მოგზაურობის
დროს
გაპარტახებულ
სახლში
იპოვა.
ექვთიმე
თაყაიშვილი
მუდამ
ცდილობდა,
რომ
ყოველივე
ის,
რასაც
აღმოაჩენდა,
უცვლელად
გამოეცა.
ასევე
მოიქცა
აღნიშნული
ხელნაწერის
მიმართაც.
1920 წლის
მაისში
თბილისის
უნივერსიტეტის
გამომცემლობამ
"ხელმწიფის
კარის
გარიგება"
მისი
გამოკვლევით
და
წინასიტყვაობით
გამოსცა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში). პირველი ექსპედიცია
მოეწყო
1902 წელს.
ექსპედიციაში
ექვთიმე
თაყაიშვილთან
ერთად
მონაწილეობდნენ
ხუროთმოძღვარი
სიმონ
კლდიაშვილი
და
ფოტოგრაფი
ალექსანდრე
მამუჩაიშვილი.
ახალციხისა
და
ახალქალაქის
ზოგ
ძეგლთან
ერთად
მაშინ
მათ
გამოიკვლიეს
არტაანის
ოლქის
ძეგლები
და
ოლთისის
ოლქის
ნაწილი.
მეორე
ექსპედიცია
1907 წელს
მოეწყო.
ამ
მოგზაურობის
დროს
ექვთიმე
თაყაიშვილმა
ინახულა
და
აღწერა
თორთუმის
ხეობის
ზემო
წელში
მდებარე
ექექის
ტაძარი,
ამ
ტაძრის
სამხრეთით
მდებარე
სოფელ
სოხროთის
ტაძარი,
ოთხთა
ეკლესია,
პარხლის
ეკლესია
და
სხვა
მნიშვნელოვანი
ძეგლები.
ამ
არქეოლოგიური
ექსპედიციების
შედეგების
მნიშვნელოვანი
ნაწილი
გამოცემულ
იქნა
პარიზში,
1930-იანი
წლების
მეორე
ნახევარში.
No comments:
Post a Comment