Friday, February 22, 2013

ექვთიმეს როლი განათლების საქმეში


ამავე დროს ექვთიმე თაყაიშვილს არ ასვენებდა სურვილი ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დაარსებისა. 1911 და 1912 წლებში მან ამ დაწესებულებების დაარსების უფლება მიიღო, შემდეგ მუზეუმ-ბიბლიოთეკას შესწირა ხელნაწერი ვახტანგის კანონები და ვახტანგისავე სამართალი. კარგი წამოწყება  შესანიშნავად განვითარდა - ამ საცავ - ბლბიოთეკას თუ 1907 წელს 23  ქართული და 52 რუსული და ფრანგული წიგნები გააჩნდა, ათი წლისთავზე უკვე ჰქონდა 9875 წიგნი.

უძვირფასესი მასალა იყრის თავსმომავალი მუზეუმის არქივში. ხელოვნების შესანიშნავი ძეგლების გარდა, მოგროვდა ქართული ნუმიზმატიკის უძვირფასესი კოლექცია.

თუმცა მუზეუმ-ბიბლიოთეკას შენობა არ ჰქონდა, ცნობილი ქართველები შესაწირს არ იშურებდნენ ამ საქმისათვის. სხვადასხვა დროს შემოწირულობანი გაიღეს იაკობ გოგებაშვილმა, აკაკი წერეთელმა, კოტე აფხაზმა, ილია ჭავჭავაძემ, კათოლოკოსმა კირიონ მეორემ, შენობისათვის თანხა დავით სარაჯიშვილმა გამოყო. მუზეუმის გახსნა 1917 წლამდე ვერ მოხერხდა.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეულიქართული უნივერსიტეტის საზოგადოებისკომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.

No comments:

Post a Comment