Friday, February 22, 2013

განა შეიძლება ერთმა ადამიანმა ამდენი შეძლოს?!


ექვთიმე თაყაიშვილი ასე ახასიათებს თავის სამეცნიერო  მიზნებს: „იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ.“

მან აქტიურად მიჰყო ხელი ხელნაწერთა შეგროვებასა და შესყიდვას, გააკეთა მთელი ამ სამუზეუმო ნივთების კატალოგი. 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლიაპარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდულიმოქცევაი ქართლისაისახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცაახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამხელმწიფის კარის გარიგებამისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვსაბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.


No comments:

Post a Comment